თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ
არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა
მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. ფარისეველი იგი წარდგა და ამას
ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი,
მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა
შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს
დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა:
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ
თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი
დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
(სახარება ლუკასაგან, თავი 18, მუხლები 9-14 ) |
მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ ქმნილ არს, არამედ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.
ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთეჲ, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოველთა სიბოროტეთაგან.
მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა.
ნუმცა ვილოცავთ ფარისევლებრ, ჰოი, ძმანო, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბლდეს. მოვედით დავმდაბლდეთ წინაშე ღვთისა მარხვითა, და მეზვერისა ხმასა ვღაღადებდეთ სულთქმით და ლმობიერად: ღმერთო, გვილხინე ჩვენ ცოდვილთა ამათ, და მოგვანიჭე ბრალთა შენდობა მრავალ-მოწყალეო, და გვიხსენ მწარეთა მათგან სატანჯველთა საუკუნეთა.
ფარისეველი ზვაობისაგან მწარისა ძლეული, ხოლო მეზვერე იგი სინანულისა მიერ ტკბილისა ლმობილი, შეგივრდეს შენ უფალო; არამედ ერთი იგი სიქადულითა, განვარდა კეთილთაგან; ხოლო მეორე სიმდაბლისა მიერ, ღირს-იქმნა მიმთხვევად ნიჭთა შენთა, რომლისა სულთქმანი დანერგენ გულთა შინა ჩვენთა ქრისტე, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, უწყი საღმრთო ძალი ცრემლთა; რამეთუ ეზეკია სიკვდილისაგან იხსენ, და მეძავი იგი ბრალთა სიმრავლისაგან, და კვალად მეზვერე ფარისეველისა უმეტეს განამართლე; ამის-თვისცა მეცა გევედრები: მათ-თანა აღმრაცხე, სახიერ, და შემიწყალე მე.
ვევლტოდეთ ფარისეველისა მის სიმაღლესა, და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლეჲ, და სულთქმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვჰყოთ: შეგვიწყალენ ჩუენ მხოლოო მრავალ მოწყალეო.
სულთქმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა, და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩუენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფესა, ნებავს ცხოვრება ყოველთა კაცთა, და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩუენ-თვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.
მეზვერისა და ფარისეველისა განყოფილება გულის-ხმა-ჰყავ, სულო ჩემო, ერთისა მის უკვე მოიძულე ამპარტავნებისა ხმა; ხოლო მეორისასა ჰბაძევდი ღვთისა ლმობიერად ვედრებასა, და იტყოდე: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, და შემიწყალე მე.
ფარისეველისა მის მოქადულისა ხმა მორწმუნენო მოვიძულნეთ, ხოლო მეზვერისა კეთილად ლმობიერებით ვედრებასა ვბაძვიდეთ, ნუ მაღლად ვბრძნობთ, არამედ თავნი ჩვენნი დავიმდაბლნეთ და ლმობიერებით ღაღად-ვჰყოთ: ღმერთო, გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.
საქმეთა სიქადულისა მიერ განიმართლებდა თავსა თვისსა, უფალო, ფარისეველი იგი, ამისთვისცა დასაჯე, ხოლო მეზვერისა იგი სულ-თქმა სინანულითურთ შეიწირე მხსნელო, და განამართლე; რამეთუ გძაგან მაღალნი გონებითა და გულითა, და სულითა შემუსრვილითა არა შეურაცხ-ჰყოფ. რომლისათვის ჩვენცა შენ შეგივრდებით სიმდაბლით და შემუსრვილებით: რომელმან ივნე ჩვენთვის ხორცითა, მოგვმადლე მოტევება ცოდვათა ზეგარდამო, და მოგვანიჭე დიდი წყალობა.