ჯოჯოხეთში ჩასვლის შესახებ
ჩადის ჯოჯოხეთში განღმრთობილი სული, რომ ისევე როგორც მიწაზე მყოფთათვას ამოვიდა სიმართლის მზე, ასევე მიწის ქვეშ წყვდიადში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთაც გამოუბრწყინდეს სინათლე, რომ ისევე როგორც მიწაზე მყოფთ ეხარათ მშვიდობა, დატყვევებულთ - გათავისუფლება, ბრმათ - თვალის ახელა და ისევე როგორც მორწმუნეებს მარადიული ხსნის მიზეზად გაუხდა იგი, ურწმუნოებს კი - მხილებად ურწმუნოებისა, ამგვარადვე - ჯოჯოხეთში მყოფთაც, „რომ მისდამი მოდრკეს ყველა მუხლი ზეციერთა, ქვეყნიერთა და ქვესკნელში მყოფთა“ (ფილიპ. 2,10-11); და, ამ სახით, გახსნა რა მან საუკუნიდან ბორკილდებულნი, კვლავ მკვდართაგან ზეამოვიდა და გაგვიკვალა ჩვენ აღდგომა.
წინა თავი |