1 |
უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის
განსაცდელისგან.
|
|
|
2 |
ბრძენი კაცი რჯულს არ შეიძულებს, მისი თვალთმაქცურად
დამცველი კი ქარიშხალში მოხვედრილი ხომალდივითაა. |
|
|
3 |
გონიერი კაცი იწამებს რჯულს და რჯულიც სარწმუნოა მისთვის,
როგორც პასუხი ურიმისა. |
|
|
4 |
მოამზადე სიტყვა და მაშინ მოგისმენენ, შეაუღლე ცოდნასთან
და გაეცი პასუხი. |
|
|
5 |
ეტლის ბორბალია ბრიყვის გული და მისი აზრები - მბრუნავი
ღერძი. |
|
|
6 |
ულაყ ცხენსა ჰგავს მქირდავი მეგობარი: ვინც არ უნდა
შეაჯდეს, ჭიხვინებს. |
|
|
7 |
რატომღა სჯობს ერთი დღე მეორეს, თუ ყოველი დღის ნათელი
წელიწადში მზისგანაა? |
|
|
8 |
უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი, მან განასხვავა არენი და
დღესასწაულნი. |
|
|
9 |
მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა
რიცხვს მიაკუთვნა. |
|
|
10 |
ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც. |
|
|
11 |
მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ისინი და განასხვავა
მათი გზები. |
|
|
12 |
მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი
კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან.
|
|
|
13 |
როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული
მისი ყველა გზა, ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელშია და ისიც მიაგებს
მათ თავისი განგების მიხედვით. |
|
|
14 |
როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს -
სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს - ცოდვილი. |
|
|
15 |
ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად
არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან. |
|
|
16 |
და მე უკანასკნელმა ვიფხიზლე, როგორც მცვრეველმა მკრეფავთა კვალზე, |
|
|
17 |
და ღვთის კურთხევით მაინც ვიმარჯვე და ყურძნის მკრეფავთა
მსგავსად მეც ავავსე საწნახელი. |
|
|
18 |
იცოდეთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავშვერი, არამედ
ყველასთვის, ვინც ცოდნას ეძებს. |
|
|
19 |
შეისმინეთ ჩემი, ერის დიდებულნო და საკრებულოს
წინამძღვარნო, ყურად იღეთ: |
|
|
20 |
შვილსა და ცოლს, ძმასა და მეგობარს ნუ დაისვამ თავზე შენს
სიცოცხლეში. სხვას ნუ მისცემ შენს ქონებას, რათა არ შეინანო და არ
მისტიროდე. |
|
|
21 |
სანამ ცოცხალი ხარ და პირში სული გიდგას, სხვას ნურავის
დაუთმობ შენს ადგილს. |
|
|
22 |
რადგან უმჯობესია შვილებმა გთხოვონ, ვიდრე შენ უყურებდე
შვილებს ხელებში. |
|
|
23 |
ყველა შენს საქმეში პირველი იყავი და ლაქას ნუ წააცხებ შენს ღირსებას.
|
|
|
24 |
შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს და აღსასრულის ჟამს
გაანაწილე მემკვიდრეობა. |
|
|
25 |
საკვები, ჯოხი და ტვირთი - ვირს; პური, წვრთნა და საქმე
კი - მსახურს. |
|
|
26 |
დაასაქმე მონა და იპოვი მოსვენებას, გაუხსნი ხელებს და
თავისუფლებას ეცდება. |
|
|
27 |
ხარის ქედს უღელი და აპეურები მოდრეკენ, ცბიერ მსახურს კი
- ბორკილები და წყლულები. |
|
|
28 |
მიუჩინე მას საქმე, რათა არ გაზარმაცდეს, რადგან მრავალი
ბოროტება უსწავლებია მცონარობას. |
|
|
29 |
დააყენე საქმეზე, როგორც მას შეეფერება და, თუ არ
დაგემორჩილა, მძიმე ბორკილები დაადე. |
|
|
30 |
მაგრამ ნურცერთ ხორციელს ნუ მოსთხოვ ზედმეტს და
განუსჯელად ნურაფერს გააკეთებ. |
|
|
31 |
თუ გყავს მსახური, შენსავით იყოს, რადგან სისხლით გყავს
შეძენილი. |
|
|
32 |
თუ გყავს მსახური, ძმასავით მოექეცი, რადგან დაგჭირდება,
როგრც საკუთარი სული. |
|
|
33 |
თუკი ბოროტად მოექეცი მას და ისიც ადგება და გაიქცევა,
რომელ გზაზე დაუწყებ ძებნას? |
|
|