1 |
|
|
|
2 |
ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ დაიფლითოს
შენი სული. |
|
|
3 |
შეჭამ შენს ფოთლებს და დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ
ხესავით. |
|
|
4 |
ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად
აქცევს. |
|
|
5 |
ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი -
კეთილ განწყობას. |
|
|
6 |
მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი -
ათასიდან ერთი. |
|
|
7 |
თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და
მყისვე ნუ მიენდობი მას. |
|
|
8 |
რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს
მხარში არ ამოგიდგება. |
|
|
9 |
ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს
დასამცირებლად. |
|
|
10 |
ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება. |
|
|
11 |
შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს
სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს; |
|
|
12 |
მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება. |
|
|
13 |
მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან.
|
|
|
14 |
ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი
საგანძურის მპოვნელია. |
|
|
15 |
ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ
განიზომება. |
|
|
16 |
ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი
იპოვიან მას. |
|
|
17 |
უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც
თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი. |
|
|
18 |
შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს,
ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე. |
|
|
19 |
მხვნელ-მთესველივით მიეახლე მას და მის კეთილ ნაყოფს
დაელოდე; რადგან მასზე ზრუნვაში მსუბუქად დაიღლები, მის ნაყოფს კი სწრაფად
იგემებ. |
|
|
20 |
ის სასტიკი ჩანს უსწავლელთათვის და უგუნური მასთან ვერ
დარჩება. |
|
|
21 |
დასძალავს მას მძიმე საჯილდაო ლოდივით და არ დააყოვნებს
მის გადაგდებას. |
|
|
22 |
რადგან სიბრძნე თავისი სახელივით არის და მრავალთ როდი
ეცხადება. |
|
|
23 |
მისმინე, შვილო, მიიღე ჩემი შეგონება და ნუ უგულებელყოფ
ჩემს რჩევას. |
|
|
24 |
ფეხებზე მისი ბორკილები დაიდევი და ქედზე მისი ჯაჭვი. |
|
|
25 |
ბეჭები მიუშვირე და იტვირთე იგი, ნუ მოგბეზრდება მისი
ბორკილები. |
|
|
26 |
მთელი შენი სულით მიეახლე მას და მთელი შენი ძალით დაიცავი მისი გზები.
|
|
|
27 |
გამოიკვლიე და ეძებე, და შეიცნობ მას; და როცა მისი
მფლობელი შეიქნები, ნუღა მიატოვებ. |
|
|
28 |
რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად
მოგიბრუნდება. |
|
|
29 |
მისი ბორკილები შენთვის ძლიერი საფარველი იქნება, ხოლო
ჯაჭვი მისი - შესამოსელი დიდებისა. |
|
|
30 |
რადგან უღელი მისი ოქროსია, ხოლო ბორკილები მისი -
იაკინთისაგან დაწნული. |
|
|
31 |
როგორც დიდების სამოსით, ისე შეიმოსები მისით, და
სიხარულის გვირგვინს დაიდგამ. |
|
|
32 |
თუ ისურვებ მას, შვილო, განისწავლები; თუ სულით მიენდობი,
დახელოვნდები. |
|
|
33 |
თუ სიყვარულით მოუსმენ, შეითვისებ, და თუ ყურს მიუპყრობ,
ბრძენი გახდები. |
|
|
34 |
მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას
მიეახლე. |
|
|
35 |
ყველა საღმრთო ამბის მოსმენა ისურვე და ბრძნული იგავები
არ გამოგეპაროს. |
|
|
36 |
თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე; გაცვითოს შენმა
ფეხებმა მისი კარის ზღურბლი. |
|
|
37 |
ჩაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის
მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და სიბრძნის წყურვილი მოგეცემა. |
|
|