წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეცამეტე

პასუხი იმაზე, რომ არ არის ბუნება უჰიპოსტასო

თუმცაღა არ არის ბუნება უჰიპოსტასო და არც არსება უპირო (რადგან ჰიპოსტასებში და პირებში იხილვება არსებაც და ბუნებაც), არაა აცილებელი, რომ ჰიპოსტასურად ურთიერთშეერთებულ ბუნებათაგან თითოეული თავის ჰიპოსტასს ფლობდეს, რადგან ერთ ჰიპოსტასში თანხვდენილთ არც უჰიპოსტასოდ ყოფნა ძალუძთ და არც ის, რომ თითოეულს ცალკე ჰიპოსტასი ჰქონდეს, არამედ ორივეს - ერთი და იგივე. მართლაც, თვით სიტყვის ჰიპოსტასი, წარმოჩენილი ორივე ბუნების ჰიპოსტასად, არც იმას უშვებს, რომ ერთერთი მათგანი უპიპოსტასოდ იყოს, და არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვაჰიპოსტასოვანნი იყვნენ ისინი ურთიერთისადმი. ამასთან, არათუ ზოგჯერ ამის, ზოგჯერ კი იმის, არამედ მარადიულად ორივე მათგანის ჰიპოსტასად ჰგიეს იგი განუყოფლად და განუშორებლად, არა დანაწილებული და დაცალკევებული, არა ნაწილის ამისადმი, ნაწილის კი იმისადმი განმკუთვნელი, არამედ მთლიანი ჰგიეს ამისადმიც და მთლიანი იმისადმიც დაუნაწილებლად და მთლიანობითად, რადგან არათუ თვითშენამტკიცად შეგვამოვნდა ღმერთი-სიტყვის ხორცი, არცთუ სხვა ჰიპოსტასი გახდა იგი, განსხვავებული ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასისგან, არამედ მასში შეგვამოვნდა ისიც და გახდა არა თავისთავად თვითშენამტკიცი ჰიპოსტასი, არამედ, უმალ - ჰიპოსტასური. ამის გამო, არც უპიპოსტასოა იგი (ხორცი) და არც სხვა ჰიპოსტასი შეაქვს მას სამებაში.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი