სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

წარღვნის „მექანიზმი“

საინტერესოა, „ბიბლიური წარღვნის“ სახელით ცნობილი კატასტროფული მოვლენების პერიოდში რეალურად რა პროცესები მიმდინარეობდა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას საჭიროა ვიცოდეთ, რომ ზებუნებრივი მოვლენების შესაბამისობა ბუნების კანონებთან არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მათ საკვირველებას. უფრო მეტიც, უმეტესად საკვირველი ფაქტია არა „დარღვევა“, არამედ თვით არსებობა ამ კანონებისა, რომელთა ერთადერთი ახსნა-განმარტება შეიძლება იყოს მხოლოდ გონიერი შემქმნელის არსებობა და არა სამყაროს შექმნის შემთხვევითობა, როგორც ამას ამტკიცებს მატერიალიზმი და ევოლუციის თეორია.

აი, როგორ არის აღწერილი წმ. წერილში კატასტროფის დასაწყისი: „მეექუსასესა წელსა ცხოვრებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წჳმა ქვეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე“ (შესაქ. 7,11-12).

აი, როგორ აღწერდნენ იგივე მოვლენას გეოფიზიკოსები: დედამიწის წიაღის უწყვეტმა გაცხელებამ მიწის ქერქი მიიყვანა დაძაბულ, კრიტიკულთან მიახლოებულ მდგომარეობამდე. თუნდაც უმნიშვნელო ზემოქმედება გარედან, როგორიც შეიძლება ყოფილიყო მსხვილი მეტეორიტის ჩამოვარდნა, ასევე ჩვეულებრივი მოზღვავებული დეფორმაცია, გარდაუვლად გამოიწვევდა მიწის ქერქის (ზედაპირის) გახლეჩას. ამ გახლეჩას, რომელიც ქანებში ბგერის სიჩქარით ვრცელდება, სულ ორი საათი დასჭირდებოდა მთელი პლანეტის შემოსავლელად. წნევის ზემოქმედებით წარმოქმნილი ნაპრალების გზით - წყარონი უფსკრულისანი - ამოტყორცნილი ქანები მიწისქვეშა წყლებთან ერთად დაიძრნენ (ჩვენს დროშიც კი ვულკანური ამონაფრქვევის 90%-ს შეადგენს წყალი). გამოთვლების თანახმად, მთელი ენერგია ამ ამოფრქვევისა 10000-ჯერ აღემატებოდა კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევისას წარმოქმნილ ენერგიას. ქანების ამოტყორცნის სიმაღლემ შეადგინა დაახლოებით 20 კმ. ხოლო ატმოსფეროს ზედა ფენებში ასულმა ფერფლმა წყალ-ორთქლოვანი დამცავი ფენა მიიყვანა აქტიურ კოდენსაციამდე და რღვევამდე, რომელიც მიწაზე წვიმის ნიაღვრის სახით გადმოვიდა. წყალდიდობისას მიწისქვეშა წყლებმა ლომის წილი შეადგინა - საერთო რაოდენობა წიაღიდან ამოფრქვეული წყლისა უტოლდება დაახლოებით დღევანდელი ზღვებისა და ოკეანეების წყლების მარაფის ნახევარს. წყარონი უფსკრულისანი რწყავდნენ მიწის ზედაპირს 150 დღის განმავლობაში (შესქ. 7,24), მაშინ, როცა წვიმა მოდიოდა მხოლოდ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, ჩატარებული გამოთვლების თანახმად, საათში 12,5 მმ ინტენსივობით იფარებოდა მიწა.

ბუნებრივი საკვალსათბურო საფარის გაქრობამ გამოიწვია მომენტალური აციება და ძლიერი გამყინვარება პლანეტის პოლარულ მხარეებში. პოლარულ მყინვარებში ჩაყინული აღმოჩნდა ტროპიკული ფლორისა და ფაუნის მრავალი წარმომადგენელი. პალეონტოლოგები მუდმივად ნახულობენ მარად გაყინულობაში საუკეთესოდ შემონახულ ნაშთებს ძველი ცხოველებისა და მცენარეებისა - მამონტებს, ხმალკბილა ვეფხვებს, პალმის და ქლიავის ხეებს მწვანე ფოთლებითა და მწიფე ნაყოფით და სხვა მსგავსს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ალეუტები ხშირად კვებავდნენ თავიანთ ძაღლებს გაყინული მამონტების ხორცით. სენსაციური აღმოჩენა იყო აღმოჩენა ისეთი მამონტებისა, რომელთაც კუჭში გადაუმუშავებელი, პირში კი ნახევრად დაუღეჭავი საკვები ჰქონდათ.

ცნობილი მამონტი ბერეზოვკიდან, რომელიც
აღმოაჩინეს 1901 წელს მთლიანად შემონახული
სახით გამყინვარებაში. მას ხორთუმი მოჭმული
ჰქონდა მტაცებლების მიერ, პოვნის მომენტის
შემდეგ ერთი თვის განმავლობაში
მკვლევართა მისვლამდე

მარად გაყინულობა სხვა არაფერია, თუ არა მყისიერად გაყინული წყლიანი ტალახის მასის ფენა, საერთო სიღრმით რამდენიმე მეტრიდან დაწყებული ათეულ ასეულობით მეტრამდე (ცაკლეულ ადგილებში 1200 მეტრის სიღრმემდე გაბურღვითაც კი ვერ მიაღწიეს კლდოვან უბნებამდე) და ის, შეიძლება ითქვას, სავსეა საუკეთესოდ შემონახული მცენარეული და ცხოველური ნაშთებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იგივე დანალექი გეოლოგიური შრეებია, მაგრამ არა გაქვავებული, არამედ გაყინული სახით. ამიტომ ყველაფერი, რაც დღეს შეიძლება სხვა ადგილებში მოინახოს - უკეთეს შემთხვევაში ნამარხების სახით - აქ წარმოდგენილია „ცოცხლად გაყინულ“ მდგომარეობაში. სპეციალისტები თვლიან, რომ მსგავსი ეფექტის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ტემპერატურის „მყისიერი“ დაცემით -50... -100 გრადუს ცელსიუსამდე. ყველაფერი ეს უდავოდ ადასტურებს კატასტროფის მიულოდნელობას და უარყოფს თანდათანობით გამყინვარების თეორიას.

წარმოქმნილ გიგანტურ ოკეანეში მძვინვარებდა უზარმაზარი შტორმული და განუწყვეტელი მოქცევითი ტალღები, რომლებიც დარჩენილი ხმელეთის ნაწილებიდან რეცხავდა ყოველივე ცოცხლად გადარჩენილს და ქვემოთ მიაქანებდა, სადაც მღვრიე ტალახოვანი დინებით, ვულკანური ფერფლითა და დანალექი ნივთიერებით დამარხულნი ფორმირდებოდნენ ეგრეთ წოდებულ „დინოზავრის საფლავებად“ - ადგილი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს აღმოჩენები დიდრონი და წვრილფეხა ცხოველების სრულიად განსხვავებული სახეობების გაქვავებული ნამარხების გიგანტური გროვებისა. ამ გროვების ქაოტურობა და ნამარხების განლაგების არაბუნებრიობა ჩამარხული არსებების უეცარ და იძულებით სიკვდილზე მეტყველებს.

ადგილობრივი მკვიდრი დემონსტრირებას ახდენს
ბერეზოვკის მამონტის რბილი ქსოვილების უვნებელი
მდგომარეობისა - კერძოდ გენიტალიისა და კუდის

გახსნილი ნივთიერებებით გაჯერებული სუსტმჟავიანი ცხელი გეოთერმული წყლები ერეოდა ცივი ოკეანის მცირეტუტოვან წყლებს. ამან გამოიწვია როგორც თავდაპირველად გახსნილი და ზედაპრზე გამოტანილი ნივთიერებების, ასევე ნეიტრალური რეაქციების პროდუქტების ინტენსიური გამოყოფა. შედეგად მთელი ჩვენი პლანეტა დაიფარა დანალექი ქანების სქელი ფენებით. წყლის ზედაპირზე ამოტივტივებული ხეებისა და მცენარეების გიგანტური მცურავი „კუნძულები“ დრეიფში მოექცა, რომლებმაც ჩაძირვის შედეგად წარმოშვეს თანამედროვე ქვანახშირის ბუდობები.

უნიფორმიზმის თეორიის ტრიუმფის პერიოდში მიღებულად ითვლება აზრი, რომ ნალექი ქანები წარმოიშობოდნენ ოკეანის ფსკერზე მილიონობით წლების განმავლობაში, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებამ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე ჯერ კიდევ ვერ გასცა პასუხები შემდეგ შეკითხვებს:

ეს თევზი დამარხულ იქნა დანალექი
ქანებით ისე, რომ ვერც კი მოასწრო
გვარიანად საუზმობა

- რატომ ფარავს დანალექი ქანები თითქმის თანაბრად პრაქტიკულად დედამიწის მთელ ზედაპირს, თუ პლანეტა მთლიანად არასოდეს ყოფილა დაფარული წყლით?

- როგორ წარმოიშვა ნამარხები, თუ ნეშტების მინერალური მარილებით დაფარვას ნელ-ნელა მოსული ნალექის სახით სჭირდება ათასწლეულები, ხოლო მისი ბაქტერიებითა და ნეკროფაგებით ლპობისა და განადგურებისთვის ერთი თვეც საკმარისია;

„პოლისტრატი“ - ნამარხი ხის ტანი,
რომელიც კვეთს რამოდენიმე შრეს

- რატომ ადასტურებს ნამარხებისა და ანაბეჭდების უმრავლესობა ორგანიზმების მყისიერ სიკვდილსა და დამარხვას? არცთუ იშვიათად ნახულობენ გაქვავებულ თევზებს უფრო პატარა თევზის ჭამის პროცესში, ან თუნდაც ნალექი ქანებით დამარხულებს მშობიარობის მომენტში;

- როგორ აიხსნება ნალექის სიღრმეში გაქვავებული ხეების არსებობა, რომლებიც რამდენიმე ნალექ ფენას კვეთს?

- რატომ აქვთ კარბონულ დანალექ ქანებს თეთრი ფერი და რატომ არიან ისინი პრაქტიკულად მოკლებული შენაერთების იმ რაოდენობას, რომლებიც მილიონობით წლების მანძილზე უნდა დაგროვილიყო ამ ქანების თანდათანობით დალექვით?

დროთა განმავლობაში მსგავსი კითხვების რაოდენობა მხოლოდ მატულობს და უფრო მეტი და მეტი სპეციალისტი ბრუნდება ადრე საყოველთაოდ მიღებული თეორიის პოზიციაზე, რომლის მიხედვით დედამიწის დანალექი ქანები, ქვანახშირის შრეები და ნამარხი გაქვავებულობანი წარღვნისმიერი წარმონაქმნებია.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>