1 |
ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი.
|
|
|
2 |
განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან. |
|
|
3 |
შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას
შვიდწილად. |
|
|
4 |
ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან
საპატიო ადგილს. |
|
|
5 |
თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ
ბრძენობ. |
|
|
6 |
ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი
უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის
მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს. |
|
|
7 |
ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ
დაიმცირებ. |
|
|
8 |
ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ
გადარჩები დაუსჯელი. |
|
|
9 |
ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა
მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო. |
|
|
10 |
სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ. |
|
|
11 |
ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის -
დამამდაბლებელი და აღმაზევებელი. |
|
|
12 |
ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე. |
|
|
13 |
ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს.
|
|
|
14 |
ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ
სიტყვას ვედრების დროს. |
|
|
15 |
ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც
უზენაესისგან არის დაწესებული. |
|
|
16 |
თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა
არ დააყოვნებს. |
|
|
17 |
ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია
ურჯულოთა სასჯელი. |
|
|
18 |
ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის
ოქროზე. |
|
|
19 |
ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი
ოქროზე მეტია. |
|
|
20 |
ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც
მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს. |
|
|
21 |
გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას
თავისუფლებას. |
|
|
22 |
გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის
დაიტოვე. |
|
|
23 |
გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე
ქედი. |
|
|
24 |
გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე
პირმხიარული ნუ იქნები. |
|
|
25 |
ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.
|
|
|
26 |
გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ
მიენდობი. |
|
|
27 |
მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის
ტკივილებს. |
|
|
28 |
გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის
სანაცვლოდ? |
|
|
29 |
მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს. |
|
|
30 |
მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ
მიატოვებ. |
|
|
31 |
გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ
თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა
ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი. |
|
|
32 |
გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა. |
|
|
33 |
მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას
მკვდარსაც ნუ მოაკლებ. |
|
|
34 |
ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე. |
|
|
35 |
ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ
ამგვარი საქმისთვის. |
|
|
36 |
ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს
ჩაიდენ ცოდვას. |
|
|