1 |
დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან
მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან.
|
|
|
2 |
აფიქრებს ადამიანს და შიშსა ჰგვრის წინათგრძნობა და
აღსასრულის დღე, |
|
|
3 |
დიდებულ ტახტზე მჯდომარედან დაწყებული მიწად და ნაცრად
დამდაბლებულამდე, |
|
|
4 |
ძოწეულისა და გვირგვინის მატარებლიდან ჯვალოთი
შემოსილამდე; ყველასთანაა გულისწყრომა და ეჭვი, შფოთი და მღელვარება,
სიკვდილის შიში, ცოფი და მტრობა. |
|
|
5 |
საწოლზე მოსვენების ჟამს ღამის ძილი აშფოთებს მის
გონებას. |
|
|
6 |
მცირე ხნით ან, თითქმის, არასოდეს ისვენებს; ამიტომაც
ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით და შეძრწუნებულია მოჩვენებებით
ბრძოლის ველიდან გაქცეულის მსგავსად. |
|
|
7 |
უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და გაოცდება, რომ საშიში
არაფერია. |
|
|
8 |
ასე ემართება ყველა ხორციელს ადამიანიდან პირუტყვამდე,
ცოდვილებს კი შვიდჯერ უფრო მეტად. |
|
|
9 |
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და
შიმშილი, მწუხარება და მათრახი - |
|
|
10 |
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა. |
|
|
11 |
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა, და რაც წყლისგანაა, ზღვასვე
უბრუნდება.
|
|
|
12 |
შეიმუსრება ყველა ქრთამი და უსამართლობა, რწმენა კი იდგომება სამარადჟამოდ. |
|
|
13 |
უსამართლოთა ქონება ხევივით ამოშრება და, მსგავსად ძლიერი
ქუხილისა თავსხმაში დაიგრგვინებს. |
|
|
14 |
ვინც ხელგაშლილია, გაიხარებს, დამნაშავენი კი საბოლოოდ
წარწყმდებიან. |
|
|
15 |
უღვთოთა შთამომავლობა რტოებს ვერ გაიმრავლებს და უწმიდური
ფესვები სალ კლდეზე ექნებათ. |
|
|
16 |
წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინ აღმოიფხვრება. |
|
|
17 |
მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ
დარჩება. |
|
|
18 |
თავისი თავის მოიმედის და მშრომელის სიცოცხლე ტკბილია,
მაგრამ განძის მპოვნელი ორივეს სჯობია. |
|
|
19 |
შვილები და ქალაქის გაშენება სახელს ამკვიდრებენ, მაგრამ
უმწიკვლო ცოლი ორივეს სჯობია. |
|
|
20 |
ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის
სიყვარული ორივეს სჯობია. |
|
|
21 |
სალამური და ბარბითი ტკბილ ჰანგს გამოსცემენ, მაგრამ ტკბილი ენა ორივეს სჯობია.
|
|
|
22 |
მადლი და სილამაზე თვალს იტაცებს, მაგრამ მწვანე ჯეჯილი
ორივეს სჯობია. |
|
|
23 |
მეგობარი და ამხანაგი დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს,
მაგრამ ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ორივეს სჯობია. |
|
|
24 |
ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება
იხსნის ორივეზე მეტად. |
|
|
25 |
ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი
რჩევა ორივეზე საიმედოა. |
|
|
26 |
ქონება და ძალა გულს ამაღლებენ, მაგრამ ორივეზე უფრო -
შიში უფლისა; არ იქნება უფლის მოშიშის დამარცხება და არ სჭირდება მას
მფარველის ძებნა. |
|
|
27 |
უფლის შიში კურთხევის სამოთხეა, ყოველგვარ დიდებაზე მეტად
შემოსავს მას. |
|
|
28 |
შვილო, მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, რადგან
მათხოვრობას სიკვდილი სჯობია. |
|
|
29 |
სხვისი სუფრის შემყურე კაცის ცხოვრება რა ცხოვრებაა - იგი
ბილწავს თავის სულს სხვისი საჭმელით; გონიერი და ზრდილი კაცი კი თავს
დაიცავს ამისგან. |
|
|
30 |
ურცხვის პირში სათხოვარი თითქოსდა ტკბება, მაგრამ
შიგნეულში კი ცეცხლად ინთება. |
|
|