ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რჯულის შემნახველი ბევრ მსხვერპლს სწირავს, მცნებათა აღმსრულებელი კი სამადლობელ მსხვერპლს სწირავს. |
||
2 | მადლის მიმგებელი გამტკიცულ ფქვილს სწირავს, ხოლო მოწყალების გამღები ქების მსხვერპლს სწირავს. | ||
3 | სათნოა უფლისათვის ბოროტისგან განშორება და შეიწყალებს იგი უსამათლობისგან განდგომილს. | ||
4 | ნუ წარდგები უფლის წინაშე ხელცარიელი, რადგან ყოველივე ამას მცნება მოითხოვს. | ||
5 | მართლის შესაწირავი გააპოხიერებს სამსხვერპლოს და მისი კეთილსურნელება უზენაესის წინაშეა. | ||
6 | მსხვერპლი მართალი კაცისა შეწყნარებულია და ხსოვნა მისი დავიწყებული არ იქნება. | ||
7 | კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს. | ||
8 | მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი. | ||
9 | მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით - შენი ხელით მონახვეჭისამებრ. | ||
10 | რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის. | ||
11 | ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს, და ნურც უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება. | ||
12 | რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება. | ||
13 |
იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისგან და შეისმენს მის მუდარას. |
||
14 | აბუჩად არ აიგდებს არც ქვრივის და არც ობლის ვედრებას, თუკი იგი სათქმელს გადმოღვრის. | ||
15 | განა ქვრივის ღაწვებზე ცრემლი არ მოგორავს და არ ჩივის ხმამაღლა იმათ წინააღმდეგ, ვინც დაამდაბლა ისინი? | ||
16 | ღვთის მსახური სათნოდ იქნება შეწყნარებული და მისი ლოცვა ღრუბლებამდე ააღწევს. | ||
17 | მდაბლის ლოცვა ღრუბლებს სწვდება და მანამდე არ იქნება ნუგეშცემული, ვიდრე ღმერთამდე არ მიაღწევს; | ||
18 | და არ შეწყვეტს, სანამ უზენაესი არ გადმოხედავს, სიმართლით არ განსჯის და სამართალს არ გააჩენს. | ||
19 | არც უფალი დააყოვნებს და აღარ მოუთმენს მათ, | ||
20 | ვიდრე წელში არ გატეხავს შეუწყალებელთ და შურისძიებას არ მიაგებს წარმართებსაც. | ||
21 | ვიდრე არ შემუსრავს მედიდურთა სიმრავლეს და უსამართლოთა კვერთხს დალეწავს, | ||
22 | ვიდრე სამაგიეროს არ მიუზღავს კაცს მის საქმეთაებრ და კაცთა საქმეებს მათი ჩანაფიქრისაებრ, | ||
23 | ვიდრე სამსჯავროზე არ განსჯის თავის ხალხს და არ გაახარებს მას თავისი მოწყალებით. | ||
24 | რადგან მისწრებაა მოწყალება გასაჭირში, როგორც საწვიმარი ღრუბლები გვალვაში. |