და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ,
იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ? |
ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე,
რა ქვებია და რა შენობები!
მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება? |
რამდენადაც უფალი ბევრს საუბრობდა, იერუსალიმის მოოხრებაზე, მაგალითად: „აჰა ესერა დეტეოს თქვენგან სახელი თქუენი ოხრად“, მოწაფეებს უკვირდათ, რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი შენობები უნდა დარღვეულიყო და ამიტომ, უჩვენებდნენ მას გასაოგნებელ კეთილსახიერებას ტაძრისა. მაგრამ ის უწინასწარმეტყველებს, რომ მოიუხედავად ამისა, ყველაფერი ამისგან ქვა-ქავზე არ დარჩება. ამის საწინაარმდეგოდ, ზოგიერთნი ამბობენ, თიტქოს იერუსალიმის ძველი ქალაქიდან ბევრი რამ გადარჩა და ამრიგად ცდილობენ ქრისტე მატყუარად გამოიყვანონ. მაგრამ სულ ტუილად, რადგან თუ გადარჩა კიდეც ზოგიერთი რამ (რაც სხვათაშორის უსამართლობაა), ქვეყნის საყოველთაო აღსასრულამდე ქვა-ქვაზე არ დარჩება, თუმცა როგორც ისტორია მოწმობს, ელი ადრიანმა გათხარა ქალაქისა და ტაძრის უღრმესი საფუძვლები, ასე რომ, მის მიერ აღესრულა წინასწარმეტყველება იმაზეც, რომ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. როდესაც უფალი ზეთისხილის მთაზე იჯდა, მასთან მივიდნენ მოწაფენი და ეკითხებოდნენ, „როდის იქნება ეს?“ ანუ როდის ასრულდება წინასწარმეტყველება იერუსალიმზე? ის კი სანამ მათ კითხვაზე უპასუხებდეს, განამტკიცებს გონებას მათსას, რათა არ ცდუნდნე, რამეთუ სალმობათა დასაბამისას გამოჩნდა ხალხი, რომლებიც თავის თავს მასწავლებლებს უწოდებდა; ამიტომაც აუბნება უფალი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ“.
„ოდეს ყოფად არს ესე?“ ანუ როდის როდის ასრულდება წინასწარმეტყველება იერუსალიმზე? ის კი მანამ, სანამ მათ კითხვას უპასუხებდეს, განამტკიცებს გონებას მათსას, საცთურში რომ არ ჩაცვივდნენ. რადგანაც სალმობათა დაწყებასთან ერთად იუდეაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავის ტავს მოძღვრებს უწოდებდნენ. ამიტომაც ეუბნება უფალი: „ეკრძალენით ნუ უკვე ვინმე გაცთუნნეს თქუენ“.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ. რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე. |
მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად
იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.
ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. |
„რამეთუ მრავალი მოვიდოდიან“, ასეთები იყვნენ, მაგალითად იუდა (გალილეველი) დათევდა, რომლებიც თავს ღმრთის ცხებულად ასაღებდნენ. :გისმოდიან, - ამბობს, - ბრძოლანი,“ ეს ის ომებია, რომლის შესახებაც იოსებ ფლავიუსიც გადმოგვცემს და რომლებიც წინ უძღოდა იერუსალიმის დანგრევას. იუდეველები მაშინ აჯანყდნენ და სეწყვიტეს რომაელებისთვის ხარკის მიცემა, ხოლო განრისხებული რომაელები მათ დასალაშქრად წავიდნენ და მუდმოვად აწყობდნენ თავდასხმებს „არამედ არღარა არს აღსასრული“ იერუსალიმისა, ვინაიდან რომაელები ჯერ კიდევ იჩენდნენ კაცთმოყვარეობას. და მხოლოდ ომები არ იყო, არამედ ღმრთის მიერ გამოგზავნილი სხვა სასჯელებიც - შიმშილი და მიწისძვრები, რომლებიც ნათლად უჩვენებდნენ იუდევლებს, რომ თავად უფალი აწარმოებს მათტან ბრძოლას, და მაინც, ეს მხოლოდ „დასაბამია სალმობათა“, ანუ მოსალოდნელი უბედურებებისა. თქვენ კი, - ამბობს - გაფრტხილდით, ვინაიდან სამსჯავროზე გადასცემენ, დროულად გადააქცევს საუბარი მათეზე, რომ მათ სამსჯავროზე გადასცემენ, ეს იმიტომ, რომ საერთო მწუხარებისას მათ გარკვეული შვება ჰპოვონ საკუთარ მწუხარებაში. მაგრამ როდესაც უფალმა უთხრა: „წინაშე მეფეთა და მთავართა წარსგეთ ჩემთვის“.
ამ სიტყვებითაც არანაკლები ნუგეში მიანიჭა მოწაფეებს, კერძოდ იმაში, რომ ისინი ეწამებიან მის გამო. „სწავებელთა მათთა“, ანუ რათა პასუხი არ ჰქონოდათ და იხილონ ტავიანთი განკითხვა უკვე იმაში, რომ თქვენი წამებით ვერ შეძლებენ ჭეშმარიტების დამარცხებას, ხოლო მოწაფეებმა რომ არ იფიქრონ, თითქოსდა სალმობანი და მწუხარებანი შეუშლიან ხელს სახარების ქადაგებას უფალი ამბობს, რომ „პირველად ჯერ არს ქადაგებად სახარებაი ესე“. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მოსაოხრებლად იერუსალიმი. იმის შესახებ, რომ სახარება მართლაც ყველგან იქნება ნაქადაგები ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე, მოუსმინე პავლეს: „მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და მსოფლიოს კიდეებს - მათი სიტყვები“ (რომ. 10, 18) და ეს გარემოება იუდეველთა უმეტესი სასჯელის მიზეზი გახდა, ანუ ის რომ მოძღვრება გავრცელდა ყველგან ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე. რამეთუ ხედავდნენ რა, რომ ეს მოძღვრება მოკლე დროში გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მათ უნდა შეეცნოთ ამაში ღმრთის ძალა, შეენანებინათ და ამრიგად განთავისუფლებულიყვნენ მწუხარებათაგან. მაგრამ მათ ვერ გულისხმაყვეს; ამიტომაც მით უფრო მეტ სასჯელს დაექვემდებარებიან.
და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით,
რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ
არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. |
ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ,
რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად,
ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.
და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. |
მართლაც, მანამ, სანამ დაიწყებოდა გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებისა იუდეველებთან, რა აღარ მოითმინეს მათგან მოციქულებმა, გადასცემდნენ რა მათ სამსჯავროზე და აგზავნიდნენ მეფეთა: ჰეროდეს, აგრიპასა და ნერონის წინაშე, მაგრამ თქვენ, - ეუბნება „ნუ წინასწარ ზრუნავთ“, რა უპასუხოთ: იმ დროს სულიწმიდისაგან მოგეცემათ, თუ რა უნდა ილაპარაკოთ. ამასთან უწინასწამერტყველებს მათ იმასაც, რაც ყველაზე უარესია: კეროძოდ, რომ დევნილნი იქნებიან თავიანთი შინაურების მხრიდანაც. ამას იმიტომ ეუბნება, რომ ისინი, ამის მსმენელნი, წინასწარ მოემზადონ განსაცდელთათვის და შემდგომში ადვილად შეძლონ მათი გადატანა. ამის შემდეგ ნუგეშისცემა მოჰყვება: ჩემი სახელის გამო იქნებოდითი მოძულებულნი, ეუბნება. ეს ყველაზე დიდი შვებაა უბედურებაში. უდიდესი ნუგეში მდგომარეობის იმაშიც, რომ ვინც სრულად ითმენ, ის ცხონდება.
ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ,
მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ
რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა! |
როდესაც იხილავთ
გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო
ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. |
„საძაგელი იგი მოოხრებისა“-ში იგულისხმება იმისი ქადაგება, ვინც იერუსალიმის მოოხრებას დაუქვემდებარა, ვინაიდან „საძაგლად“ იწოდება ყველა კერპი: „საძაგელი იგი მოოხრებისა“ ეწოდება იმიტომ, რომ იგი დადგეს ტაძრის საკურთხევლის შიგნით, როდესაც იერუსალიმი აიღეს და ამის გამო დაექვემდებარა ის მოოხრებას. თუმცა, ჯერ კიდევ პილატემ, შეიატანა ღამით კეისრის გამოსახულება ტაძარში, რითიც ხალხში დიდი შფოთი გამოიწვია. ამ დროიდან დაიწყო ომებიც და იერუსალიმის მოოხრებაც. „მაშინ, რომელი იყვნენ ჰურისტანს, ივლტოდედ მთად“. კარგადაა ნათქვამი: „რომელი იყვნენ ჰურიასტანს“ (ყველანი ზოგადად და არა მოციქულები), ვინაიდან მოციქულები მაშინ არ იყვნენ იუდეაში, არამედ, როგორც ვთქვით, ისინი ომამდე იქნენ განდევნილნი იერუსალიმიდან, ან უფრო უკეთ, თავად წავიდნენ იქიდან, სულიწმიდით აღძრულნი. ამრიგად, დაე გაიქცნენ იუდეაში დარჩენილნი. ხოლო ვინც ერდოზე იქნება, ნურაფრისთვის ნუ დაბრუნდება საკუთარ სახლში: მოხარული უნდა იყოს იმისაც, თუ თუნდაც შიშველი გადარჩება. მაგრამ უბედურება დაატყდებათ ჩვილების პატრონ ქალებსა და ორსულებს იმ დღეებში. რატომ? იმიტომ, რომ პირველებს ბავშვები ჰყავთ და აკავებთ რა მათდამი სიყვარული, არ ძალუძთ გაქცევა; მუცელქუმულთათვის მოუხერხებელი იქნება გაქცევა ორსულობის სიმძიმის გამო. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის მითითებული ბავშთა მჭამელებზე, რადგან ალყაშემორტყმული იუდეველები შიმშილობის დროს თავიანთ შვილებზეც კი სწევდნენ ხელს.
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა. რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს. და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი. |
ილოცეთ, რათა
გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.
რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. |
ეს გაქცევა ზამთარში რომ მომხდარიყო, დროის თანამდევი სიძნელეები დააბრკოლებდა გაქცევის მსურველთ. და საერთოდ, ჭირი იქნებოდა უმძიმესი, რომელიც კი ოდესმე ყოფილა და იქნება. „და არა თუმცა ღმერთმან შემოიკლნა დღენი იგი“, ანუ სწრაფად რომ არ დაემთავრებინა რომალეთა ომები „არამცა ცხონდა ყოველი ხორციელი“, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი იუდეველი. მაგრამ „რჩეულთათვის“, ანუ იმ ებრაელთა გამო, ირქმუნეს და შემდეგში უნდა ერწმუნათ, ომი სწრაფადვე დამთავრდა. რადგან ღმერთმა განჭვრიტა რა, რომ ტყვეობაში ჩავარდნილ ებრაელთაგან მრავალი ირწმუნებდა, ამის გამო არ დაუშვა, იუდეველი ხალხის ბოლომდე დაღუპვა. მაგრამ შეიძლება გულისხმავყოთ ეს ზნეობრივი მიმართებიც. „საძაგელი იგი მოოხრებისა“ არის ყოველგვარი სატანური გულისთქმა, რომელიც „წმიდა ადგილას“ დგას - ჩვენს გონებაში. ამ შემთხვევაში „რომელი იყვნენ ჰურიასტანს ივოდედ“, ანუ იტყვიან რა აღსარებას, დაე სათნოებათა მთაზე ავიდნენ (იუდეა - ნიშნავს „აღსარებას“ „ქადგებას“). ხოლო ვინც უკვე დგას სიმაღლეზე, დაე ნუ ჩამოვა. ვინაიდან, როდესაც რომელიმე ვნებიანი გულისთქმა დადგება ჩვენში, მაშინ აღსარების მეშვეობით სათნოების სიმაღლეზე ასვლა და ამ სიმაღლიდან არ ჩამოსვლა გვმართებს. და კეთილის ქმნელი, დაე, ნუ ძველი სინდისის ასაღებად - ძველი სამოსისა, რომლისგანაც განიძარცვა, ვაი მას, ვინც ზამთარში ილტვის: რამეთუ უნდა ვილტოდეთ ცოდვისაგან მხურვალედ, ანუ სინანულით, და არა სიცივით, გაუნძრევლად, - რაც ნიშნავს კიდეც ზამთარში სილტოლვას.
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა. |
მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით. |
უფალმა დაამთავრა საუბარი იერუსალიმზე: შემდეგ უკვე იწყებს საუბარს ანტიქრისტეს მოსვლაზე. სიტყვა „მაშინ“ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც დაიწყება იერუსალიმზე თქმულის აღსრულება, მაშინ ნუ ერწმუნებით, თუკი ვინმე გეტყვით: „აჰა, აქა არ ქრისტე“. არამედ იცოდე, რომ ეს წმიდა წერილის განსაკუთრებული თვისებაა. ასე, მათე მახარებელი, მოგვითხრობს რა ქრისტეს შობაზე, ამბობს“ „მათ დღეშა შინა მოვიდა იოვანე“. რომელ დღეებში? იმ დღეებში ხომ არა რომლებიც უშუალოდ მოჰყვა ქრისტეს შობას, არამედ გაურკვეველია. აქაც, ქრისტეს ამბობს: მაშინ ნუ ცდუნდები, ანუ არა იმ დროს, როდესაც იერუსალიმი მოოხრდება, არამედ ანტიქრისტეს მოსვლისას. ნუ შეცდებით, ეუბნება, რადგან მრავალი მოვლენ ქრისტეს სახელით, რათა რჩეულნიც შეაცდინონ. ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ ყოველი ქმნული შეიცვლება: ქრისტეს გარდამეტებული ნათლისაგანა ვარსკვლავნი ჩაქრებიან და ანგელოზთა ძალნი „შეიძვრებიან“, ანუ შეძრწუნდებიან, ნახავენ რა სამყაროს ამგვარ გარდაქმნას, ნახავენ რა თავიანთ მსგავს მონებს განსჯილთ. მაშინ კი - იხილავენ უფალს, როგორც ძე კაცისას, ანუ ხორციელად, ვინაიდან ხილული მასში არის მისი სხეული. და თუმცა ის მოვა ხორციელად და როგორც ძე კაცისა, მაგრამ „დიადი ძალითა და დიდებით“.
და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა
კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ. |
მაშინ მოავლინებს
თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის
კიდემდე.
ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. |
ხედავ, რომ ძეც ისევე წარგზავნის ანგელოზებს, როგორც მამა? სად არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ იგი არ არის თანასწორი ღმრთისა და მამისა? ანგელოზები მოვლენ მაშინ იმისთვის, რომ შეკრიბონ რჩეულნი, რომლებიც აღტაცებულნი იქნებიან რა ღრუბლებზე, ამგვარად უნდა შეხვდნენ უფალს, ხოლო ის, რასაც მე ვამბობ, აგრძელებს უფალი, ლეღვის მაგალითით შეგიძლიათ გულისხმაყოთ. როგორც ლეღვი, ფოთლებით დაფარული, გვიჩვენებს, რომ ახლოა ჟამი მკისა, ასევე ანტიქრისტეს სამწუხარო დროს, უშუალოდ მოჰყვება ქრისტეს მოერდ მოსვლა, რომელიც მართლათათვის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც მკა ზამთრის შემდგომ, ხოლო ცოდვილთათვის როგორიც მკა ზამთრის შემდეგ. „ამენ გეტყვით თქვენ: არა წარხდეს ნათესავი ესე“, ანუ ნათესავი მართალთა, ანუ ქრისტიანებისა „ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას“, - ყველაფერი რაც ითქვა იერუსალიმზე და ანტიქრისტეს მოსვლაზე. უფალი არ საუბრობს აქ მოციქულთა „ნათესავზე“, რადგანაც მოციქულები არ იცხოვრებენ სამყაროს აღსასრულამდე. მრავალმა მათგანმა იერუსალიმის დანგრევამდეც ვერ იცოცხლა. მაშასადამე, ამ „ნათესავში“ ქრისტიანთა ნათესავს გულისხმობ, ანუგეშებს რა ამგვარად მოციქულებს, რათა მათ არ იფიქრონ, რომ ასეთი მძიმე განსაცდელის შემდგომ რწმენა, შესაძლოა სრულიად შემცირდეს. უფალი ამბობს: კადნიერნი იყავით, არ გადაივლის მართალთა მოდგმა და არ შემცირდება. უწინ ცა და დედამიწა გადაივლიან, ეს, ერთი შეხედვით, შეურყეველი სტიქიაები, ვიდრე ჩემი სიტყვები რაიმეში მაინც არ გამართლდება, რადგან ყველაფერი, რაც მე ვთქვი, იქნება.
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან,
არამედ მამამან. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით. |
მაგრამ იმ დღისა
და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ
მამამ.
ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ. |
სურს რა მოთოკოს მოწაფეთა ცნობისმოყვარეობა უკანასკნელ დღესა და საათზე, უფალი ეუბნება, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ არ იციან ამის შესახებ. მას რომ ეთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ მსურს გაგიმხილოთ, ასეთ შემთხვევაში დაანაღვლიანებდა მათ. ახლა კი, როცა ამბობს, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც მე არ ვიცით, - იგი ფრიად ბრძნულად იქცევა და მთლიანად თოკავს მათ სურვილისგან გაიგონ და თავი მოაბეზრონ მას. ამის გაგებას მაგალითი შეძლებ. პატარა ბავშვები, როდესაც დაინახავენ რაიმეს მამის ხელში, ხშირად სთხოვენ მას და თუკი მამებს არ სურთ მიცემა, ისინი ვერ იღებენ რა რაც ითხოვეს, იწყებენ ტირილს. ასეთ შემთხვევაში მამები მალავენ საგანს, რომელიც ხელში ეჭირათ და უჩვენებენ ბავშვებს ცარიელ ხელებს, რათა შეაკავონ მათი ცრემლები. ასევე უაფლმა, ექცევა რა მოციქულებს როგორც ბავშვებს, დაფარა მათგან უკანასკნელი დღე. სხვაგვარად, რომ ვთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით, - ისინი დამწუხრდებოდნენ, რადგან მას სურდა მათთვის თქმა. ხოლო ის, რომ უფალმა იცის უკანასკნელ დღესა და საათზე, ეს ნათელია, რადგანაც თავად შექმნა საუკუნენი. მაშ, როგორღა არ იცის ის, რაც თავადვე შექმნა? ამისთვის, ჩვენი სარგებლისათვის ღმერთმა დაფარა როგორც საყოველთაო აღსასრული ცხოვრებისა, ისე თითოეული ჩვენგანისა, კერძოდ, რათა ჩვენ, ამ აღსასრულის არცოდნის პირობებში, განუწყვეტლივ ვიღვწოდეთ, ველით და გვეშინია რა, რომ მოუმზადებლებს არ მოგვისწროს. მაგრამ თქმული სხვა მხრივადაც განვიხილოთ. საღამოს დგება აღსასრული, როდესაც ვინმე მოხუცებულობაში კვდება; შუაღამისას - როდესაც შუახანს მიაღწევს, მამლის ყივილისას - როდესაც ჩვენში განსჯა იღვიძებს არაცნობიერის ძილისაგან იწყებს მოქმედებას და გაგებას, მასში თითქოსდა მამალი იწყებს ხმობას. დაბოლოს, დილა სულ მთლად ბავშურ ასაკს აღნიშნავს. ამრიგად, ყველას მართებს სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი. ჩვილი რომ ჩვილია - მასზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოუნათლავი არ მოკვდეს. ამას ამცნებს უფალი ზოგადად ყველას - საერთო ხალხსაც და განდეგილებსაც. ასე რომ ჩვენ მღვიძარებაში უნდა ვიყოთ და ვილოცოთ, აღვასრულოთ ერთიცა და მეორეც, რადგან მრავალნი, თუმცა კი მღვიძარენი არიან, მაგრამ ღამეებს ლოცვაში კი არ ატარებენ. არამედ ცუდ საქმეებში. დააკვირდი იმასაც, რომ ახლა ქრისტეს არ უთქვამს: მე არ ვიცი, როდის დადგება აღსასრულის ჟამი, არამედ „არ იცით“, რადგანაც ჩვენი სარგებლობისთვის დაფარა ეს ჟამი. თუკი ჩვენ არ ვიცით რა აღსასრულის ჟამი, მტრობა გვაქვს ერთმანეთს შორის, რას აღარ ჩავიდენდით აღსასრულის ჟამი რომ არ ვიცოდეთ? მაშინ სიცოცხლის მთელ დროს, სიკვდილამდე, უკიდურესად ცუდ საქმეებში გავატარებდით. ხოლო უკანასკნელ დღეს, გამოვხატავდით რა სინანულს, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდით.