1 |
სიმეონი, ძე ონიასი, მღვდელმთავარი, ვინც სახლი სიცოცხლეშივე შეაკეთა და თავის
სიცოცხლეში ტაძარი გაამაგრა.
|
|
|
2 |
მის მიერ დაფუძნდა ორმაგი სიმაღლე - ტაძრის ზღუდის მაღალი
ლიბო. |
|
|
3 |
მის სიცოცხლეში დაიკლო წყალსატევმა, ზღვასავით ტბის
შემოწერილობამ. |
|
|
4 |
მზრუნველმა თავისი ხალხისთვის უბედურების ასაცილებლად
გაამაგრა ქალაქი ალყისაგან თავდასაცავად. |
|
|
5 |
რა დიდებული იყო იგი ხალხით გარშემორტყმული, როცა
კრეტსაბმელიდან გამოდიოდა! |
|
|
6 |
როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი და როგორც სავსე
მთვარე! |
|
|
7 |
როგორც მზე, უზენაესის ტაძარზე მბრწყინავი და როგორც
ცისარტყელა ღრუბელში გასხივოსნებული! |
|
|
8 |
როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე და როგორც შროშანი წყლის
ნაპირებზე, როგორც ყლორტი საკმევლის ხისა ზაფხულის დღეს! |
|
|
9 |
როგორც ცეცხლი და საკმეველი საცეცხლურში, როგორც ჭურჭელი,
ოქროსაგან გამოჭედილი და შემკული ყოველნაირი პატიოსანი ქვით! |
|
|
10 |
როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული, და როგორც კვიპაროსი, ღრუბლებამდე
აშოლტილი! |
|
|
11 |
როცა დიდების შესამოსელს გადაიცვამდა და შეიმოსებოდა სრულყოფილი სამკაულებით, წმიდა
საკურთხეველზე ასვლისას დიდებას მოჰფენდა ირგვლივ საწმიდარს; |
|
|
12 |
როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი, მღვდლების ხელიდან წილობებს იღებდა, ირგვლივ
ძმებით შემოგვირგვინებული, ის ჰგავდა ახალგაზრდა ლიბანის ნაძვს, და ისინიც გარს
ერტყმოდნენ მას ფინიკის რტოებივით, |
|
|
13 |
და ყველა აარონიანი თავიანთ დიდებაში და საუფლო
შესაწირავით ხელში ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე. |
|
|
14 |
საკურთხეველზე მსახურების დასასრულს, უზენაესი
ყოვლისმპყრობელისათვის ძღვენის გასარიგებლად, |
|
|
15 |
ხელს იწვდიდა სამსხვერპლო თასისკენ, ასხამდა მასში
ყურძნის სისხლს და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა უზენაესის, ყოველთა
მეუფის ამოდსაყნოსველად. |
|
|
16 |
მაშინ შესძახებდნენ აარონიანები, ჩაბერავდნენ გამოჭედილ საყვირებს და ხმას
აიმაღლებდნენ გასახსენებლად უზენაესის წინაშე. |
|
|
17 |
მაშინ ასწრაფდებოდა ერთიანად მთელი ხალხი და პირქვე დაემხობოდა, რათა თაყვანი ეცა
თავისი უფლისათვის, უზენაესი, ყოვლისმპყრობელი ღვთისათვის. |
|
|
18 |
და შეაქებდნენ მას მგალობლები თავიანთი ხმებით და ფართო ტაძარში ტკბილი საგალობელი
გაისმებოდა. |
|
|
19 |
შეევედრებოდა ხალხი უზენაეს უფალს ლოცვით მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე
აღსრულდებოდა უფლის ქება და ასე დასრულდებოდა მისი მსახურება. |
|
|
20 |
მერე ჩამოსვლისას გაიწვდიდა ხელს ისრაელიანთა მთელ საკრებულოზე, რათა უფლის
კურთხევა მიეცა თავისი ბაგით და მისი სახელით. |
|
|
21 |
ხალხი პირქვე დაემხობოდა განმეორებით უზენაესისგან კურთხევის მისაღებად.
|
|
|
22 |
აწ ადიდეთ ყოველთა ღმერთი, ყოველგან სიდიადეთა შემოქმედი, რომელიც საშოდანვე
გვიგრძელებს ჩვენს დღეებს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა. |
|
|
23 |
მოგვცეს ჩვენ გულის სიხარული და მშვიდობა იყოს ჩვენს დროს ისრაელში საუკუნოდ. |
|
|
24 |
გაიღოს თავისი წყალობა ჩვენზე და დაგვიხსნას ჩვენ ჩვენს დღეებში. |
|
|
25 |
ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი. |
|
|
26 |
სეყირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - შექემის მკვიდრი. |
|
|
27 |
მოძღვრება ცოდნისა და შემეცნებისა აღწერა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, ძემ
ზირაქისა, ელეაზარის ძისა, ვინც თავისი გულიდან სიბრძნე გადმოღვარა. |
|
|
28 |
ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება. |
|
|
29 |
თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა. |
|
|