1 |
იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა
იგი.
|
|
|
2 |
რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან
ეძლევა მას. |
|
|
3 |
ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე
მოუხვეჭს პატივს. |
|
|
4 |
უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ
უგულებელყოფს მათ. |
|
|
5 |
განა ხისგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო
მისი ძალა? |
|
|
6 |
მანვე მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის
საკვირველ საქმეთა გამო. |
|
|
7 |
მათი წყალობით მკურნალობს და უამებს ტკივილებს, წამლის
მკეთებელი მათგან ნარევს ამზადებს. |
|
|
8 |
და არ დასრულდება მისი საქმიანობა; მისგანაა მშვიდობა
დედამიწის ზურგზე. |
|
|
9 |
შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე
უფალს და განგკურნავს. |
|
|
10 |
განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან. |
|
|
11 |
მიუძღვენი კეთილსურნელება და გამტკიცული ფქვილის
სამახსოვრო წილი, და შესწირე მსხვერპლი, როგორც შეგიძლია. |
|
|
12 |
მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი.
|
|
|
13 |
არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება. |
|
|
14 |
რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიოს სნეულთათვის
შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ. |
|
|
15 |
ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს
მკურნალის ხელში. |
|
|
16 |
შვილო, მკვდარს ცრემლები დაადინე და მძიმე სატანჯველში ჩავარდნილივით ატირდი,
შემოსე გვამი, როგორც ეკადრება და ნუ დასტოვებ დაუმარხავს. |
|
|
17 |
მწარე იყოს დატირება და მხურვალე - გოდება; და იგლოვე,
როგორც ეკადრება, ერთი ან ორი დღე, რომ არ დაგძრახონ, და გაიქარვე დარდი. |
|
|
18 |
რადგან დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის
დამშრეტია. |
|
|
19 |
უბედურებას თან მწუხარებაც ახლავს და ღატაკის ცხოვრება
გულის დარდია. |
|
|
20 |
ნუ მიეცემი სევდას გულით და განიშორე იგი აღსასრულის
გამხსენებელმა. |
|
|
21 |
არ დაივიწყო ეს, რადგან დაბრუნება შეუძლებელია, ვეღარც
მას არგებ და თავსაც დაიტანჯავ. |
|
|
22 |
გახსოვდეს ჩემი ხვედრი, რადგან იგი შენიცაა; გუშინ ჩემი
იყო, დღეს კი შენია. |
|
|
23 |
მკვდრის გასვენებასთან ერთად მისი ხსოვნაც მოასვენე და მის გამო მწუხარება
გადაგეყრება, როცა სული ამოხდება.
|
|
|
24 |
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი
სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი. |
|
|
25 |
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით
მოამაყე, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ
მოზვრები აკერია პირზე? |
|
|
26 |
მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი
ხბორების საკვებია. |
|
|
27 |
ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს
დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი
სახის შესაქმნელად, მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და
ცდილობენ, დროზე დაასრულონ საქმე. |
|
|
28 |
ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის
ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; მის სხეულს აძაბუნებს ცეცხლის კვამლი და ნიადაგ
ებრძვის ქურის მხურვალებას; უროს ხმა უხშობს მას ყურთასმენას, თვალები
ჭურჭლის ყალიბისკენ უჭირავს, მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და
ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი. |
|
|
29 |
ასევეა მექოთნეც, რომელიც თავის საქმეს უზის და ფეხებით
ბორბალს ატრიალებს, მუდამ თავის საქმეზე ზრუნავს და მთელი თავისი ნაწარმი
აღრიცხული აქვს. |
|
|
30 |
ხელით სახეს აძლევს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმაგრეს
არბილებს; ფიქრად აქვს, გაასრულოს მოჭიქვა და, ბოლოს, მისი საზრუნავი
ღუმელის გასუფთავებაა. |
|
|
31 |
ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული
ბრძენია თავის საქმეში. |
|
|
32 |
მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი, და არც ხალხი არ
დასახლდება და არ იცხოვრებს იქ. |
|
|
33 |
მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე
იწვევენ; არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე
მსჯელობენ. |
|
|
34 |
არც სასჯელს აცხადებენ და არც განაჩენს, და არც იგავებს
იგონებენ, მაგრამ წუთისოფლის საფუძველს ამყარებენ და თავიანთი ხელოვნების
წარმატებაზე ლოცულობენ. |
|
|