ჟამამდე, ღ(მრ)თივ გჳრგჳნოსნსა მეფისა გიორგისამდე ძისა თავდადებულისა მეფისა დიმიტრისამდე, ეწერათ ცხოვრებანი ქართველთანი. ხოლო ძისა მეფისა გიორგისა, მეფისა ბაგრატისა, არღარა წერებულ იყო, ვიდრე მეფისა გიორგისა ძისა ბაგრატისამდე. ხოლო ამის ბაგრატისა და ძისა მისისა კოსტანტინესი დაეწერათ და ვპოვეთ ძუელთა წიგნთა შინა და ქუემორე რიგსა მისსა ზედა დაგჳწერია. და ესე ამბავნი მის-ზემოთნი გუჯართა და სპარსთა და სომეხთა ცხოვრებისაგან გამოვიღეთ და აღვწერეთ, ხოლო მეფისა ალექსანდრესა და ძისა მისისა მეფისა კოსტანტინესი და შემდგომი ძუელთა კაცთა და სპარსთა ცხოვრებისა, და ქორანიკონთა და გუჯართაგან აღგჳწერია ვიდრე მეფისა როსტომისადმდე. ხოლო მეფისა როსტომის-აქათი თჳთ თუალითა მნახველთა და მისთა ომებთა შინა მყოფთა კაცთაგან აღგჳწერია. და, რაოდენი საეჭუელი იყო, უჴმარ ვყავით, ხოლო მართალი აღგჳწერია ცხოვრებისა ბაგრატ მეფისითგან.
ჟამსა მას ოდეს განაგებდა ღ(მრ)თივ-გჳრგჳნოსანი მეფეთ-მეფე ბაგრატ, ეპყრა ყოველი საქართველო საბრძანებელსა თჳსსა ქუეშე. მას. ჟამსა იჯდა კათალიკოზი ელიოზ, კაცი საფერი საქმისა.
და ჟამსა მას გამოჩნდა კაცი ერთი თურქეთის ქუეყანასა, სახელით თემურ, ხოლო ეწოდაცა ლანგი, და იყო ესე მკელობელი, და სპარსთა ენათაგან „ლანგ“ მკელობელსა ეწოდების, ამად ეწოდა ლანგ-თემურ. და ესე ლანგ-თემურ იყო გუარად ჩინყიზი; და ამისთჳს ეწოდა ჩინყიზი, რომე თურქეთისა ქუეყანისა მკჳდროანთა იყოფებოდა ქალი ერთი, და იყო ქალი ესე მრავლისა ერისა და ულუსისა უფროსი, და იქმნა მის ზედა საქმე ესევითარი: დაორსულდა დედაკაცი იგი, და არა ესუა ქმარი. და შეუძნდა საქმე ესე ერსა და ულუსსა მისსა და შეკრბეს სრასა მის დედაკაცისასა და მიუვლინეს მოციქული და ესრეთ ეტყოდეს: „ვინათგან მთავარ და უფალ ქენილ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს შეამთხჳე თავსა შენსა საქმე ესე საკიცხელი“. ხოლო იგი უარჰყოფდა და ესრეთ ეტეოდა: „უკეთუ ირწმუნებთ სიტყუათა ჩემთა, უწყოდეთ, რამეთუ ჩემ თანა მამაკაცი არა ყოფილა და არცა მივდგომილვარ ჴორციელთა კაცთაგან, და, უკეთუ არა რწმუნო ხართ, დაადგინეთ ჩემ თანა მსტოვარნი კაცნი სარწმუნონი თქუენნი და მე ცხადად უჩვენო, ვინ მოვალს ჩემ თანა“. და დაადგინეს ერმან და ულუსმან მისმან მცველნი და იხილეს მსგავსი ნათლისა და ჴელოვანება ელიარისა რომელი მივიდა ღამე დედაკაცისა მის თანა და მსგავსმან განისუენა მსგავსისა თანა. ვითარცა სცნეს საქმე ესე, ირწმუნეს ერმან და ულუსმან მისმან, ღამე ყოველ მოვიდოდეს დედაკაცისა მის თანა და იყოფებოდა, და იტყოდეს: საქმე ესე ჭეშმარიტ არს. და რაჟამს მიუდგა დედაკაცი იგი და იშვა მისგან ყრმა წული, აღიზარდა და უწოდეს ყრმასა მას ძედ ნათლისად და გააჴელმწიფეს და ყვეს პატრონად თჳსად. და მიერითგან უწოდეს ჩინყიზი და სწამს მათ ვიდრე აქამომდე დიდ გუარად. მიერითგან მეფობენ ძენი მისნი.
და ესეც ლანგ-თემურ თესლისაგან მათისა იყო და პატრონობდა ულუსსა რომელსამე ზედა. და პოვა ჟამი რამე ნებისა თჳსისა და მოკლა მეფე თურქთა და მოსრნა ყოველნივე ძენი მისნი და თჳთ დაიპყრა სრულიად თურქეთი და პატრონობდა ყოველთავე ზედა.
და ამიერითგან გაძლიერდა ლანგ-თემურ და პოვა ჟამი წარმართებული საქმისა თჳსისა და დაიპყრა რომელიმე ქუეყანა და წარემართებოდა საქმე მისი კეთილად, ვითარცა არს ჩუეულება საწუთოსა ამის სოფლისა, და იყო რჯულითა სუნი.
წარმოემართა და მოიწია სომხითად. და მოაოჴრა სომხითი და ტყუე-ყო, და ჭირი დიდი მოწია მათ ზედაო, რამეთუ თჳსად მიიმძლავრნა იგინი და ყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.
და წარვიდეს მუნითგან და მიიწივნეს კარსა, და იპყრნა და მოსრნა ყოველნივე, რამეთუ ვერვის ძალ-ედვა წინააღდგომა მისი სიმრავლისაგან სპათასა. და დაიბანაკა და დაიზამთრა მუნვე. და იყო ზამთარი ფიცხელი.
ამას ჟამსა შინა მიერთო ათაბაგიცა და პატივ-სცა დიდად ათაბაგსა.
და შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო აბოცი და მოაოჴრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა. რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკჳდრნი მის ადილისანი და შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი.
და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა ტფილისისასა. და, რა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძჳნდა და დაუმძიმდა წინააღდგომა მეფისა ბაგრატისა. წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა და მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს ციხესა ტფილისისსა. და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთას, და ბრძოდეს ქართველნი ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და უფროისად მოსწყდეს. სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე ტფილისისსა. და შემდგომად ამისა მოიპოვა ლანგ-თემურ ღონე ესევითარი: ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა მისთა, და სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს და აღიღეს ციხე. და შეიპყრა მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა, და თჳთ დაიპყრა ციხე და ტყუე-ყო მეფე ბაგრატ. ხოლო დაჰპატიჟა ლანგ-თემურ რჯული მაჰმადისა, ხოლო მეფემან არა უსმინა და ჰყვა პატიმრად.
მაშინ წარვიდა ლანგ-თემურ ყარაიაში ნადირობად: მოინადირეს, შეექცეს და დაჴოცეს მრავალი. და მიერითგან წარვიდეს ყარაბაღსა და მეფე ბაგრატცა თანა წარიყვანეს პატიმარი, და ვითარცა მიიწივა ბარდას, დაყო მუნ ჟამი რაოდენიმე.
მაშინ ლანგ-თემურ ყო ვინმე სარდლადა ერთი მოყმეთა თჳსთაგანი რჩეული, და მისცა მას ლაშქარი მრავალი, და წარგზავნა შიდა ქართლსა ზედა, რამეთუ თჳთ ლანგ-თემურ არა მოსრულ იყო შიდა ქართლსა, და უბრძანა შემუსრვა ციხეთა და ქალაქთა, მოსრვა პირითა მახჳლისათა ყოველთავე მუნ მკჳდრთა, მამაკაცისა და დედაკაცისა. და ჟამსა მას იყო ქორანიკონი ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.
და მოიწივნეს ლაშქარნი მისნი და იავარ-ყვეს და მოაოჴრეს ყოველივე საქართველო, შემუსრეს და დაარღჳვეს წმიდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა, და მიიწივნეს მუნით ქუაბთა-ჴევს, და შეიპყრეს მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, და შეამწყუდიეს ტაძარსა წმიდისა ქუაბთა-ჴევისა ღ(მრ)თის-მშობელისასა. და შეუგზნეს ცეცხლი შინაგან ეკლესიისა და დაწვეს რომელიცა იყოფებოდეს ეკლესიასა მას შინა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედან წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან.
და აღიყარნეს მუნითგან და წარვიდენ ზედა და, სადაცა ვინ იხილეს კაცნი და შენობა, მოსრეს და აღაოჴრეს ყოველივე. და მიიწივნეს რუის[ს]ა და მოიცვეს იგიცა, და იავარ-ყვეს და ეკლესია წმიდისა ღ(მრ)თაებისა ძირითურთ აღმოფხურეს, და მოაოჴრეს. ყოველივე ქუეყანა.
და წარმოვიდეს მუნითგან, და ჩამოვლეს კახეთი და იგიცა აღაოჴრეს და დაწვეს და წარვიდეს.
და იყო მუნ ჟამ რაოდენმე, ხოლო წარვიდა მუნითგან და მივიდა შაქის. და მიერთნეს ყოველნივე მკჳდრნი მის ადგილისანი, დიდებულნი და მცირენი, კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი.
და თანა ჰყვა მეფე ბაგრატ, ტყუედ პყრობილი. და კუალად ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად მეფისა ბაგრატისა რჯულსა ზედა მაჰმადისასა ლიქნითა და მრავალთა ნიჭთა ქადებითა. მაშინ გულისჴმა-ჰყო წინააღრჩევით მეფემან ბაგრატ, და მოიჴელოვნა განზრახვა ესევითარი, და მიჰყვა ნებასა მათსა არა გულითა ჭეშმარიტითა, არამედ საქმისა ამისთჳს, რომელი წინამდებარემან სიტყუამან გაუწყოს, და მორჩილ -ექმნა ლანგ-თემურს და მიიქცა რჯულსა ზედა მაჰმადისასა. მაშინ ლანგ-თემურ განიხარა სიხარულითა დიდითა, და შეიტკბო მეფე ბაგრატ და პატივ-სცა დიდად, და ძუძღუნა საბოძვარი და შესამოსელი საჴელმწიფო, საგებელ-სახურავი, მსგავსი სიდიდისა მათისა, დიდად ითჳსა და მრავალსა კეთილს-უყოფდა. მაშინ მრავალთა ქართველთა დაუტევეს რჯული თჳსი და მივიდეს რჯულსა ზედა მაჰმადისასა. ხოლო მაშინ დიდად მწუხარე იყო მეფე ბაგრატ და იტყოდა გულსა შინა თჳსსა: „არა ვსცე ძილი თუალთა, არცა განსუენება ჴორცთა ჩემთა, ვიდრემდის არა ვიძიო მათ ზედა შური“, და საქმე ღმერთსა მიანდო. და უმეტესადღა ზრუნვიდა დატევებისა რჯულისა თჳსისათჳს და მიდრეკისა ქართველთათჳს. მაშინ მოიპოვა ღონე ესევითარი: ვინათგან დიდად სარწმუნო უჩნდა ლანგ-თემურს და მორჩილობდა სიტყუასა მეფის ბაგრატისასა, და ჰრქუა ლანგ-თემურს: „ვინათგან ვსცან კეთილად სიმტკიცე რჯულისა შენისა, აწ მეცა მოქენე ვარ, რათამცა სრულიად მორჩილ ვყვნე რჯულისა თქუენისა მკჳდრნი საქართველოსანი სრულიად. უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი, და წარვალ თემთა და სამეფოთა ჩემთა, და მოვხადო კაცთა მყოფთა მთის ადგილისათა: მთიულთა, ოვსთა, დუალთა, სუანთა, აფხაზთა და ყოველთავე მუნ მყოფთა, და მე დავარწმუნებ სჯულსა თქუენსა“.
და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს განზრახვა ესე მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მოსცა საბოძვარი ურიცხჳ, და სპანი, ვითარ თორმეტი ათასი, და სარდალი უჩინა, და წარმოააჩინა მეფე ბაგრატ საქართველოსა ზედა.
ვითარცა მოიწივნეს კერძოთა და არეთა საქართველოსათა, მაშინ გაგზავნა ჩინებული და სარწმუნო აზნაური რუს ეგნატაანთაგანი, და საიდუმლოდ მიუწერა მეფემან ბაგრატ ძესა თჳსსა გიორგის ესრეთ, ვითარმედ: „მე მოვალ სპითა ლანგ-თემურისათა და თქუენცა შეიყარეთ სპანი საქართველოსანი და მზირად წინა შეგუეეთხჳენით ერთსა სიმაგრესა და ვიწროთა გზათა ზედა, და მეცა მოვალ თქუენ თანა, და უქმნათ წინაუკანა, და მოვსრათ პირითა მახჳლისათა, და ვიძიოთ შური პირველი, რომელ ჰყვეს მათ ჩუენ ზედა“.
და ყო ეგრე, ვითარცა მიუწერა მამამან ძისმან, და შემოიყარნა სპანი საქართველოსანი რჩეულნი, და დაუმზირდა გიორგი ერთსა ვიწროთა გზათა და სიმაგრეთა ზედა. რა მიიწივნეს მეფე ბაგრატ და სპანი ლანგ-თემურისანი, მაშინ მიივლტოდა მეფე ბაგრატ ძისა თჳსისა თანა. და განეწყუნეს წინა-უკმო, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ლომნი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მოსრეს და ამოსწყჳტეს სრულიად თათარნი. და მოკუდა კაცი თორმეტი ათასი თათართაგანი, და არარა ევნო სპათა საქართველოსათა. და იძიეს შური პირველი. და წარვიდა თჳსად მეფე ბაგრატ და ძე მისი გიორგი გამარჯუებული.
და ვითარცა მიიწია ამბავი ესე ლანგ-თემურისა, დიდად შეუძნდა და მწუხარე იყო საქმისა ამისთჳს, და დაიბანაკა მუნვე ზამთარსა მას. და ვითარცა მოიწივა თუე მარტისა, შემოიკრიბა სიმრავლე ლანგ-თემურ და წარმოემართა კუალად ქართლად, განძჳნებული ფრიად. და დაუტევა შაქისი და მოიწივა ბარდავს, და მუნ დაუტევა ბარგი სამძიმარი, რომელი არა ეჴმარებოდა. და დაარჩივა მეომარი სპა, და თჳთ წარმოემართა სიმრავლითა ურიცხჳთა სპათათა, და მოიწია მდინარესა ზედა მტკუარსა. და მტკუარსა ზედა გასდვა ჴიდი ნავებითა და განვლეს მას ზედა. მოვიდა შირვანშა, და შემოეყარა ჯარითა ლანგ-თემურს, და წარმოემართა საქართველოსა ზედა.
მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი და ციოდა დიდად და მოსწჳმდა და სთოვდა.
და ვითარცა მოიწია ლანგ-თემურ საქართველოსა შიგან, დახუდეს მეფე ბაგრატ და ქართველნიცა შეყრილნი. და მიეტევნეს ერთმანერთსა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა იმიერ და ამიერ კაცი ურიცხჳ და უფროსად თათარნი ორი ზომა მოისრა ომსა მას შინა. და სპათა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნე; თათარნი, მიიქცეს. და ივლტოდეს ქართველნი სიმაგრეთა და ხიზანთა თჳსთა თანა, და რომელიმე შეიპყრეს, დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, და ყოველივე მოსრეს პირითა მახჳლისათა. ხოლო ქართველნი წინავე უწყოდეს მოსვლა ლანგ-თემურისა და ყოველივე შელტოლვილ იყვნეს მთასა კავკასიისასა. და მოჰყვნენ თათარნი თანა, შემოვიდეს საქართველოში, მოითარეშეს, მოაოჴრეს და დაწვეს წმიდანი ეკლესიანი და აღაოჴრე ქუეყნები, და ხიზანი ვერა დააჴელეს.
და შემდგომად ამისა შეიქცა ლანგ-თემური თჳსადვე. და ამისად შემდგომად წარვიდა კუალად ყარაბაღსავე, დაყო მუნ ხანი რაოდენიმე.
და ჟამსა ამასვე მიიცვალა მეფე ბაგრატ და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი მეფედ.
და იყო კათალიკოზი ელიოზ. და მიიცვალა კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის წილ კათალიკოზი გიორგი.
და დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველი საქართველო, და იმერნი და ამერნი.
და რა ესმა ლანგ-თემურს დაპყრობა საქართველოსი მეფისა გიორგისაგან, იწყინა დიდად ამისთჳს, რომე მეფემან ბაგრატ იძია მას ზედა შური, მომსრველმან სპათა მისთამან. ამისთჳს დიდად მტერ ექმნა, და წარმოგზავნა სარდალი თჳსი ყარალათი სპითა მრავლითა მოწინავედ, და თჳთცა უკანა გამოუდგა და წარმოემართნეს საქართველოსა ზედა სპითა ურიცხჳთა. და გასცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა, და დაიერთგულა. მოვიდა და დადგა ყარაბაღს და აღივსო ყარაბაღი სპითა. და მოიწია საზღვარსა ქართლისასა, და მიუწერა მეფესა გიორგის წიგნი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი, და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ-გცემ; და უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა შენსა“.
და ვითარცა მიიწია მოციქული მეფისა გიორგისა წინაშე, და ესრეთ უპასუხა მეფემან გიორგი მოციქულსა მას, ვითარმედ: „მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ, და არცა ძალ-უც მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი“.
წარვიდა მოციქული იგი ლანგ-თემურისა და მიართუა ამბავი ესე და მოაჴსენა ქება დიდი მეფისა გიორგისა, სიმჴნე და სიკეთე მისი და სპისა მისისა. და რა ესმა, სიტყუა ესე ლანგ-თემურს, განძჳნდა დიდად და აღიყარა და წარმოვიდა ლაშქრითა ურიცხჳთა.
და რა ესმა მეფესა გიორგის, მაშინ თანა ახლდენ იმერნი და ამერნი და მესხნი და ყოველივე საქართველო, - აღიყარა იგიცა და წარმოვიდა; და ეწყუნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და იყო ქარი ძლიერი და აყრიდა მტუერსა პირსა ლაშქარსა ლანგ-თემურისასა, და განმჴნდეს ძლიერად ქართველნი და მიეტევნეს, ვითარცა ცეცხლი თივასა, და მოსრნეს და ამოსწყჳტეს სპანი მრავალნი ლანგ-თემურისანი ესრეთ, რომე ამისთანა მარცხი და ზიანი არაოდეს შემთხუევია სპათა ლანგ-თემურისათა. და შეაძრწუნეს დიდად ლანგ-თემურ და ლაშქარნი მისნი, არამედ სიმრავლისაგან ლაშქართასა ვერღარა დაიძრნეს, და იდგნენ მუნვე შეწუხდა ლანგ-თემურ და გამოიმეტა თავი, აღუძახა ლაშქართა თჳსთა. მაშინ განმჴნდენ სპანი ლანგ-თემურისანი, და განიწირნეს თავნი, და არღარა ძალ-ედვათ ქართველთა, დიდის ომისა და სიმაშურალისაგან განდრკეს ქართველნი და ივლტოდეს. და წარვიდეს მთათა და სიმაგრეთა.
ხოლო ლანგ-თემურ მიადგა ციხესა ტფილისისასა. და განამაგრეს ციხე, რამეთუ იდგნენ რაოდენ[ნ]იმე ქართველნი შინაგან ციხესა. და მოადგნენ გარე, აღიღო ციხე და გალავნები ციხისა და გარემო სიმაგრენი ყოველ[ნ]ივე ქართლისანი, და შეაყენა შიგან სპანი თჳსნი და თჳსად იპყრა. შეაყენნა შიგან კაცნი ხორასნელნი და თჳთ აღიყარა, და წარვიდა და დადგა მუხრანს. და რაოდენნიცა ნახეს სპათა მისთა ეკლესიანი, ანუ შენობანი, ყოველნივე მოაოჴრნეს.
მაშინ რომელნიმე ქართველთაგან[ნ]იცა მოუვიდეს. აღიყარა და მიადგა ადგილსა ჯანიბეგისასა, რომელი იყო მთავარი ქართლისა, ჩადგა და დაუწყო მოოჴრება, და ვერღარა დაუდგა ჯანიბეგ და მოუვიდა იგიცა. და დადგა ხანსა რაოდენსამე ლანგ-თემურ, და მოაოჴრა სრულიად საქართველო, და ენება ჴელთ-გდება მეფისა გიორგისა და ვერ შეუძლო შეპყრობა მისი.
და რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა მუნითგან და წარვიდა; და მივიდა, სადა ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თჳსი. მაშინცა არავე დასცხრა მოოჴრებისაგან საქართველოსა, წარგზავნა ხოჯა შიხალი და წარატანა თანა სპანი მრავალნი. და ერთსა მჴარესა, ჯანიბეგის მამულის კერძო, გაგზავნა ამირჯანშა და გაატანა სპა ურიცხჳ და თითო-თითოს მჴარესა გააყენნა სარდლები და სპანი ურიცხუნი და უბრძანა, რაოდენიცა ნახონ ურჩნი და განდგომილნი თჳსნი, ყოველივე მოსრან და მოაოჴრონ ადგილიცა მისი. და უბრძანა ესრეთ: „რომელნიცა შეიპყრობთ მეფესა გიორგისა და მოიყვანს ჩემ თანა, მივანიჭებ წყალობასა და საბოძვარსა ურიცხუსა“.
და წარვიდენ სპასალარნი და სპანი მისნი და მოაოჴრეს ყოველი ქუეყანა და ვერ შეიპყრეს მეფე გიორგი. და რომელნიმე შეიპყრნეს ყმანი მეფის გიორგისანი და ჰკითხვიდენ, თუ სადა არს გიორგი მეფე. ხოლო მათ არარა იცოდენ, და ვერა გაიგეს რა მეფის გიორგისა, შემოიქცენ და მოვიდნენ ლანგ-თემურისა თანა და მოაჴსენეს ვერ-შეპყრობა მეფისა. დაჭმუნდა ლანგ-თემურ დაჭმუნვებითა დიდითა და აღიყარნეს და წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ყარაბაღად.
მაშინ იყო თ[ა]ირ სულტანი ქუეყანისა ჯალაისა, სჯულითა მაჰმადიანი. ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ქუეყანასა მისსა, აღუდგა წინა ესე თ[ა]ირ სულტანი და მრავალი ზიანი უყო სპათა ლანგ-თემურისათა; და მერმე ვერღარა დაუდგა, წარმოვიდა და მოვიდა მეფესა გიორგის თანა. ხოლო მეფემან გიორგი მიუპყრო პატივი დიდი და ჰკითხევდა და უსმენდა თქმულთა მისთა.
და რაჟამს იხილა მეფემან გიორგი მძლავრება ესევითარი ლანგ-თემურისა, განიგულა შერიგება და მორჩილება ლანგ-თემურისა. წარავლინა კაცი და მოუწოდა კაცსა მას, რომელი მოსრულ იყო რჯულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, ესე განაგო მოციქულად ლანგ-თემურისა თანა. ხოლო რაჟამს შეიგნა საქმე ესე სულტან[მან] თაირ, ფრიად დაუშალა მისვლა და შერიგება ლანგ-თემურისა თანა. ხოლო მეფემან არა უსმინა და წარგზავნა კაცი იგი და შესთუალა სიტყუა მორჩილობისა ესრეთ, ვითარმედ: „მოვალ შენდა და დაგემონები და მორჩილ ვიქმნები შენი, ვყოთ მშჳდობა და მოგცემ ხარაჯასა“.
და რა მივიდა მოციქული ლანგ-თემურისა თანა და ესმა სიტყუანი ესე, ფრიად განიხარა და სათნო უჩნდა. გააბრუნა მოციქული იგი და შეუთუალა ესრეთ: „უკეთუ მოხვიდე წინაშე ჩემსა და შემომრიგდე, მეცა მიპატივებია დანაშავები შენი“.
მაშინ განიზრახა თჳსგან და თქუა ესრეთ, ვითარმედ: მატყუებს მეფე გიორგი და არა მოვალსო ჩემ თანაო. და მაშინ წარმოემართა ივანე ათაბაგსა ზედა ამისთჳს, რომ მორჩილობდა მეფესა გიორგის მორჩილებითა დიდითა; და რაჟამს ეწყო ლანგ-თემურს მეფე გიორგი, მაშინ ივანე ათაბაგი თან ახლდა, და ამისთჳს დიდად მტერ იყო მისთჳს. და წარემართა ზემო ქართლსა ზედა. ჩადგა და აღაოჴრა ქუეყანა და ამოსწყჳტა მრავალი სული. დაარღჳვნა წმიდანი ეკლესიანი, ხატნი და ჯუარნი და, რაოდენნიცა შეიპყრნა კაცნი ქრისტეანენი, დაჰპატიჟნა სჯული მაჰმადისა და, რომელიცა მორჩილ ექმნა, თანა წარიყვანა და, რომელიცა არა მორჩილ იქმნეს, მოსრნა პირითა მახვილისათა.
გარდმოვლო მუნით და ჩამოდგა მანგლისს და დადგა თუესა ორსა მუნ. და მოვიდნენ კაცნი სჯულითა მაჰმადიანნი, რომელნი ესახლნეს საზღვართა ქართლისათა, რამეთუ, რაჟამს მოიცლიდიან ქართველნი ლანგ-თემურისაგან, ჩაუდგიან თათართა, რომელნი ესახლნეს საზღვარსა ქართლისასა მაჰმადიანნი, და მოაოჴრებდიან. მათ შემოსჩივლეს: ქართველთაგან“ მრავალ[ნ]ი ჭირ[ნ]ი გამოგჳვლიან, რომელნა არიან მახლობელად ჩუენსა ქართველნი, მათგან შეგუემთხჳვა ჭირი დიდი და აოჴრება და აწ ამაზედ მოგუეჴმარენით“. და შეეწყალა ლანგ-თემურს და მოიყვანა სარდალი ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ამირ შიხ ნურადინ, და უბრძანა სპითა თჳსითა წარსვლა. და რაჟამს წარვიდა იგი, შემდგომად ორისა დღისა უბრძანა კუალად სხუასა სპასპეტსა წარსვლად და მიშუელებად მისა. და რა მივიდა იგიცა ადგილთა ქართველთასა, რომელნი უჴმობდეს თათართა, და თემთა მათა, და იბრძოდენ დღესა ხუთსა და სძლეს. სიმრავლისაგან ჯართასა სპათა ლანგ-თემურისათა. და აღიღეს ადგილნი და ციხენი და სიმაგრენი, და ტყუე ვერა მოიჴელეს, და სხუანი შენობანი მის ადგილისანი მოაოჴრეს ყოველივე და დაწვეს და წარმოვიდეს ლანგ-თემურისა თანა.
და ამას ჟამსა შინა მოვიდა ელჩი ფრანგისა, რამეთუ შეეპყრათ შვილი კეისრისა და მოართუეს იგიცა ლანგ-თემურს. ეტრფიალა და შეეწყალა შუენიერება და სიჭაბუკე მისი და მისცა საბოძვარი და სამეუფო სამოსელი და განუტევა თჳსსა სამეფოსა.
და შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა მანგლისითგან, და წარვიდა და მივიდა ჴევსა არაგჳსასა, შევიდა მას შინა, დაამსხვრია და მოაოჴრა და აღიღო სიმაგრენი ყოველივე არაგჳსა, და კაცი ვერა მოაჴელა, დაწვა და წარმოვიდა. და დაიპყრა ქუეაყანა სიასი და სხუანი ქუეყანანი მრავალნი. მაშინ არავე დააცხრო გულისწყრომა ქრისტიანეთა ზედა.
ხოლო მეფემან გიორგი კუალად დაიპყრა ქართლი. და რა ესმა კუალად ლანგ-თემურს, განიგულა წარმოვლინება ლაშქრისა თჳსისა. წარმოავლინა ძე თჳსი სულტან უსეინ, ფირ მაჰმად ამირ შიხი, აბუბექირ და თავადთა მისთაგანი ჯანშა და თემურ ხაჯა აღბუღა, სეიდ ხაჯა, შიხ ალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადნი და სპანი ურიცხუნი. და წარმოვიდნენ, მოვიდნენ და მოადგნენ ერინჯაგსა, რომელ არს ციხე, არამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა. და დადგნენ ხანსა მრავალსა და ხანსა რაოდენსამე შეწუხდენ ციხესა შინა მყოფნი, გამოვიდეს და დაანებეს ციხე. მოვიდნენ მრავალნი იგი ციხისანი და შემოეხუეწნენ. და წარმოიყვანეს ციხისა თავი და უფროსი მეციხოვნე და მოჰგუარეს ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისანი წარმოემართნეს ქართლად და მივიდნენ მანგლისს.
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა მოციქული, შემოუთუალა ხუეწნა და მშჳდობის ყოფნა და ითხოვა შერიგება და შუამავლობა მამისა მათისაგან. ხოლო ძეთა ლანგ-თემურისათა უსმინეს და შემოუთუალეს ლანგ-თემურს ხუეწნა ესე მეფისა გიორგისი, ხოლო ლანგ-თემურ უსმინა და ყო მშჳდობა და შემოუთუალა ძეთა მისთა და იჴმნა ძენი მისნი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ ლენგ-თემურისა თანა და ჩამოესხნენ ქართლსა.
და კუალად წარვიდნენ ძენი ლანგ-თემურისანი ბაღდადსა ზედა. მივიდეს და აღიღეს ბაღდადი და დაიპყრეს არაბისტანი მრავალი თემი და აღივსნეს საშოვრითა. და ინება ლანგ-თემურ თავრიზის მოდგომა და წარმოვიდა სანახავად ციხისა მის, რომელი პირველ აღიღეს ალინჯა. და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა და კარვებითა მრავალფერითა, მოვიდა და ნახა ციხე ალინჯა. დაწარვიდა და მივიდა ტბასა გელაქუნსა.
და სცნა რა მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა ძმა თჳსი და ძღუენი მრავალი და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „სადაცა გჳბრძანებთ, გილაშქრებთ და ვიქმნებით მორჩილნი თქუენნი. და ამიერითგან დააცხრვე გულისწყრომა შენი ჩუენ ზედა“. და შეეწყალა ლანგ-თემურს, აღიღო ძღუენი მისი და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „მიპატივებია დანაშავები შენი და ამიერითგან, რომელ[ნ]იცა არიან მაჰმადიანნი საზღვარსა საქართველოსასა, ნუღარა იკადრებთ რბევად და წყინებად მათდა და იყოს მშჳდობა ჩუენსა და თქუენს შუა“. და მუნითგან აღიყარნენ და მივიდნენ ბარდასა და დადგა მუნ.
და რა გამოჰჴდა წელიწადი ერთი, მოივარგა ყოველივე საქმე თჳსი ლანგ-თემურ და განიზრახა გულსა შინა თჳსსა და თქუა: „შარშან რომ მეფე გიორგი დამპირდა, ვნახოთ აღმისრულებს იმ პირობას თუ არაო. და თუ აღმისრულებს, ვსცნა ახლა“. წარმოვიდა და დადგა მანგლისს. და იყო თავადი ადგილსა მას, რომელსა ეწოდება მარტიანა, და თავადსა მას ეწოდებოდა სახელად ესაია. და მას პირობა დაედვა ლანგ-თემურისათჳს მისვლად მის თანა და არღარა მისულიყო. და რა მივიდა ლანგ-თემურ, შეწუხდა თავადი იგი და არღარა ჰქონდა ღონე მისვლის მეტი. და მოიპოვა ღონე ესე და შეეხუეწა ძესა ლანგ-თემურისსა შარუხს და ჩამოუშვა შუამავლად. წარვიდა და წარუღო ძღუენად ლარნი მრავალნი და მივიდა ძესა თანა ლანგ-თემურისასა, ხოლო მან მიიყვანა თავადი იგი ლანგ-თემურისა თანა. და და ნახა ლანგ-თემურ, უთხრა სიტყუანი წყრომისანი, თუ ვითარ იკადრე შენ ჩემი ურჩობაო. მაშინ მოეჴმარა ძე მისი და იპატივა და შეაწყალა მამასა თჳსსა და უშოვა ხალათი. და ჰყვანდა თავადსა მას ასული ერთი და გამოართუა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ და შეირთო ცოლად. და იყვნენ მიერითგან მოყუარენი და მიენდო ლანგ-თემურცა.
მაშინ ათაბაგმან, აღბუღას შვილმან ივანე, აღიღო მანცა ძღუენი ტურფა და მივიდა ლანგ-თემურისა თანა. მაშინ შეიწყალა ლანგ-თემურ და მისცა ხალათი და უყო წყალობა. და მოუვიდეს გარემონი თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა[ნი].
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ძმა თჳსი კოსტანტინე ძღუნითა მრავლითა და მიუმცნო სიტყუა მდაბალი მორჩილებისა. და იამა დიდად ლანგ-თემურს და შეიწყალა. და წარვიდა მუნითგან მჴარესა მას ქურთისტანისა სადა დაიპყრა ქურ- თისტანი.
და მაშინცა არავე დააცხრო ბოროტმან ამან გულისწყრომა თჳსი ქართლსა ზედა და სწადოდა ქუეყანა გასათათრებელად, და იგონებდა ძჳრსა და ბოროტსა ქართლისათჳს და უფროსად მეფის გიორგისათჳს, ჯავრისა მისთჳს, რომელი უყო მეფემან ბაგრატ. ხოლო წარმოგზავნა პირველად პატრონი შირვანისა სახელად შიხ ბარაიმ. ესე წარმოგზავნა, რათა შეიტყოს გამოსავალი საქართველოსი გლეხისა და ბეგარა და სარგო მეფისა გიორგისა. და თჳთცა წარმოვიდა და მოვიდა კარს.
და რა სცნა ესე გიორგი მეფემან, წარმოუგზავნა კაცი იგი, სახელად ესაია, რომელი იყო თავადი სომხითისა, და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „რომელიცა პირობა მოგჳცემია, ყველა აღგჳსრულებია და ურჩობა არა გჳქმნია რა, და რომელსაცა ამიერითგან გჳბრძანებთ, არა ურჩ გექმნებით. და აწ ისმინეთ აჯა ჩუენი და შეიწყალეთ ქუეყანა ესე ჩუენი, ნუ მოხვალ და ნუცა წაახდენთ ქუეყანასა ამას, რამეთუ მოსავლისა პირი არის რა, თუ ახლა თქვენ მოხვალთ, წაჴდება სულად ქუეყანა ესე“. რამეთუ თავადი ესე ესაია იყო ყმა მეფისა გიორგისა, წარგზავნა ესე და თეშქაშიცა გაატანა მეფემან.
და რა მიართუა ფეშქაში, არა აღიღო ლანგ-თემურ, რამეთუ სწყრებოდა ფრიად, და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: „უკეთუ გინდა წაუჴდენლობა ქუეყანისა ამის, მოდი ჩემ თანა და გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა და მოგცემ ჴელშეუალად ქუეყანასა მაგას და სხუასაცა მრავალსა საბოძვარსა. და უკეთუ არა გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი და მოდი ჩემ თანა და მოგცემ ქუეყანასა მაგას. და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშჳდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო. და უკეთუ არა მოხვალ, დავასრულებ ჯა[ვ]რსა ჩემსა შენ ზედა და ქუეყანასა შენსა ზედა, ანუ დავასრულო ცხოვრება შენი და ქუეყანაცა, და უკეთუ მოხვიდე, მიფიცავს თავსა მაჰმადისასა, რამეთუ უკეთესი პატივი მოგცე შენ კეისრისაგან და მშჳდობით განგიტევო, და უკეთუ არა, მიეცნენ ძენი და ასულნი შენნი ტყუეობად“.
და რა წავიდა მოციქული, ლანგ-თემურ განიზრახა თჳსაგან: „ესე უწყი, აღიღებენ მოსავალსა, და განიგულვენ სიმაგრეთა. და არღარა მოვლენ ჩემ თანა“. და ამისთჳს არა უსმინა ხუეწნა მათისა გიორგისი და წარემართა სპითა მრავლითა, რამეთუ სწადოდა მიზეზით შეპყრობა მეფისა გიორგისი.
და რა სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, დაიხიზნა ყოველივე ქართველი და მოიმკეს მოსავალი და წარიღეს თჳსთა თანა. წარვიდა ლანგ-თემურ და ჩადგა შიდა ქართლსა და იდგა ხანსა რაოდენსამე, და ვეღარა მოაჴელეს რა, მისჭირდა. და წარმოვიდა.
და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და იყო მაშინ ციხისთავად სახელით ნაზალ და ოცდაათნი თავადნი ჩინებულნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი. და მაშინ სპანი ლანგ-თემურისანი ზარობდეს ციხისა მისგან, რამეთუ მრავალგზის მრავალი ჭირი ენახათ ქართველთაგან და, ვითარცა კანჯარი ლომთაგან ეგრეთ თრთოდენ ქართველთაან რამეთუ ერთი ქართველი ათსა მათგანსა წარიქცევდა და იცოდნენ ციხისა მის სიმაგრე და საზრდელთა სიმრავლე.
მაშინ განმზრახთა თჳსთა თანა არჩივა ლანგ-თემურ, და ცდილობდნენ, თუ რამ ეყო ციხისა მისთჳს. ესრეთ ურჩივეს მათ, რამეთუ იციან სულად ყოველმან კაცმან, უკეთუ შემოადგება ლანგ-თემურ ციხესა რომელსამე, არა მოეშუების, რომე არა აღიღოს. და დაასკუნეს შემოდგომა ციხისა მის და აღება. მაშინ მიუდგნენ სპანი ლანგ-თემურისანი ციხესა მას და გამოვიდსნენ სპანიცა ციხოსანნი და შემოუტივეს სპათა ლანგ-თემურისათა.
ჰყვანდა ლანგ-თემურს უკან ჯარი დამალული და უკ-მოეცალნენ თათარნი. მაშინ მიეტევნეს ციხოვანნი და მოსწყჳტეს და ყვეს მრავალი ზიანი. მაშინ დიდად განძჳნდა ლანგ-თემურ და ბრძანა ორისავე კუთხის ციხის აგება. და თჳთ მიადგა კარსა ციხისასა და მუნცა ბრძანა აგება ციხისა. და რა გამოვიდა კჳრა ერთი, და შეიგნეს დიდად სიმაგრე ციხისა და ვერა აღება შინაგან ციხისა მის და უშიშრობა ციხოვანთა. და იყო მუნ კლდე ერთი და მუნითგან პოვეს მცირე რამე აღსავალი.
მაშინ იყო სპათა ლანგ-თემურისათა კაცი ერთი, სახელად ბეგიჯაგ, მისრელი, და მან მოიჴელოვნა და აღვიდა ღამე მალვით შინაგან ციხისად, აღიყვანა თხა ერთი და დაკლა მუნ ამისთჳს, რომე ესე შეეტყო ქართველთა ციხოვანთა, რომე შემოპარულან ციხესა ამას ლაშქარნი ლანგ-თემურისანი. და მაშინ იყვნეს ქართველნი უშიშრად. მაშინ უჩუენა კაცმან მან აღსავალი ციხისა. მაშინ განიხარა ლანგ-თემურ და ბრძანა ჴელოვანებით დაწნა კიბისა ბანბისა და აბრეშუმისა, და აგზავნეს კაცი იგი პირველაღსრული და მან კაცმან მოაბა წუერი ერთი კიბისა ადგილსა მაგარსა მის კლდისასა, და ღამე შევიდა ჯარი ლანგ-თემურისა და აღივსო ციხე იგი ჯარითა. და მაშინ წარვიდა ზოგი რამე ჯარი და განუღო ციხის კარი ლანგ-თემურს და სპათა მისთა.
და რა სცნეს ქართველთა საქმე ესე, მაშინ შეებნენ გულ-მესისხლედ და ბრძოდეს თავ-გამომეტებით. და იყო ბრძოლა ძლიერი და მოსწყჳტეს ჯარი ლანგ-თემურისანი მრავალნი, და ბოლოს დარჩა გამარჯუება ლანგ-თემურს სიმრავლისაგან ლაშქართასა და აღიღო ციხე იგი. და მოართუნეს მრავალნი დიდებულნი აზნაურნი დარჩენილნი ლანგ-თემურს და წარკუეთნეს ყოველთავე თავნი; და ციხისთავსა მას, რომელსა ერქუა ნაზალ, მასცა წარკუეთა თავი, და ცოლი მისი მისცა მპყრობელსა შირვანისასა. და ციხისა ამის ამღებსა მისცა წყალობა მრავალი, და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას შინა, და დაუყენა ციხისა მის თავად სახელად მაამადი დაუყენა მცველნი მრავალნი. და უბრძანა გარეშემოთა წმიდათა ეკლესიათა დარღუევა და მოოჴრება და, რაოდენიცა პოვონ, მოსრვა და სრულიად ამოწყუეტა. და წარვიდა მიერითგან და არღარა შესძინა ლანგ-თემურ მოსვლად საქართველოსა შინა.
და მოვიდა კუალად მეფე გიორგი და დაიპყრა სამკჳდრო თჳსი ქართლი და იყო უშიშრად.
და დაასრულა ლანგ-თემურ მოოჴრება ქართლისა და წარვიდა სხვათა ქუეყნისა დაპერობად. და ქმნა მრავალნი საქმენი დიდძალნი ლანგ-თემურ, რომლისა ცხოვრება მისი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა შინა სპარსთასა, ხოლო ჩუენ აღვწერეთ ყოველივე მოსვლა მისი ქართლად და აოჴრება ქართლისა, რომელი არა სადა მოწევნილ არს ქართლსა ზედა ჭირი ესევითარი, რაოდენი ამან მოაწივა.
ხოლო, შემდგომად წარსვლისა ლანგ-თემურისა, კუალად დაიპყრა ქართლი მეფემან გიორგი. და ამან ლანგ-თემურ დაიპყრა ქურთისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზის ადრაბაგანი და დაიჭირა ბურსას მჯდომი ხონთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა და, შემდგომად მაჰმადის გამოჩენისა, გამოჩნდა კაცი ერთი ოსმან სახელითა და სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობა, განიმრავლა მრავალი საქონელი მეკობრობითა და მით შემოიყარა მრავალი კაცი. და დაიპყრა არაბისტანი და ტახტად ჰქონდა ბურსა და დაჯდა მუნ და ვიდრე ბაიაზით ხონთქრადმდე ძეთა მისთა ეპყრათ ბურსა. და ესე ბაიაზით ხონთქარი დაიპყრა ლანგ-თემურ და ჩასუა რკინის ყაფაზაში და რკინის ყაფაზით ატარებდა, და თემი მისი ლანგ-თემურ დაიპყრა. და კეისარმანც მოართო ძღუენი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს. და დაიპყრა რუსეთი, წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანში და მუნ მოკუდა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა.
და მაშინ განუყო ძეთა თჳსთა თემნი და ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხორასანი და რომელსამე ადრაბაგანი. და მიერითგან ვერღარა შესძინეს ძეთა მისთა ქართლად მოსვლა, რამეთუ იყო ურთიერთას შინა შური და ჴდომა. და დაიწყო ქართლმან შენობა. და ხანსა რაოდენსამე უკან მოკუდა მეფე გიორგი.
<< წინ |