1 |
გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ შენ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, ვმადლობ შენს
სახელს,
|
|
|
2 |
რადგან მფარველად და შემწედ მეყავ, იხსენი სხეული ჩემი
დაღუპვისაგან, ცილისმწამებლური ენის მახისგან და სიცრუის შემცველ
ბაგეთაგან; ჩემზე ამხედრებულთა წინაშე შემეწიე და მიხსენი მე. |
|
|
3 |
შენი უხვი მოწყალების და სახელის ძალით კბილთა ღრჭენისგან
და შთანთქმისგან, ჩემი სულის მძებნელთა ხელიდან და მრავალი ჭირისაგან,
რომელნიც განვიცადე, |
|
|
4 |
ყოველი მხრივ შემხუთველი ცეცხლისგან და ცეცხლის
შუაგულისგან სადაც არ დავიწვი. |
|
|
5 |
ჯოჯოხეთის სტომაქის სიღრმიდან, უწმინდური ენისა და ცრუ
სიტყვისგან, |
|
|
6 |
და მეფის წინაშე უსამართლო ენის ცილისწამებისგან. ჩემი
სული სიკვდილს იყო მიწევნილი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს მიეახლა. |
|
|
7 |
ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი,
თვალებით ვეძებდი ადამიანთაგან შემწეობას, მაგრამ ამაოდ. |
|
|
8 |
მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენი
დასაბამიდან, რომ შენ გადაარჩენ ჩენს მოიმედეთ და დაიხსნი მათ მტრების
ხელთაგან. |
|
|
9 |
და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან
დახსნა შეგთხოვე. |
|
|
10 |
მოვუხმე უფალს, ჩემი უფლის მამას, არ მივეტოვებინე გასაჭირის დღეებში, როცა
ამპარტავანთა წინაშე არ იყო შემწეობა. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და მადლობით
გიგალობ. |
|
|
11 |
რადგან ვედრება ჩემი შესმენილ იქნა, გადამარჩინე მე წარწყმედას და ავი დროებისგან
დამიხსენი.
|
|
|
12 |
ამისათვის გმადლობ და შეგაქებ შენ, და ვაკურთხებ უფლის სახელს. |
|
|
13 |
ჯერ კიდევ სიჭაბუკისას, ვიდრე ავხეტიალდებოდი, ცხადად
ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში; |
|
|
14 |
მასზე ვუხმობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი
ვიქნები. |
|
|
15 |
როგორც შეთვალული მწიფე მტევანი, ისე ხარობდა მისით ჩემი
გული, ჩემმა ფეხებმა სწორი გზით იარა და სიყრმიდანვე კვალში ჩავუდექი. |
|
|
16 |
ყურს მცირედ მივაპყრობდი და ვიღებდი მას, მრავალს ვპოულობდი ჩემთვის შეგონებას. |
|
|
17 |
წარმატებასაც მივაღწიე და, ვინც მე სიბრძნე მომცა, მას განვადიდებ. |
|
|
18 |
გადავწყვიტე მას გავყოლოდი, ვშურობდი სიკეთეს და არ შევრცხვენილვარ. |
|
|
19 |
ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმეშიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპყრე და
ჩემი უმეცრება ვაღიარე. |
|
|
20 |
ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას
განვუკუთვნე და ამატომაც არ მიმატოვებს. |
|
|
21 |
ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი.
|
|
|
22 |
უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას. |
|
|
23 |
მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით, |
|
|
24 |
რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ. |
|
|
25 |
გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ. |
|
|
26 |
ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენსა სულმა. ახლოს არის იგი
საძებარი. |
|
|
27 |
საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე. |
|
|
28 |
ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს
შეიძენთ. |
|
|
29 |
გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. |
|
|
30 |
დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით. |
|
|