შემდგომად ამისა გარდაჴდა მცირე რამე ხანი.
ქორონიკონსა ს~ჲდ: მაისსა ი~ე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ მოკუდა და უსტა-ჯალუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუჴდენ, აიდარმირზა მოკლეს, უსტა-ჯალუანი ამოსწყჳდეს და ისმეილ-მირზას გამოსაყვანად კაცი გაგზავნეს.
ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისსა ოცდაორსა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი ტყუედ იჯდა ციხესა ყალყაას დაგამოიყვანეს დღესა სამშაბათსა. და ამავე მაისსა კ~ვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კ~ჱ ყაზმინისაკენ წავიდა.
და დასუეს ყაენად შაჰ-ისმაილ, და მეფე სვიმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა, ყაზმინს მოაყვანინა, და საქართველოს ბატონობა მისცა, და მრავალი სხუა წყალობა დამართა, საჴელმწიფო მორთულობა ყოვლის ქარხნებისაგან გაურიგა.
რა ეს ამბავი ტფილისის ქალაქს მჯდომს მეფეს დავითს მოუვიდა, იწყინა და ხვანთქართან ჩაფარი გაგზავნა, და ლაშქარი სთხოვა.
ამავე წელს ივნისსა ათაბაგი ყუარყუარე, და ძმა მათი პატრონი მანუჩარ, და ბიძაშვილი მათი, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდის კაცი იახლა, სამწუბთ-ღელეში დავდეგით. აცნობა ოლადის ქვაბიდამა ბედიანის-შვილმან იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა, და მის ძმასა ლაშქარასა, და მის ბიძას გურგაქსა.
იახლნეს თანა დიასამიძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატაკის შვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ, და მათი ძმისწული როსტომ, და ამატაკის ვაჟი სეხნიაი - ესენი დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს, და ორთვალთ-ჴიდს გამოვიდეს, ბორგს მივიდეს.
იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გუერდს იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა: „თუ გულმართლა ბატონებზე თავ-დასასხმელად და დასაჴოცლად მიდიანო“. იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯის-შვილს ყანდურალის: „თუ გულმართლა ბატონის. შვილებს დაჴოცენ, ფიცხლა აცნობეო“. წარმოვიდა ყანდურალი და აცნობა ბატონებსა; ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები და, ვინც იყო, დაეკაზმნეს, ოცამდი შეკაზმული კაცი იყო, ბარგი აჰკიდეს, დიდხანს იქივ იბრუნეს და არ მოვიდეს. უკმოიგეს ოჴერათ თავს სიმაგრესა. ივნისს ლ~, შაბათს დღეს, განთიად, დაესხნეს ნასადგომევსა, სხუა აღარა დახუდათ-რა, თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახუდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს ჩუენი და მათი კაცი გარდაიკიდნეს ერთი მოკლეს და ერთი ჴელთ დაიჭირეს ჩუენთა, წავიდეს გაწბილებულნი, ეკუეხათ: „თუ არ გაგუსწრებოდეს, თავებს დავსჭრიდით და მკუდარს ასო-ასო ავიქმოდით; და ეს გუექნა თუ, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალსა“.
დავარდა ჴმა, დაიწყო ჩუენმან ლაშქარმან მოდენა, გაემართნეს პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ და ერეკლე სახელსა ზედა ღმრთისასა, და მივედიო ზედა თმოგუს, და თმოგჳს ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედა თმოგუს ამოვედით. და პატრონი დედა მათი დედისიმედ-ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის ქუაბს მოვადეგით, და ოთხშაბათს იერიშით აღვიღევით, და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით, რჩეულიან[ნ]ი შემოვიწყვენით, კვირას დღეს ოლადის ქუაბი ავიღევით, ამოვედით, კარწახს დავდეგით ივლისსა ი~თ, დღესა ხუთშაბათსა.
ქორონიკონსა ს~ჲდ: ერეკლე შევკაზმეთ, მუხრანის ბატონის. არჩილის შვილი, წლისა ი~ვ, სამის თჳსა და სამის კჳრისა. მიუჴედით ფოსოს, სახლი დავწვით და ამოვწყჳდეთ. გაუძახეთ ლაშქარი, დარღუეულთ ხიზანი და ალამი გამოვიღეთ, და მოვედით და პალაკაციოს დავდეგით. იქიდამა თეთრ-ციხის გარეშემო დავწვით ალაბუტი და კამროანი. ყაენთან ელჩი გავგზავნეთ, და ამავე თუესა, ივლისსა კ~, დღესა შაბათსა, შალიკაშვილის ზემბადის შვილმან მათივ ნაქონები ოლთის ციხე წაართუა, ჩუენ თათარნი შუა შემოვიდეს, გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით, და მერმე აწყუერს წავედით.
ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდათერთმეტსა, ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამ, და ენკენისთუეს ოთხსა დიასამიძემან დემოთის საღალატოი აზნაურისშვილები და მსახურები გაგზავნა, და ვეღარ უღალატეს. და ჩვიდმეტი ჴელთ დარჩა აჯარს შალვაშვილს, ციხისთავსა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძასშვილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკაიანთ აზნაურშვილებს თავს დაესხნეს აზნაურშვილები გარდაეხუეწნეს. ერეკლე მოეწია, კაცი ჩამოაგდო, და კარგი ცხენი დარჩა, და ჩუენც მოვედით სამცხიდამა, და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით.
ამავე ქორონიკონსა ს~ჲდ, ივანობისთუეს კ~დ, ბატონი არჩილ შირაზიდამ ყაზმინს მოსრულ იყო ცოლშვილიანად. მერმე ჩაუდეგით. ფოსო ამოვწყჳდეთ და შახთან ელჩი გავგზავნეთ, უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.
ქორონიკონსა ს~ჲე, მარტში, მოგჳჴდა კოკოლა და აჩხიის ქუაბი წაგუართუა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავე წამს წაართუა, ერეკლე თან ახლდა. მერმე გურგაქ უკუადგა, კოკოლა თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე შემოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუადგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ, ჩაუდეგით კიდევ გაზაფხულზე, ვეუბნენით და არ შემოგუეწყვნენ, დაურბიეთ ფოსო. ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.
ამასვე ქორონიკონსა: სახელსა ზედა ღმრთისასა გავილაშქრეთ, ენკენის-თჳს ნახევარს ქაჯის-ციხეს მოვადეგით. ღჳნობის-თჳს ორს გურგაქ შემოგუეწყო და ველი მოგუცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას კერძად იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწვით, საყდარი გაუშვით ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გაუშვით ყაენთან; მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით, ბოსტოღანაშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქუა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თუალები დასწვა მას და მასთან მყოფთა ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგეს, და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ.
ქორონიკონსა ს~ჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრი არავის უხილავს.
ესე შაჰ-ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა. ამისთჳს არა ინებეს ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდენ სჯულითა სცნობსა და თუესა მეექუსესა მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰ-ისმაილ ყაენი, გიორგობის-თჳს კ~გ, და მისივე ძმა შაჰ-ხუჯაბანდ გააჴელმწიფეს. ესე შაჰ-ხუდაბანდა იყო კაცი უღონო და თუალით ბრმა, და ვერა კეთილად წარმართა საქმე თჳსი წესისაებრ.
ქრისტეშობის-თჳს ოცდათერთმეტს ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ თმოგუს მოადგეს სამშაბათს დღეს იანვარს ე~, კჳრას დღეს, ქორონიკონსა ს~ჲვ, პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყუელს მოადგეს.
ამასვე იანვარს ოთხშაბათს, თმოგჳ წაართვეს, და აქეთ იმავე დღეს ყუელი წავართვით. ოთხშაბათს, გიორგობის-თჳს ზ~, ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა, საქმე სათუოდ გაუჴდა. ასრე საძულად დასცა, უცხოფერს ფათერაკს მორჩა. ეგრეთვე მეცამეტეს დღეს წარვიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა; ჩამოაგდო ქვა, დაეცა, თითის წუერი ძულითურთ მოჰკუეთა, გონჯად დალეწა, ორს თუეს ძლივ გაუმთელდა. მისთჳს. არც თმოგუს იყო და არც ყუელს.
შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგუზე მოსაშუელებლად, ვეღარ მოეწრა, ციხე ორივ წაერთმევინა. ყუელიდამე თმოგუს წავიდა დედისიმედი. იქიდამ ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბია; და გურგაქს ქაჯის-ციხე გაუბარაქიანა.
ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდეს, და ბატონი დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგჳს ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა. და თუალშუენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთვალა, და ურუმთ აშლა აცნობა. და ურუმთ საჩქარო ჴმა დაუვარდა, პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა. პატრონმან მანუჩარ და პატრონმან ერეკლე ლაშქარი შეიყარეს, წავიდეს და ურუმთ პირს მიუდგეს. პატრონი ყუარყუარე ცოტად უგუნებოდ იყო, ის ვეღარ წავიდა, ზღუდერს ჩავედით.
ამასობაში ოთმანიანნი, რვა ათასი კაცი, თებერვალს კ~ვ ოთხშაბათს დღესა, დაესხნეს ყარასანს, გაუდრკა საილათოდ, წაუდგეს ურუმნი, და ათიოდე კაცი მოუკლეს. მობრუნდეს, გორი დაუწვეს, და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნია ყარახან, ექუსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყჳდნა ურუმნი, და გააქცივნა სახელსა ზედა ღმრთისასა. გაემარჯუა ყარახანს და აღივსნეს საქონლითა და იარაღითა მობრუნდა ბატონი მანუჩარ, და აწყუერს ჩამოვიდა.
ამავე ქორონიკონსა გამოვიდა ჯარი ხვანთქრისა, და დაიპყრეს თავრიზი, ერევანი, განჯა, ყარაბაღი ვიდრე სულთანიადმდე, და ყოველი ადგილი ადარბადაგანისა.
ამავე ქორონიკონსა, მაისსა კ~ა, დღესა ოთხშაბათსა, წარვიდა მუხრანის ბატონის არჩილის შვილი ერეკლე სურამს ნესტან-დარეჯან ქართლის დედოფალთანა. დედოფალი ღარიბად იყო, მისთან სამყოფლად ჩავიდა.
ამასვე ქორონიკონს მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ ჩხეტის-ძე.
ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ თუესა მაისსა კ~ბ. და დედა მათი შარვაშიძის ქალი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოს დ~.
ამასვე ქორონიკონსა, მარიამობის-თუეს ზ~, ხუთშაბათს დღეს, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს, სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყვნეს, ციხოანნი გოგორისშვილი როინ და მისი ძმა ბერი მრუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყვნეს მათის ძმითა, და ღ(ვთ)ის შეწევნით უკუეყარნეს, და ციხე ჩუენვე დაგურჩა, ჩუენთა გაემარჯუა.
პარასკევს დღესა, ჱ მარიამობის-თუესა, ქაჯის-ციხე, ველი და თეთრ-ციხე წაგუართუეს ურუმთა. და ქაჯის-ციხის მეციხოვნენი სრულიად შემოეჴოცნეს. და თ~, შაბათს დილასა, ძურძანასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს, და სულთანი და ყარახან ბაზუქლუ და კიდევ მუღანლუს ბატონი იქ შეიყარნეს. მაჰმად სულთან გორაზე წამოდგა, მისი ვინც იყო გუერდს მოიყენა, და სხუა ბატონები შეებნეს ურუმთა, პირველად გაიმარჯუეს ყიზილბაშთა. და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯუეს, მაჰმადი სულთან გამოიქცა, გარდაეხუეწა.
იმავ კჳრას, ათსა მარიამობის-თუესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის-ციხეს შეეყარა, ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებასა ვერ მიეწრა. ამილახორის შვილი ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მას შესძღუნა, ლალა ფაშასა, მარიამობისთჳს ორსა.
აგრევე არფაქსად ჰპირებოდა ექუსით ციხითა მას წინათ, და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღუნა, და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა. იმ წამს გამოჰგუარეს, ციხეები გამოართუეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.
პატრონმან მანუჩარ ი~ზ ამავე თუესა თმოგჳს ციხე მისცა ლალა ფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართუეს, კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგჳ.
გაიარეს, წავიდეს ტფილისის ქალაქზე, ი~ზ დაუთხან დაწვა და გაეცალა, ლორეს. ჩავიდა. ტფილისს ჩავიდეს ურუმნი, ფაშა დასუეს, და გორს ხანჯახი.
დაუთხან ხვანთქართან წავიდა, და იქ დიდი პატივი მიაპყრეს, ორი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს და თჳთან კარზედ შეინახეს; და მისნი ორნი შვილნი, ბაგრატ და ხოსროვ, მამას არ გაჰყვნენ. კახის ბატონას სიძე იყო ბატონი ბაგრატ, სიმამრისას დადგა. და უმცროსი ძმა ხოსროვ-მირზა ისიც ძმასთან დადგა, და ბოლოს ყაენის კარზე ჩავიდნენ.
როდესაც ტფილისს ფაშა დასუეს და გორს ხანჯახი, მუხრანის ბატონის შვილი პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს. ლალა ფაშამ ლაშქარი გაუძახა დედოფალსა და სრულიად ქართლსა. ესენი მივიდეს და ამათის წყალობით ლაშქარი დააბრძნეს. თემი აღარ ამოსწყდა, მათ მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს და დააბრუნეს, მათს მამულმი მოვიდეს, სომხითართ ბევრი აწყინეს, ლაშქარი გამოეშუა ლალა ფაშასა. აღმოიარეს ქართლი, დაუდგეს იმერელნი წინა და მწვედ ამოსწყჳდეს. მეორედ ერეკლე დაემწყუდია შიგა ომში, პატრონის არჩილის შვილი, და მას გაემარჯუა, უცხოფერად შებმულიყო. ცხენი ქუეშ გამოეკლათ მისთჳს, თექუსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი აგრევე ჯაჭუს. და ვერც ჯაჭჳდა ვერც მუზარადი ვერ გაეკუეთა, ერთი ჴრმალი ხანჯარს სცემოდა, ხაჯრის ტარი ზედ დაეჭირა. ექუსი აზნაურშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს; გამარჯუება ერეკლეს დარჩა, გამოაქციეს თათარნი, უფროსი ერთი დაჴოცეს და ამოსწყჳდეს.
ენკენის-თუეს ერთს იმერელნი შეიბნენ და გაიმარჯუეს, და ქართველნი და ერეკლე ენკენის-თუეს ი~ შეიბნეს და სრულიად ამოსწყჳდეს. ორავჟანდასშვილი მოვიდა, და ლალა ფაშასთან პატრონს მანუჩარს ის მიუძღუა; ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდეს. ორავჟანდასშვილი ქაიხოსრო აქათ გამოეგზავნა.
ქორონიკონსა ს~ჲვ: ენკენის-თუეს დ~, ხუთშაბათს, ქორწილი უყავით მასთან პატრონის შვილს თამარს, და საშინელმან აწყურისა ღმრთისმშობელმან და წმიდამან ნიკოლოზ ქორწილი ბედნიერად მოუჴდინოს, ჭამა აგურიანში იყო თათართ შიშითა, დია ჩუენი უგუნებო ქორწილი იყო.
აგრევე კახი მეფე, ბატონის ლევანის შვილი პატრონი ალექსანდრე, მიეგება ლალა ფაშასა, სათის-ჭალას შეეყარა, და შაქისა და შარვანზე წავიდეს.
ამაზე შერაშანშაშვილი მოვიდა ყაენიდამა, თუალშუენიერთან იყო. ეს ამბავი მოიტანა: მანუჩარისა“ ლალა ფაშასთან მისვლა შეიტყო ყაენმან, თუალშუენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს, და ყორჩიბაშს მიაბარეს. მარიამობის-თუეს კ~ვ, ორშაბათს დღესა, დაიჭირეს თუალშუენიერი“. შირვანი დაიჭირეს, ციხე ააშენეს და ოსმან ფაშა შეაყენეს მისით ლაშქრითა, და შემობრუნდეს. ალექსანდრეს შვილი არაგუამდის მოჰყვა, და დაბრუნდა; ლალა ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.
და მიესმა საქმე ესე შახუდაბანდას. მაშინ დედამან შახუდაბანდასამან, ასულმან ოთარ შალიკაშვილისამან, მოიყვანა მეფე სვიმონ და, ვითარცა წესი არს ქართველთა დედათა, ეგრეთვე ყო ამან, წარმოუგზავნა ლეჩაქი: „საბურველი ესე დედათა მომიხუევია ჴრმლის შენისა ჴეტარსა ზედა, შენ იცი და ჴრმალმან შენმან. და აწ მოგჳცემია შენთჳს სამეფო შენი საქართველო და სხუაცა მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე საქართველო, რათა არა წარგჳღონ ოსმალთა. და იყავ თანამწე და ერთგულ საჴელმწიფოთა ჩუენთ“. ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხჳ, და ესრეთ წარმოემართა მეფე სვიმონ.
და მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ ერთის შვილითა და ბევრი ტყუე თან მოიტანა. ღჳნობის-თჳს ნახევარს მოვიდა; ლალა ფაშა ქართლსავე იდგა, მოვიდეს სომხითს და დალაპარაკდეს, ავადმყოფი იყო, მისით მიზეზით ვეღარ ნახა, აიყარა ლაშქარი. ღჳნობის-თჳს ერთსა, პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო, აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშუა, წინათ მოვიდა. სამშაბათს პატრონი ყუარყუარე წინ მიეგება, თჳთონ ლალა ფაშაც მოვიდა, და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა, და ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს ცისკრისას აიყარა და წარვიდა. პატრონი ყუარყუარე თან გაჰყვა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თანწაჰყვა, ათს დღეს ძლივ ლაშქარი განწმდა. სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა - პატრონი ყუარყუარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურისშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნა, ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ მისცეს, იქივ მივიდა. პატრონი მანუჩარ მოვიდა აწყუერს.
მობრუნდა მეფე სვიმონ, გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და, ვისაც დედოფალსა და ბატონის შვილს გიორგიზე უმტყუენნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთს გარდაიხუეწნეს. და ქსნის ერისთვის მამული ზოგი ბატონს ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოდ მისცეს, და ზოგი ბატონისშვილს მისცეს. და ამილახორის კასპი სუეტს ცხოველს შეუწირეს, და აზნაურშვილნი სახასოდ დაიჭირა, და გორის მოურაობა სულხან თურმანის-ძეს მისცა.
მუხრანის ბატონი ვახტანგ, ტაძრად მიყვანების დღეს ჴელთ დაიჭირა პატრონმან სვიმონ მეფემან, და კეხვის ციხეში ტყუედ ჩააგდო. ლალა ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა, ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყჳდეს სადგერი, წმიდის გიორგის. განძი წაჴდა. მეორედ კიდევ სანახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა და ზემო ქართლი დაერბივა. მოუვიდა კაცი პატრონს ყუარყუარეს, ოლთისს აღარ დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს, შობის წინა დღეს წაიყვანეს.
მოუჴდა შაჰ-ხუდაბანდას ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყჳდეს ლაშქარნი, ციხე დაწვეს, დააქციეს, ხაზინა ყველა ჴელთ დარჩა. თათარხანი ჴელთ დაიჭირეს, ყაზმინს ტყუედ წაიყვანეს, მოერივნეს ყიზილბაშნი, ოსმან ფაშა დემურყაფს უკუ-რჩა. წავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯუებული ჴელთა, ისიც მოკლეს და თათარხანიცა, ყაენმან დააჴოცინა.
ყაენი შაჰ-ხუდაბანდა ცოლის სიკუდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს, და ადრიბეჯანი და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი, შაჰვერდი სულთან, კახეთს მივიდა, და ბატონს ალექსანდრეს შეეხუეწა. იმან შეხუეწილი კაცი დააჭირვინა და ხონთქარს გაუგზავნა.
ქორონიკონსა ს~ჲზ: მარტს კ~გ პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინუპოლის წარვიდეს აზრუმიდამა. აპრილს კ~, ორშაბათს, გადგეს. მას-უკან მოვიდა ამბავი, ბატონი თუალშუენიერი მარიამთბის-თჳს ოცდასამს ჴელთ დაიჭირეს. ღჳნობის-თჳს ა~, ორშაბათს დღესა, ალამუტის ციხეში ტყუედ წაიყვანესო.
ჟამი შეიქმნა; მაისს ლ~ა, შაბათს საღამოსა, ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის ყუარყუარეს შვილი; ღვთის შეწევნით გარდაიჴადა. ივნისს ი~თ ბატონი ბექა გააცხელა და ღვთის შეწევნით მანც გარდაიჴადა. ბევრი გააცხელა ჩუენში და არავის რა დაუზიანდა.
მეორედ მოვიდა ლაშა თაშა და კარი აღაშენა, ტფილისის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა, და ნუზლი შეუტანინა.
მარიამობის-თუეს კ~ვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა. და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა, და საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი, ორნი დედაშვილნი ერთს კარავში დაწვნეს. ენკენის-თჳს გ~ პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი განრისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა ი~ე წლისა და კ~ბ დღისა, ღამით ჟამსა ბ~. და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა, და ღჳნობის-თუეს უსკუდარიდამ პატრონის შვილების გამოშუების მახარობელი მოუვიდა.
ამასვე ქორონიკონსა, გიორგობის-თუეს, პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდამა, ფაშობა უბოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული, ორს თუეს პატრონი ყუარყუარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშუა.
ქორონიკონს ს~ჲჱ: იანვარს ჱ პატრონი ბექა ვალიდამა გავაყენეთ. ლალა ფაშა წარსულიყო, და ბექა ოლთისს დადგომილიყო. პატრონი ყუარყუარე, ღვთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაცა, ფილაჯანი დაეცა ხვანთქართანა, და ქართველობით გამოეშუა, მისის საბატონოს წყალობა ექნა, და მარტში მობრძანდა. ივანობის-თუეს ნახევარს ბექა მოიყვანეს, და თჳთან ორნივ ბატონები ლორეს წავიდეს, დაარბიეს და გამარჯუებულნი მოვიდეს. მას-უკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, და ტფილისს წავიდა, და ორნივ თან გაჰყვეს, პატრონი ყუარყუარე თრიალეთიდამ მოებრუნებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა, და პატრონი მანუჩარ თანა წარეტანა.
ქორონიკონსა ს~ჲჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი, მუხრანის ბატონი ვახტანგ, მიიცვალა ივანობის-თჳს დამდეგს.
ქორონიკონსა ს~ჲთ: პატრონმან მანუჩარ გჳრგჳნი იკურთხა ფებერვალს. და ბექა კოსტანტინუპოლეს წაიყვანეს.
ამავე ქორონიკონსა, მარიამობის-თჳს დ~, პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს, დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარენით, ღჳნობის-თუეს წაბრძანდა.
ამავე ქორონიკონსა, გიორგობის-თჳს კ~ე, პატრონი ყუარყუარე და მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ მიიცვალა.
ხოლო მეფემან სვიმონ ყორღანაშვილის კახაბერის ცოლშვილნი და სახლეულნი ყოველნივე შთააყრევინა კლდესა მას გელიყარისასა, და იტყოდე პირველსავე მას ლექსსა. და სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდეს: რომელნიმე ყიზილბაშშია და რომელნიმე საათაბაგოსა შინა.
ხოლო დაუთხანს ჰყვა ძე ერთი მეუღლისა თჳსისა თანა, რომელსა ეწოდა ბაგრატ. და შემდგომად დაუთხანის წარსლვისა არცაღა ეს დააყენეს ბიძასთან, წარიყვანეს ყაენთან. და მუნ გათათრდა. ამის ბაგრატის დედა მეყჳსი იყო, გუარით კახი ბატონის ალექსანდრესი ახლო. ხოლო ჩამოვარდა შური კახ ბატონსა და მეფეს სვიმონს შუა დაჴოცისათჳს ელიმირზონისა და ხოსრო-მირზასთჳს. და ესე ალექსანდრე უფრო მოყურობდა დაუთხანს. მიზეზისა ამისთჳს დიდად მოშურნე ექმნა კახი ბატონი ალექსანდრე მეფესა სვიმონს.
მაშინ ტფილისი და ციხე ტფილისისა ეპყრათ ურუმთა, და მეფე სვიმონ იდგა დიღომს დედოფლითურთ. ხოლო კახი ბატონი ფრიად მოშიში იყო მეფისა სვიმონის. მიერ, „ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს ამოწყუედისათჳს ცოლის ძმებისა თჳსისა“: ოდეს დაჴოცა ალექსანდრე ძმანი თჳსნი, იგინი იყვნენ ცოლისძმები მეფისა სვიმონისა. ამისთჳსცა მიესმა ალექსანდრეს მცირითა კაცითა ყოფნა მისი დიღომს, შემოიყარა კახნი და წარმოემართა ღამით, და დაესხა უგრძნობელად მეფესა სვიმონს.
ხოლო მეფემან სვიმონ თჳთ მხოლომან კნინღა განარინა თავი თჳსი სიკუდილსა. მაშინ შეესია და იავარ-ჰყო საჭურჭლე და ბარგი მისი, და სირცხვილთა საფარველი დედოფლისა, დისა თჳსისა, თჳთ მანვე ალექსანდრე აიცვა წუერსა ზედა შუბისა თჳსისასა. და ქმნა მრავალი უკადრისი საქმე, და წარმოვიდა. მივიდა და დადგა მარტყოფს, [ადგილსა] რომელსა ჰქჳან ჭოტორი.
ხოლო მეფემან სვიმონ შემოიყარა სპანი ქართველთა, და წარვიდა გულითა სრულითა ალექსანდრესა ზედა. და წინათვე წარავლინა კაცი და მიუმცნო ესრეთ: „ვინათგან შენ იკადრე ეგევითარი ბოროტი, რომელი არა არს წესი მეფეთა, და მუხთლად დამესხი შეუგრად მძინარესა, და აწ უწყოდე, რამეთუ წარმოსრულ ვარ შენ ზედა ბრძოლად. და უკეთუ ხარ კაცი გამოცდილ მამაცობასა შინა, დამხუდი, რამეთუ უმჯობეს არს ომი გამოცხადებული უფროს ღალატად ნაქმარსა“ მაშინ მივიდა მეფე სვიმონ და შეიბნეს, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიეცა ძლევა მეფესა სვიმონს და ქართველთა. და ივლტოდა ალექსანდრე, და შეიპყრეს კახნი თავადნი, რომელ მცირედნი ძნიად განერნეს.
და წარმოვიდა მეფე სვიმონ გამარჯუებული, და წარმოასხეს პყრობილნი კახნი დარბაისელნი, და დააფიცეს მცხეთას სუეტსა ცხოველსა ზედა. ესრეთ დააფიცეს კახნი, ვითარმედ: „ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო“. და ოდეს ესრეთ დააფიცეს, მაშინ მიანიჭა ყოველთავე კახთა წყალობა და ხალათები. და ესრეთ განუტევნა იგინი მშჳდობით და არღარა ემტერებოდა მიერითგან. და უკეთუმცა ენება მეფესა სვიმონს, მაშინ დაიპყრობდა სრულიად კახეთსა და ალექსანდრესაცა. ხოლო იქმნა ომი ესე ქორონიკონს ს~ჲთ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.
ამისა შემდგომად გამოვიდა დიდი ამირსპასალარი ხვანთქრისა, მაჰმად ფაშა, ჩამოვლო ზემო ქართლი და აღიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი თჳსნი. და თჳთ წარმოვიდა და დაიბანაკა მუხრანს, და მუნ დახუდა მეფე სვიმონ შეყრილი. მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ეკუეთნეს სპანი ქართველთანი ძლიერად, და შეიბრალა ღმერთმან, და მიეცა ძლევა ქართველთა, და გაემარჯუა მეფესა სვიმონს. ამოსწყჳდნეს მრავალნი სპანი ოსმალთანი, და შეიპყრნეს ურიცხუნი; კნინღა განერა თჳთ ფაშა, და ივლტოდა მცირედითა კაცითა, და შეიხუეწა ციხესა ტფილისისასა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.
ხოლო მეფე სვიმონ მოვიდა დიღომს და მოაწვია მუნ ყოველნი თავადნი ქართლისანი ყალბიანადლ, და შემოკრბეს ყოველნივე დარბაისლის ცოლნი დედოფლისა თანა. და აღიყარნეს დიღომიდამე, განვიდეს ტბასა ლილოსასა, და დადგნენ მუნ მას ზედა, რომელ არს გორა მაღალი, რამეთუ მუნ ახლდეს ყოველნივე დიდებულნი და მცირენი სპანი ქართველთანი, თჳთ დედოფალი და ჯალაბანი თავადთანი.
ხოლო გამოვიდა ტფილისის ციხიდამე მროწეულნი ზროხათა. მაშინ გაუძახა მეფემან სვიმონ მცირედნი სპანი თჳსნი, და წარმოიღეს მროწეული იგი. ხოლო კაცნი იგი ივლტოდეს, და გამოვიდეს ციხიდამ მრავალნი სპანი ოსმალთანი, და იყვნეს განწყობილნი მეფე და სპანიცა ქართველთანი. მსწრაფლ მიეტევნეს იგინი, ვითარცა ლომნი, და პირველსა კუეთებასა ზედა წარიქცივნეს სპანი ოსმალთანი, და მოსწყჳდნეს მრავალნი მათგანნი, და უმრავლესნი შეიპყრნეს. და უჭვრეტდეს თჳთ დედოფალი და დარბაისელთა ჯალაბნი თუალითა, და მისდევდეს ოტებულთა ოსმალთა სპანი ქართველთანი, და ვიდრე ციხისა კარამდე სრვიდეს და იპყრობდეს. და ესრეთ გამარჯუებულნი გამობრუნდეს, და მოვიდა მეფე სვიმონ სიხარულითა და ნაშოვრითა დედოფალსა თანა, და იყო შუება და განცხრომა ზოგად ყოველთა შორის.
ქორონიკონსა ს~ო: პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა, ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს, და თემი ჩუენვე დაგვრჩა. მაშინ ყაენი განჯას მოვიდა, და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.
ქორონიკონსა ს~ოა: თუალშუენიერი ორმოდამ ამოიყვანეს და ყაენთან მოიყვანეს. ამავე ქორონიკონსა, მარტს კ~დ, კჳრას დღეს ბზობას, პატრონმან მანუჩარ მეფეთმეფის პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა.
ქორონიკონსა ს~ობ: მიიცვალა ბარათასშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ, და ნებითა და ბრძანებითა ღმრთისათა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კ~, დღესა შაბათსა.
<< წინ |