1 |
ყოველ მეგობარს შეუძლია თქვას, მეგობარი ვარო, მაგრამ ზოგი მეგობარი მხოლოდ
სახელით არის მეგობარი.
|
|
|
2 |
განა სიკვდილივით საწუხარი არ არის, როცა ამხანაგი და
მეგობარი მტრად გადაგექცევა? |
|
|
3 |
ო, ბოროტო ზრახვავ, საიდან შემოძვერი, რომ ხმელეთი
მზაკვრობით დაგეფარა? |
|
|
4 |
მეგობარი ტკბება მეგობრის სიხარულით და გასაჭირის ჟამს კი
მის წინააღმდეგ იქნება. |
|
|
5 |
მეგობარი მეგობარს შეეწევა სტომაქის გულისთვის, ომის დროს
კი ფარს დაწვდება. |
|
|
6 |
ნუ დაივიწყებ მეგობარს შენს სულში და გულიდან ნუ
ამოგივარდება შენი კეთილდღეობის დროს. |
|
|
7 |
ყველა მრჩეველი თავის რჩევას აქებს, მაგრამ ზოგიერთი
თავის სასარგებლოდ ურჩევს. |
|
|
8 |
მრჩევლისგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცან, რა სურს მას,
რადგან შესაძლოა, თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ჰყაროს; |
|
|
9 |
გითხრას: კეთილია შენი გზა, მერე წინ დაგიდგეს იმის
დასანახად, თუ რა შეგემთხვევა. |
|
|
10 |
ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა. |
|
|
11 |
ნუ ითათბირებ ცოლთან მის რაყიფზე და მხდალთან - ომზე,
ვაჭართან - გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან - გაყიდვაზე, მოშურნესთან -
მადლიერებაზე და უწყალოსთან - ქველმოქმედებაზე, მცონარესთან - ნურა
საქმეზე, ერთი წლით დაქირავებულთან - სამუშაოს დასრულებაზე და ზარმაც
მსახურთან დიდ საქმეზე; არანაირი ბჭობისას არ დაენდო მათ. |
|
|
12 |
არამედ ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს, ვისზედაც შეიტყობ, რომ მცნებებს
მტკიცედ იცავს, ვისი სულიც შენს სულს ეთანხმება და თუ დაეცემი, შენთან ერთად
იმწუხრებს.
|
|
|
13 |
დაეყრდენი შენი გულის რჩევას, რადგან მასზე უფრო სანდო
არავინ არ გყავს. |
|
|
14 |
კაცის სული ხომ ზოგჯერ უფრო მეტს გვაუწყებს, ვიდრე
მაღალზე მჯდომი შვიდი მეთვალყურე. |
|
|
15 |
ყოველივე ამისთვის კი ევედრე უზენაესს, რათა ჭეშმარიტებით
წარგიმართოს გზა. |
|
|
16 |
დასაბამი ყველა საქმისა განსჯაა, ყოველგვარ საქმეზე უწინარესი კი - რჩევა. |
|
|
17 |
კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს: |
|
|
18 |
ბოროტებასა და სიკეთეს, სიცოცხლესა და სიკვდილს; ენა კი
მიწყივ მეუფებს მათზე. |
|
|
19 |
ზოგი კაცი გაწაფულია, მრავალს მოძღვრავს, მაგრამ ურგებია
საკუთარი თავისთვის. |
|
|
20 |
ზოგიერთი სიტყვით ბრძენობს, მაგრამ საძულველია; ამგვარს
ყოველგვარი საზრდელი მოაკლდება, |
|
|
21 |
რადგან არ მიეცა მას უფლისგან მადლი და მოკლებულია
ყოველგვარ სიბრძნეს. |
|
|
22 |
ზოგი ბრძენია საკუთარი თავისთვის და მისი ცოდნის ნაყოფი
მის ბაგეზე სარწმუნოა. |
|
|
23 |
ბრძენი კაცი თავის ხალხს აღზრდის და მისი ცოდნის ნაყოფი სარწმუნოა.
|
|
|
24 |
ბრძენი კაცი კურთხევით აღივსება და მას შენატრის ყოველი
მხილველი. |
|
|
25 |
კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება, ხოლო
დღენი ისრაელისა კი განუსაზღვრელია. |
|
|
26 |
ბრძენი დაიმკვიდრებს თავისი ერის ნდობას და მისი სახელი
საუკუნოდ იცოცხლებს. |
|
|
27 |
შვილო, გამოსცადე შენი სული სიცოცხლეში და ნახე, რა არის
მისთვის ცუდი, და ნუ შეამთხვევ. |
|
|
28 |
რადგან ყველაფერი როდია ყველასთვის სასარგებლო და ყოველ
სულს როდი ესათნოება ყოველივე. |
|
|
29 |
გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ
დაეხარბები. |
|
|
30 |
რადგან ბევრი ჭამისგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ
გულისრევა იცის. |
|
|
31 |
გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშეკავებული კი
სიცოცხლეს იხანგრძლივებს. |
|
|