1 |
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. |
|
|
2 |
მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის
გასაჭირში. |
|
|
3 |
განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას
ნუ დაუგვიანებ. |
|
|
4 |
შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს
გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ. |
|
|
5 |
მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ. |
|
|
6 |
რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით
დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი. |
|
|
7 |
თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი
მოიდრიკე. |
|
|
8 |
ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე. |
|
|
9 |
იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და
განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები. |
|
|
10 |
იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი, და შეიქნები
ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს. |
|
|
11 |
სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ.
|
|
|
12 |
მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით
აღივსებიან. |
|
|
13 |
მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა,
უფალი აკურთხებს. |
|
|
14 |
რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი
მოყვარულნი უფალსაც უყვარს. |
|
|
15 |
მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით
მიეახლება, დამკვიდრდება. |
|
|
16 |
რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი
შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი. |
|
|
17 |
რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და
ძრწოლაში ეყოლება, გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება
მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს. |
|
|
18 |
კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას,
განუცხადებს თავის საიდუმლოთ. |
|
|
19 |
თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს
ხელში. |
|
|
20 |
გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი
თავი და შენი თავისა არ შეგრცხვება. |
|
|
21 |
რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და
მადლია.
|
|
|
22 |
ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა
ნუ გრცხვენია. |
|
|
23 |
ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს, |
|
|
24 |
რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის
მეტყველებით. |
|
|
25 |
წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა
გრცხვენოდეს. |
|
|
26 |
ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის
დინებას ნუ შეაჩერებ. |
|
|
27 |
უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ
მიეკერძოები. |
|
|
28 |
სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი
იბრძოლებს შენთვის. |
|
|
29 |
ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი
საქმეში. |
|
|
30 |
ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან. |
|
|
31 |
ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული
გასაცემად. |
|
|