1 |
მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.
|
|
|
2 |
რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი
დაამტკიცა ძეთა ზედა. |
|
|
3 |
მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება |
|
|
4 |
და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი. |
|
|
5 |
მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი
ვედრების ჟამს შესმენილ იქნება. |
|
|
6 |
მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი
თავის დედას შვებას მოუტანს. |
|
|
7 |
როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს. |
|
|
8 |
საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა
გადმოვიდეს შენზე. |
|
|
9 |
რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს,
წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის. |
|
|
10 |
ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის
შეურაცხყოფა. |
|
|
11 |
რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია
შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა. |
|
|
12 |
შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. |
|
|
13 |
თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი
ძალით ნუ შეურაცხყოფ მას, |
|
|
14 |
რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა
მიუხედავად აშენდები. |
|
|
15 |
შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული
სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. |
|
|
16 |
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.
|
|
|
17 |
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო
კაცი შეგიყვარებს. |
|
|
18 |
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და
უფლის წინაშე მადლს იპოვი. |
|
|
19 |
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი. |
|
|
20 |
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე
აღმატებულს ნუ გამოიკვლევ. |
|
|
21 |
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ
გჭირდება. |
|
|
22 |
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე
მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. |
|
|
23 |
რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა
ოცნებამ დაღუპა მათი გონება. |
|
|
24 |
გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული
მასში ჩავარდება. |
|
|
25 |
გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას
მიუმატებს. |
|
|
26 |
განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან
ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში. |
|
|
27 |
გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის
მწყურვალია. |
|
|
28 |
აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს
გულმოწყალება. |
|
|
29 |
წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და
თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის. |
|
|