სინას მონასტერი თვისის მდებარეობით აწარმოებს განსაკუთრებით უცხო შთაბეჭდილებას მლოცავთა და მომხილველთა ზედა. უზარმაზარის თავის კედლების ზომიერებითა და მოყვანილობით და მაგარის ჯავარიანის ქვებით შენებული ოთხკუთხი ყუთი თითქო ზეიდან არის ჩამოშვებული ხეობაშიო; ერთის მხრიდან იგი აწეულია ქორიბის მთის ძირისაკენ, მეორე მხრიდგან დაშვებულია წმ. ეპისტიმის მთის ძირისაკენ. იყო დრო, როდესაც სინას მონასტერში აჰყვანდათ მოგზაურნი კედელზედ განსაკუთრებით კედელში გახსნილ ადგილში ფანჯრის მსგავსად გოდრითა. მაგრამ ამ გვარი საშუალება მონასტერში შესვლისა დატევებულია უკვე ათი წელი იქმნება, მას აქვთ, რაც დრო დამშვიდდა და არღა აქვთ შიში ბედუინების ველურის ხალხის თავდასხმისა. ეხლა მოგზაურნი შედიან მონასტერში ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულის კარ-მიდამოთი, რომელიც შეიყვანს შიგ გალავანში და არის გამაგრებული მძიმე რკინის კარებითა.
საშუალ ოთხ-კუთხედის შენობისა - ციხისა, რომელიც შეადგენს მონასტერსა, განირჩევა გრძელი ეკკლესია და მის გვერდით დაქცეული მინარეთი.
უზარ-მაზარი კედლები ბაზილიკასი (ეკკლესიისა) ნაცრის, ოქრო-ყომრალის ფერის მაგარ ჯავარიანის ქვისა მოკლებულია ყოველს შვენებასა, გარდა დიდრონის კვიპაროსის ხის ჩუქურთმიანის კარებისა, რომელსაც ხელოვნებით მიაწერენ 8 და 9 საუკუნეთა. საკურთხეველში დაცულია ვვრცხლის კუბო, სადაც განისვენებენ ნაწილნი წმ. ქალწულ მოწამისა ეკატერინასი, რომელზედაც წარწერა მოუთხრობს, რომ იგი შეუწირავთ რუსეთის მეფეთა - იოანნე და პეტრე ალექსის ძეთა და დიდს ხელმწიფეს სოფია ალექსის ასულსა 1689 წელს.
ამავე მონასტერში აქვსთ მოხსენება დიდთა შეწირულებათათვის საქართველოს მეფეთა ვახტანგს, წმ. დავით აღმაშენებელსა და ნეტარს თამარსა.
250 წელს შემდეგ ქრისტეს შობისა, დიოკლეტიანე კეისრის დევნულების დროს ქრისტეანებზედა, მრავალნი ქრისტეანენი შეეფარნენ სინას უდაბნოში. შემდგომ წმ. მოციქულთა სწორმა ელენა დედოფალმა აღუშენა მათ მცირე ტაძარი ადგილსა ზედა „დაუწველისა მაყვალისა“. მეხუთე საუკუნეში იმპერატორმა იუსტინიანემ ბრძანა აღშენება ორის სავანესი, ერთისა იმ ადგილზედა, რომელზედაც აღშენებულ იყო მცირე ტაძარი ელენა დედოფლისაგან, რომელიც არსებობს აქამდის, ხოლო მეორისა - რაითას, მეწამულის ზღვის კიდეზედა. სინას მონასტრის ეზოში არის დაუწყვეტელი წყარო, რომელსაც უწოდებენ მოსეს წყაროდ. ამ წყაროდან დაალევინა ღვთისა წინასწარ-მეტყველმა ცხოვართა მადიამის მღვდლის იოფორისათა, რომლებიც მორეკეს ამ წყაროზედ ასულთა მღვდლისათა. კეკლუცად, აღმოსავლურად არის მორთული სამხრე „შეუწველის მაყვალისა“, რომელიც არის საკურთხევლის უკან დიდის ეკკლესიისა. აქ შემავალნი წარიხდიან ფეხსაცმელს, ხოლო იატაკი დაფენილია ხალებითა. ადგილი ჩვენებისა მაყვალისა, რომელიც მდებარეობს შუა სამხრეში, არის დაფარულ ვეცხლის თხელის ფიცრითა, რომელზედაც არიან ამოჭრილ მხატვრობა მთებარე მაყვლის ჯაგისა და სასწაულთა, რომელნიც შესრულდნენ ამ ადგილსა ზედა.
მახლობლად ამ სამხრისა, მარჯვნივ მხარეზედ არის დარბაზი, რომლის კარებზედაც არა დიდის ხნის წინად ბერძნულად იყო წარწერა: „სამკურნალოთ სულისა“, ეს შესანიშნავი ბიბლიოთეკაა ხელ-ნაწერებისა, ფრიად მდიდარი საწყობი ძველადგანთა ეტრადთა (ტყავზედ დაწერილთა), სადედგანაც გამდიდრდენ მრავალნი წიგნთ-საცავნი ევროპისა, და, სხვათა შორის, რუსეთის საიმპერატორო წიგნთსაცავი ძველადგანის სინას ხელ-ნაწერ დაბადებითა. მაგრამ ეხლა არის კვალადცა ყურადღების ღირსი გროვა ხელნაწერთა სინას წიგნთსაცავისა; ათას ხუთასი ბერძნული, შვიდასამდის - არაბული, ქართული და სომხური ხელნაწერი მოიპოვება აქ.
ცალკე სამხრეში სახელსა ზედა მიძინებისა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისა მარჯვენით კერძო არის მღვიმე, რომელშიაც განისვენებენ ნაწილნი წმ. სათნო-ყოფილთა ღვთისათა: ისააკ ასურისა, ეფრემ ასურისა და სხვათა ღირსთა მამათა, მომწყდართა სარკინოზთა მიერ სინას და რაითასა, ეგრეთვე საფლავი ღირსისა მამისა იოანნესი, კლემექსის აღმწერელისა, გარნა შესვლა ამ მღვიმეში აღკრძალულია. მეორე სამხრეში უჩვენებენ ადგილსა, სადაც, ლოცვითა წმიდათა სინაელთა მამათა, გარდამოხდა ოდესმე ზეთი. გარდამოცემა მოუთხრობს, რომელ ერთხელ ერთმა მოსამსახურეთაგანმა გაჰბედა გასყიდვა მნახველთა ზედა ამ ზეთის მცირედის ნაწილისა, და იგი იმ დღიდგან შესწყდა.
ჩრდილოეთის მხრივ სინას უდაბნოისა არის ხილის ბაღი, რომელშიაც არის ძმათა სამაროვანი ეკკლესიით. ეკკლესიის კარებთან არიან ნაწილნი წმ. სტეფანესი, რომელიც ყოფილა მეკარედ სავანესი. იგი განისვენებს სელში მჯდომარედ. მას ზედა ჰმოსია მაუდის პერანგი და კისერზედ აქვს ჩამოკიდებული საბერო კირიელეისონი.
ოდესაც სინას მონასტრიდამ გაემგზავრებიან მლოცველნი სამხრეთ-დასავლეთით ქორიბის მთის აღმართზედა, იგინი მიაღწევენ ესრედ წოდებულსა მეწაღის მღვიმესა, რომელშიაც მოღვაწეობდა წმ. იოანნე, მეწაღე ხელობითა, შთამომავლობით ქაირიდან. აქედან ნახევარ საათის შემდეგ, ავლენ რა გორაზედ, მიაღწევენ პატარა ეკკლესიასა, სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ქალწულისა ეკონომისსა, რომელიც გამოეცხადა სინას მონასტრის იკონომოსისსა და განამტკიცა იგი ძმებითურთ მოთმინებაში: რავდენისამე დღის განმავლიაბაში მონასტრის ძმანი დაშთნენ უსაზრდოოდ, რადგანაც ვერ მიიღეს საგზალი ქაირიდგან, და ბოლოს, შიმშილისაგან შეწუხებულთა, გარდასწყვიტეს, დაეტევებინათ სინას მონასტერი, გარნა შემდეგ გამოცხადებისა ყოვლად-წმიდისა ქალწულისა, რავდენისამე საათის შემდეგ მოვიდა ქარავანი, ბარაქიანის საგზლით დატვირთული. მოსახსენებელად ამ სასწაულისა არის აღშენებული ეს ეკკლესია.
აქედან ერთის საათის გზის შემდეგ აღვლენ თვით ქორიბის მთაზედ, რომლისა მწვერვალზედ სცხოვრებდა რაოდენსამე ჟამსა დიდებული წინასწარმეტყველი ილია, როდესაც იმალებოდა დევნულებისაგან აქაბ ისრაელთა მეფისა და მეუღლისა მისისა იეზაბელისა. წყარო ცხოველის წყალისა, რომელიც გამოსთხოვა ღმერთსა წინასწარ-მეტყველმა ლოცვითა, მომდინარებს აქვე მეიდანზედა. აქედან დაიწყება აღსავალი სინას მთაზედ და ერთის საათის შემდეგ ძნელის აღმართიანის გზისა მიაღწევენ მლოცველნი მთის მწვერვალსა, თვით იმ ადგილსა, სადაც უფალი ეჩვენა მოსეს და მისცა ორნი ქვის ფიცარნი, რომელთა ზედაც იყვნენ აღმოკვეთილ მცნებანი სჯულისა ისრაელის ერისათვის.
ჩრდილოეთის მხრით, ქორიბის მთა-გრეხილზედა, ფრიალო კლდეთა შორის, სდგანან პატარა ეკკლესიანი, რომელნიც არიან აგებულ უბრალო გაუთლელ სიპის ქვათაგან; იგინი არიან ნაკურთხი სხვა-და სხვა წმიდათა სახელსა ზედა იოანნე წინამორბედისა, წმ. ანნასი, დადებისა პატიოსნისა სარტყლისა ყოვლად-წმიდისა ღვთის მშობელისა და წმ. პანტელეიმონისა. ღელეში, რომელიც იწოდება ლეჯად, არის სინას მონასტრის მეტოქია ეკკლესიით სახელსა ზედა ორმეოცთა მოწამეთასა; ცოტა მოშორებით მეტოქიიდან არის მღვიმე წმ. ონოფრისა, სადაც მან იცხოვრა სამოცი წელი; ამ მღვიმის თავზედ აღშენებულია პატარა ეკკლესია ღირსის სახელსა ზედა. რათა მიაღწიოს მლოცველმა წმ. ეკატერინას მთასა, საჭიროა ჩაეშვას ღრმა ღელეში, რომელსაც ეწოდება ლეჯა. ამ ღელეში შეხვდება შესანიშნავი ლოდი ათორმეტის ამოჭრილითა. გარდამოცემისაებრ, ამ მყარის კლდისაგან მოსე წინასწარ-მეტყველმა სასწაულებრივ გამოადინა წყალი ისრაელის მდრტვინველ ერისათვის. ბედუინები ჩასდებენ ამ ამოკვეთილებში ბალახსა, რომლითაც შემდეგ ასაზრდოვებენ თავისს აქლემებსა. გარდასვლის დროს ლეჯიდან რაქიის ღელეში მარცხნივ მოსჩანს ეკკლესია წმ. მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელსა ზედა; უწინარეს აქ ყოფილა მონასტერი. მცირე მოშორებით მარჯვნივ არის სხვა ეკკლესია სახელსა ყოვლად-წმიდის ღვთის-მშობლის მიძინებისა. რაქიის ღელეში, ქორიბის მთის ძირში, უჩვენებენ მაგარს ჯავარიანს ლოდსა, მიწაში დაღრმავებულსა; მასში არის გამოყვანილ ყალიბი ხბოს თავისა ბუნებითის სიდიდისა. გარდამოცემა მოუთხრობს, რომ ამ ყალიბის საშუალებითა არონმა ჩამოასხა ხბოს თავი, რომელიც გამოსთხოვეს მას ისრაიტელთა და რომელსაც თაყვანი-სცეს. მცირე მოშორებით აქედამ უჩვენებენ ადგილსა, სადაც მდგარა კარავი წამებისა და სადაც მიწამ შთანთქა დაფან და აბირონი, რომელთაც არ დაიცვეს წესდებულებანი საღმრთო მსახურებისა.
უმაღლესი სინას მთის მწვერვალთა შორის არის მთა წმ. ეკატერინასი. აქ თვით მწვერეალზედ არის აგებული ქვათაგან პატარა სამლოცველო ზედ იმ ქვაზედა, რომელზედაც განისვენებდენ ნაწილნი წმადა მთავარ-მოწამის ქალწულ ეკატერინასი; ორასის წლის განმავლობაში წმ. ნაწილთ იცავდა ანგელოზი. აქედგან შემდეგ გარდაასვენვს სინას სავანეს 23 ნოემბერსა; ამისათვის ბერძენთა ეკკლესია დღესასწაულობს წმ. ეკატერინას ხსენებასა ამ დღესა, ხოლო 24 ნოემბერსა მისს წამების დღეს დღესასწაულობს, ვითარცა რუსეთისა და საქართველოს ეკკლესიანი. ქორიბის მთის ხეობაში არის ნახევრად დანგრეული ეკკლესია სახელზედ „ღვთის-მშობლის - დავითიანისა“. ამის აშენებას მიაწერენ საქართველოს მეფეს, წმიდასა და მართალს დავით აღმაშენებელს XI საუკუნეში.
<< წინ |