ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. |
||
2 | ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. | ||
3 | კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს. | ||
4 | მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული. | ||
5 | სამი რამის ეშინია ჩემს გულს, მეოთხეზე კი ვლოცულობ: ქალაქის ჭორისა, ბრბოს ამბოხისა და ცილისწამებისა. ეს ყველაფერი სიკვდილზე საშინელია. | ||
6 | გულისწუხილია და უბედურებაა ცოლი, რომელიც სხვა ქალზე ეჭვიანობს და შოლტი მისი ენისა ყველას გადაწვდება. | ||
7 | ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია. | ||
8 | დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს. | ||
9 | ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა. | ||
10 | თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ. | ||
11 |
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ. |
||
12 | როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისათვის გააღებს კაპარჭს. | ||
13 | ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა აპოხიერებს მის ძვლებს. | ||
14 | უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული სული. | ||
15 | მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს. | ||
16 | როგორც ამომავალი მზეა უფლის ზესკნელში, ასევეა კარგი ცოლის სილამაზე მის გამართულ სახლში. | ||
17 | როგორც ანთებული სანთელი წმინდა სასანთლეში, ასევეა სახის მშვენება წარმოსადეგ ტანზე. | ||
18 | როგორც ოქროს სვეტები ვერცხლის კვარცხლბეკზე, ასევეა მშვენიერი ფეხები მტკიცე ტერფებზე. | ||
19 | ორ რამეზე იდარდა ჩემმა გულმა, მესამეზე კი რისხვამ იფეთქა: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია, გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ. სიმართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს კი უფალი მახვილისათვის განამზადებს. | ||
20 | ძნელად რომ ვაჭარი ცდუნებას გაექცეს და მიკიტანმა ცოდვისაგან დაიხსნას თავი. |