მათ შესახებ, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული
მათგან, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გარკვეული ნაწილი სათავეს ანუ მიზეზს იღებს იქედან, რაც ჩვენზეა დამოკიდებული (კერძოდ, ესაა ჩვენეულ საქმეთა საზღაური როგორც აწინდელ, ისე სამომავლო საუკუნეში), სხვა ყველაფერი კი საღვთო განზრახვას ექვემდებარება.
ყოვლის შესაქმე ღვთისგან არის, ხრწნილება კი ჩვენი უკეთურების გამო მოიწია როგორც სასჯელი და სარგებელიც. „ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, არც ცოცხალთა დაღუპვა ახარებს მას“ (სიბრძნე სოლ. 1,13). უმალ ადამიანისგანაა სიკვდილი (ესე იგი, ადამის ცთომილებისგან), ისევე როგორც სხვა სასჯელნი.
აღნიშნულის გარდა სხვა ყველაფერი ღმერთს უნდა განეკუთვნოს, რადგან მისი დამბადებლობითი ძალის შედეგია ჩვენი შესაქმე, მისი შემამტკიცებლობითი ძალისა - ჩვენი მდგრადობა, მისი წინაგანგებითი ძალისა - ჩვენი წარმართვა და გამოხსნა, მისი სიკეთისა - საუკუნო კეთილთა მიერ დატკბობა მათი, რომლებიც იცავენ იმას, რაც ბუნებისეულია (რისთვისაც შევიქმენით კიდეც).
ამასთან, რადგან ზოგიერთები ეწინააღმდეგებიან წინაგანგებას, ახლა ცოტა რამ წინაგანგების შესახებაც ვთქვათ.
წინა თავი |