წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეცხრე

განკუთვნის შესახებ

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ორგვარია განკუთვნა. ერთი - ბუნებითი და არსობრივი, მეორე - პირისეული და მოთვისეობითი. ბუნებითია და არსობრივი ის, რომლის მიხედვითაც უფალმა კაცთმოყვარეობის გამო მიიღო ჩვენი ბუნება და ყოველივე ბუნებისეული, როდესაც გახდა იგი კაცი ბუნებითად და ჭეშმარიტად, შეიძინა რა მან ბუნებისეულთა გამოცდილება. პირისეული კი ისაა, როდესაც ვინმე მიიფერებს სხვის სახეს მოთვისეობის, მოწყალებისა თუ, ვთქვათ, სიყვარულის გამო და მისთვის მის ნაცვლად იტყვის სიტყვას, არანაირად შესაფერისს თავისი თავისთვის. ამის შესაბამისად, უფალმა განიკუთვნა ჩვენი დაწყევლილობა, მიტოვებულობა და სხვა ამგვარნი, რაც არაბუნებისეულია, თუმცა თვით კი არ იყო ან კი არ გახდა ასეთი, არამედ ჩვენეული სახე ითვისა მან და ჩვენს შორის დაიყენა თავი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი