და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა. | და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. |
ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.
და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა
იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. |
ექვსი დღის
შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და
მათ წინაშე იცვალა ფერი. სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად. |
ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება მას. მისი ნაამბობი მოიცავს იმ დღესაც, როდესაც უფალმა აუწყა თავისი მოსალოდნელი ფერიცვალების შესახებ და იმასაც, როცა აღიყვანა (მოწაფეები მთაზე), მაშინ როდესაც მარკოზი საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე. უფალს მიჰყავს და აჰყავს მაღალ მთაზე მხოლოდ სამი რჩეული მოციქული - პეტრე, როგორც მისი აღმსარებელი და შემყვარებელი, იაონე, როგორც მის მიერ შეყვარებული და იაკობი, როგორც დიდი მქადაგებელი და ღმრთისმეტყველი, რომელიც იმდენად სამძიმო იყო იუდეველთათვის, რომ ჰეროდემ, რომელსაც სურდა მოეგო იუდეველთა გული, მოკლა იგი. ისინი აჰყავს მაღალ მთაზე, რათა სასწული მით უფრო დიდებული იყოს, ხოლო „მარტონი“ (განმარტოებით) აჰყავს იმიტომ, რომ სურს საიდუმლო განუცხადოს. თავად ფერიცვალების ქვეშ იგულისხმება არა ასრებითი ცვლილება ქრისტეს იერსახისა, არამედ მისი გაბრწყინება გამოუთქმელი ნათლით, ამასთან ბუნებრივი იერსახე მისი იგივე რჩებოდა, რაც ადრე იყო.
და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. |
და მოევლინა
მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი. და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას. რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ. გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რთმელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას. იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს გარდა. |
ელია და მოსე ბევრი მიზეზის გამო გვევლინებიან ქრისტესთან მოსაუბრედ მაგრამ ორი მათგანის ხსენებაც საკმარისია. რამდენადაც მოწაფეებს უხაროდათ, რომ ხალხში ზოგს იგი ელიად მიაჩნდა, - სხვანი კი - წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთად აღიარებდნენ, იგი მოუვლენს მათ უდიდეს წინასწარმეტყველებს, რათა მოწაფეებმა, ყოველ შემთხვევაში ამ გზით მაინც შეიცნონ განსხვავება მონასა და მეუფეს შორის. აი პირველი მიზეზი, მეორე: რამდენადაც მრავალნი თვლიდნენ ქრისტეს ღმრთის წინააღმდგომად, თითქოსდა საბათის დამსხნელად და სჯულის დამარღვეველად, ის უჩვენებს მათზე ისეთ წინასწარმერტყველებს, რომელთაგან ერთი იყო სჯულის მდებელი, ხოლო მეორე - მოშურნე; ასეთი წინასწარმეტყველები კი არ დაიწყებდნენ მასთან საუბარს, იგი რომ სჯულის დამრღვევი ყოფილიყო და არ შეესრულებინა ის, რაც იქადაგეს. პეტრეს კი ეშინოდა მთიდან ჩამოსვლა (ვინაიდან შიში ჰქონდა უფლის ჯვარცმისა) და ამიტომ თქვა: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ და ნუ ჩავალთ კვალად უფლის გარემოცვაში; რადგან შენი მტრები აქ რომც მოვიდნენ. ჩვენ გვყავს მოსე, ეგვიპტელთა დამმარცხებელი, გვყავს ელია ზეციდან ცეცლის გარდამომვლენელი და ორმოცდაათმეთაურთა მომსვრელი. რაზე საუბრობდნენ მასთან წინასწარმეტყველნი? ისინი საუბრობდნენ მის ჯვარცმასა და სიკვიდლზე. ხოლო პეტრე რას ამბობდა თავადაც არ იცოდა, იმიტომ, რომ ყველა ისინი (მოწაფეები) შეშინებული იყვნენქრისტეს ხელთუქმნელი ნათლითა და დიდებით. მას არ სურდა, რომ იესო ჩამოსულიყო მთიდან, რათა ჯვარცმულიყო ჩვენი გამოხსნისათვის, არამედ სურდა მუდამ მთაზე დარჩენა. მაგრამ მივმართოთ ჩვენი გონება (იდუმალი) ჭვრეტისაკენ. ამ ქვეყნის აღსასრულის შემდგომ, რომელიც ექვს დღეში შეიქმნა, აღგვიყვანს ჩვენ იესო, უკეთუ თუკი (ჭეშმარიტი) მოწაფეები ვართ, „მაღალ მთაზე“ ანუ ზეცად და გამოგვეცხადება უბრწყინვალესი სახით. ახლა იგი დამდაბლებული სახით მოგვევლინა, როგორც ჯვარცმული და დურგლის შვილი, ხოლო მაშინ ვიხილავთ მის დიდებას, როგორც მხოლოდშობილისა; ვიხილავთ აგრეთვე სჯულს და წინასწარმეტყველბსაც მასთან მოსაუბრეს, ანუ მასზე მოსესა და წინასწარმეტყველთა მიერ თქმულს, მაშინ გულისხმავყოფთ და ვპოვებთ მათი წინასწარმეტყველების სრულ განხორცილებას. მაშინ გავიგონებთ მამის ხმასაც, რადგან მამა განგვიცხადებს ძეს და გვაუწყებს: „ესე არს ძე ჩემი“. როგორ გვაუწყებს ამას? ღრუბელი, ანუ სული წმიდა დაგვრჩდილავს, ვინაიდან იგია წყარო ცხოვრებისა.
და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი
იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? |
ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ,
არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით. მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? |
და გარდამო-რაი-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაციასაი მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაი იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ, რაი არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? რატომ ამცნებს იესო მოწაფეენს არავის უთხრან ფერიცვალების შესახებ? იმიტომ, რომ ხალხი გაიგებს რა, ქრისტეს ამგვარი დიდების შესახებ, შემდგომში არ დაბრკოლდეს, როდესაც ჯვარცმულს იხილავს. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოსახერხებელი იქნება განცხადება ამ მეტად დიდებული მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. ამრიგად, მოციქულებმა „ეს სიტყვა ტავისთან დაიმარხეს (საიდუმლო ინახავდნენ რა ამ მოვლენას) და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს „მკვდრეთით აღდგეს“, რამეთუ იგი ჯერ კიდევ ვერ გულისხმაყოფდნენ მის სიტყვებს, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს
პირველად მოსლვაჲ? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს. |
და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა
მოვიდესო? ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის. |
იუდეველტა შორის დადიოდა ხმა, რომ ქრისტეს მოსვლის წინ მოვიდოდა ელია. თუმცა ფარისევლები ისე არ განმარტავდნენ, როგორც საჭირო იყო, ელიას შესახებ დაწერილს, არამედ ბოროტრი განზრახვით ამახინჯებდნენ (წერილის აზრს), მალავდნენ რა ჭეშმარიტებას. რამეთუ ქსრისტეს მოსვლა ორია: ერთი - პირველი (რომელიც უკვე იყო), ხოლო მეორე ჯერ კიდევ წინაა. პირველის წინამორბედი იყო იოანე, მეორეს წინამორბედი კი იქნება ელია. მაგრამ ქრისტე ელიას უწოდებს იოანეს, როგორც მახარებელს, მოშურნესა და მეუდაბნოეს. ამრიგად უფალი უარყოფს ფარისეველთა შეხედულებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს პირველად მოსვლის წინამორბედი ელია უნდა ყოფილიყო. როგორ უარყოფს? იგი ამბობს: „ელია მოვიდეს და კვალად ააგოს ყოველნი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათვის, რაითა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს“ ეს ნიშნავს აი რას: როდესაც მოვა ელია თეზბიტელი, იგი დააოკებს ურჩ იუდეველბს, მოაქცევს მათ რწმენაზე და ამრიგად, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი გახდება, მაგრამ თუ თეზბიტელი, რომელმაც უნდა აღადგინოს ყოველივე, პირველი მოსვლის წინამორბედი იყო, მაშინ როგორღაა დაწერილი, რომ ძე კაცისაი უნდა იტანჯოს? ამრიგად,ორიდან ერთია, ან ელია არ უნდა იყოს პირველი მოსვლის წინამორბედი, თუკი წერილი ჭეშმარიტებას ღაღადებს, რომ ქრისტე უნდა იტანჯებოს, ანდა ფარისეველთა სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ პირველი მოსვლის წინამორბედი თეზბიტელია და მაშინ არარ იქნება ჭეშმარიტება წერილში, რომელიც ღაღადებს, რომ ქრისტე დაიტანჯება. რამეთუ ელიამ უნდა აღადგინოს ყოველივე, და მაშინ აღარ იქნება არც ერთი ურწმუნო ებრაელი, არამედ ყველა ირწმუნებს ქადაგებას, ვინც კი მას ელიასაგან გაიგონებს. უკუაგდეს რა, ამრიგად, ფარისეველთა დამახინჯებულ შეხედულებას, უფალი ამბობს, რომ „ელია (ანუ იოანე) მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა“, რამდენადც არ დაუჯერეს მას და მან მიიღო აღასასრული თავის მოკვეთით, გახდა რა გართობის მსხვერპლი (ჰეროდესი).
და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი
გამოეძიებდეს მათ თანა. და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი. და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას? და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს. |
როცა მოწაფეებთან
დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე
მწიგნობრები. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ. ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ? ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით. სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს. |
იესო, მივიდა რა მოწაფეებთან, იმ ცხრასთან, რომლებიც მასთან ერთად არ ასულან მთაზე, ნახა ისინი ფარისევლებთან მოპაექრენი. ვინაიდან, იესოს არყოფნისას ფარისევლები, მიადგნენ მის მოწაფეებს და თავს ესხმოდნენ, რათა გადაებირებინათ ისინი თავის მხარეს. ამასთანავე, ხალხმა დაინახა თუ არა ის, მაშინვე მიესალმა. ხალხი უყურებდა მას და ესალმებოდა, როგორც შორიდან დაბრუნებულს. ზოგიერთთა აზრით კი, თვითონ იერიც მისი, ფერიცვალების მადლისაგან, გახდა რა კიდევ უფრო მშვენიერი, იზიდავდა ხალხს მისასალმებლად „მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან“... ამ ადამიანს სუსტი რწმენა გააჩნდა, როგორც უფალიც მოწმობს, ამბობს რა: „ჰოი, ნათესავი ურწმუნოი“ და კიდევ ამბობს: „შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. იგი მოწაფეებსაც (იესოსი) აბრალებს, თიტქოს ყველა ისინი ურწმუნონი იყვნენ. მას კი მართებდა ყველას თვალწინ კი არ დაედო ბრალი, არამედ ცალკე, განმარტოებით. ამრიგად, ის ადამიანი, მივიდა რა იესოსთან, ბრალს სდებდა მოწაფეებს, რომ მათ ვერ შეძლეს მისი ძის განკურნება. მაგრამ ქრისტე თავად მის წინაარმდეგ აყენებს ბრალდებას და თითქოსდა ეუბნება: შენ არა გაქვს რწმენა და ამიტომ, თავად შენ ხარ დამნაშავე იმაში, რომ შენი შვილი არ განიკურნა. თუმცა, იესოს სიტყვები მხოლოდ ამ ადამიანს არ ეხება, არამედ ამას იგი საერთოდ ყველა იუდეველზე ამბობს, საყვედურობს რა მათ ურწმუნოებისდა გამო. ვინაიდან მრავალნი იქ2ა მდგომარენნი შეიძლება დაბრკოლებულიყვნენ ამ შემთხვევით.
მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე
თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა. |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო,
ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ
მომგვარეთ! მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული. ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე. მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა. |
ხოლო როდესაც ამბობს იესო: „ვიდრემდე ვიყო თქუენდა“, ამით გამოხატავს, რომ მისთვის სასურველია სიკვდილი, ანუ თიტქოსდა ამბობს: სამძიმოა ჩემთვის ცხოვრება თქვენთან, ურწმუნოებთან. თუმცა ის არ კმაყოფილდება მხოლოდ საყვედურებით, არამედ კურნებას ანიჭებს, აღმოაჩენს რა ყრმის კურნებაში არა მაღალ გონიერებას, არამედ უფრო მეტად - სიმდაბლეს. ვინაიდან დააკვირდი არა თავის ზალას, არამედ იმ ადამიანის რწმენას მიაწერს კურნების აღსრულებას, ამბობს რა: „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ამასთან შერისხა არაწმიდა სულს, როდესაც დაინახა, რომ მასთან ხალხი იკრიბებოდა; კვლავ და კვალ იმიტომ, რომ არ სურდა განეკურნა დიდძალი ხალხის წინაშე, რათა ეჩვენებინა თავისი ძალა და მოეხვეჭა დიდება, ხოლო აკრძალვით და სიტყვებით: „განვედ მაგისგან და ნურარა შეხვალ მაგისას“ გვაუწყებს, რომ ამ ადამიანის ურწმუნოებისდა გამო ეშმაკს კვლავ შეეძლო მასში შესვლა, თუკი შერისხული არ იქნებოდა მისი აკრძალვით. მაგრამ მან მიუშვა ეშმაკი დაეკვეთებინა ყრმა, რათა ყველანი მიმხვდარიყვნენ ეშმაკის ცდუნებას და იმას, რომ ეშმაკს შეეძლო მოეკლა ადამიანი, ღმრთის ხელი რომ არ იფარავდეს მას. გადატანითი მნშჲვნელობით რომ ვთქვათ, ეშმაკი აგდებს ადამიანებს მრისხანებისა და ავხორცობის ცეცხლში და ყოფით საქმეთა მშფოთვარე ტალღებში. ეს ეშმაკი მუნჯია და ყრუ, - ყრუა, როგორც ის, ვისაც არ სურს ისმინოს ღმართაებრივი სიტყვები; მუნჯუ, როგორც ის, ვისაც არ ძალუძს სხვასაც ასწავლოს რაიმე სულისთვის სარგო. მაგრამ როდესაც იესო, ანუ სახარებისეული სიტყვა, უპყრობს ხელს ადამიანს, ანუ წარმართავს მის ქმედით ძალებს, მაშინ ის ტავისუფლდება ეშმაკისაგან. დააკვირდი აგრეთვე, რომ ღმერთი მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ თავად ვამბობთ უარს ვაკეთოთ კეთილი საქმეები. ვინაიდან ნათქვამია: „წამოაყენა“ იგი იესომ, - აი ღმრთის შეწევნა, „და ისიც წამოდგა“. ანუ თავად ადამიანში აღიძრა გულმოდგინება კეთილი საქმისადმი.
და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ
ვერ შეუძლეთ განძებად მას? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. |
როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს:
რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით. |
მოწაფეებს ეშინოდათ, ხომ არ დაკარგეს მადლი, რომელიც ღმრთისაგან ჰქონდათ მინიჭებული, და ამიტომ ხომ არ იყო, რომ ვერ შეძლეს ეშმაკის განგდება. დააკვირდი მათ კრძალულებას იმაშიც, რომ იესოსთან ისინი განმარტოებისას მიდიან - „ესე ნათესავი“ რომელია? ნათესავი, რომელიც ესმაკეული ხდებოდა ყოველი ახალი მთვარის დროს, თუ საერთოდ ეშმაკთა მთელი მოდგმა, რომელიც სხვაგვარად არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით. უნდა იმარხულოს მაინც, ვისაც სურს განიკურნოს; ერთსაც და მეორესაც ეს სჭირდება, განსაკუთრებით კი მოეთხოვება ეს თავად დამაშვრალს; მხოლოდ კი არ უნდა ვიმარხულოთ, არამედ ვილოცოთ კიდეც. და არა მხოლოდ ვილოცოთ, არამედ ვიმარხულოთ კიდეც. რამეთუ ჭეშმარიტი ლოცვა მაშინ აღესრულება, როდესაც მარხვასთანაა შეერთებული; როდესაც მლოცველი საკვებით არ არის დამძიმებული, ლოცულობს ადვილად და საძნელის გარეშე.
და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს. |
წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს. ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით. |
ყველგან, სიტყვას თავის ვნებაზე, იესო აერთებდა სასწულებთან, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი უძულურებისდა გამო ევნო. და ახლა ეუბნება რა სამწუხარო სიტყვას, რომ „მოკლავენ“ მას, აყოლებს სასიხარულოსაც - რომ „მესამე დღესა აღდგეს“, რათა ვიცოდეთ, რომ მწუხარებას ყოველთვის სიხარული მოჰყვება, და ამიტომ არ დავეცეთ სულით, ტყულუბრალოდ, მწუხარებისას, არამედ რაიმე სასიხარულოსაც მოველოდეთ.
ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. |
მაგრამ
მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. |
მოწაფეები, სჯიდნენ რა ჯერ კიდევ კაცობრივად, კამათობდნენ თუ ვინ უფრო უმეტესი და პატივდებული იყო ქრისტეს წინაშე. მაგრამ უფალი, თუმცა არ ძრახავს ჩვენს მისწრაფებას, უმეტესი პატივისკენ (რამეთუ გვიბრძანებს გვსურდეს უმაღლესი), მაგრამ არ გვრთავს ნებას სხვას წავართვათ პირველობა; პირიქით, სურს, რომ სიმდაბლით მივაღწიოთ ამაღლებას. ამრიგად, მან მოწაფეთა შორის ბავშვი ჩააყენა და გვასწავლის მას მივემსგავსოთ. ბავშვი ჩააყენა და გვასწავლის მას მივემსგავსოთ. ბავშვი არც დიდებას ესწრაფვის, არც შურს, არც ბოროტი ახსოვს. და არა მხოლოდ მაშინ მიიღებთ, ამბობს იესო, უდიდეს ჯილდოს, როცა თავად იქნებით ისეთები, როგორი ბავშვია, არამედ თუკი სხვა თქვენს მსგავსთაც შეიწყნარებთ ჩემი გულისთვის. და ამისთვის მიიღებთ ცათა სასუფეველს, რამეთუ მე შემიწყნარებთ; ხოლო თუკი მე მიმიღებთ, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებთ, ხედავ რა ძალა აქვს სიმდაბლეს და ზნეს უბრალოდა და უეშმაკოს? ეს ჩვენში ჩაასახლებს ძესა და მამის და მაშასადამე სული წმიდასაც.
მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა
ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა
შემიდგს ჩუენ. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. |
მიუგო იოანემ და უთხრა
მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ
მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
არც რაიმე შეჯიბრის და არც შურის გამო, ძე ქუხილისა არ უკრძალავს იმ ადამიანს, განასხას ეშმაკები. არამედ სურს, რომ ყველა, ვინც ქრისტეს სახელს მოუწოდებს ქრისტეს, გაყვეს და რომ ყველა მოწაფე ერთ სხეულს შეადგენდეს. სახარების ქადაგების დასაწყისში ხდებოდა ესეც, რომ ზოგიერთებს, დიდებისმოყვარების ვნებით აღძრულთ, სურდათ სასწაულები მოემოქმედებინათ, მაგრამ ხედავდნენ რა, თუ როგორი ძალა ჰქონდა იესოს სახელს, ისინი მოუწოდებდნენ მას და ამგვარად იქმოდნენ სასწაულებს, თუმცაღა უცხონი და უღირსნი იყვნენ უფლის ღამრთაებრივი მადლისა, ვინაიდან უფალს სურდა, რათა მოძღვება გავრცელებულიყო უღირსთა მიერაც. რა ქნა მაცხოვარმა? მან არ დართო ნება იოანეს აეკრძალა სასწაულთა მოქმედებისთვის: „ნუ აყენებთ მას, - ეუბნება, - რამეთუ არავინ არს, რომელმან ქნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის - სიტყუად ჩემდა“. ანუ როგორ გამლანძრავს ის, ვინც ჩემი სახელით დიდებას იხვეჭს და ჩემი მოწოდებით სასწაულებს იქმს. ისე ჩანს, თითქოს უფალი თავის თავს ეწინააღმდეგება, რამეთუ სხვა ადგილას ამბობს: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“. მაგრამ ეს სიტყვები ნათქვამია ეშმაკებზე, რომლებიც ცდილობენ განოშორონ არსნი უფლისაგან და განაბნევენ ღმრთის საკუთრებას, აქ კი საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვათა, სასწაულმოქმედთა, მეშვეობით უფალთან მიიყვანებიან.
რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ,
ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა. |
იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად
გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. |
მეო, ამბობს, არა მხოლოდ არ ვუკრძალავ მას, ვინც ჩემი სახელით სასწაულებს იქმს, არამედ თუკი ვინმე რაიმეს მოგცემთ, თუნდაც მცირედს ჩემი სახელისთვი და არა საერთო კაცთა გულისათვის, ისიც კი არ დაკარგავს თავის სასყიდელს, ხოლო სასმისით წყალზე თქვა, მხედველობაში ჰყავდა რა ადამიანები, რომლებიც სიღარიბეს იმიზეზებენ. თუკი, ამბობს, სასმისით წყალს მაინც მისცემ, - ამაზე ნაკლები კი უკვე არაფერი შეიძლება იყოს, - ესეც კი არ დაგეკარგება, ხოლო თუკი პატივს მიაგებ ერთს ამ მცირედთაგანს, ამით ღმრთის გულს მოიგებ; თუუკი აცდუნე ერთი მცირედთაგანი, სცოდე: უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე შენთვის. ამით გამოხატავს, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, უმძიმეს სასჯელს დავექვემდებარებით. უფალმა მიუთითა გრძნობად ტანჯვაზე იმიტომ, რომ დავეშინებინეთ ამ ხილული მაგალითით.
და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ
შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას
უშრეტსა. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას. |
თუ შენი ხელი გაცთუნებს,
მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე
ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილ-დება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება. კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის. |
გამოთქვამს რა ამგვარ მუქარას მაცდუნებელთა წინააღმდეგ, რომ უმჯობესია მათთვის ზღვაში იქმნან შტაგდებულნი, უფალი მოძღვრავს ახლა მათ ვინც ცდუნდება, მოერიდონ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან აცდუნონ და გადაიყვანონ ისინი ჭეშმარიტი გზიდან. უკუეთუ მაცდუნებელი და შენი ცხონების გზაზე დამაბრკოლებელი შენი შინაურთაგანი, ან ხორციელ ახლობელთაგანი იქნება - მოიკვეთე იგი, ანუ უარყავი მისადმი სიყვარული და მეგობრობა. ხოლო მატლი და ცეცხლი ცოდვილებს, რომ სტანჯავს, თითოეულის სინდისის და ცხოვრებაში ცადენილ ბილწ საქმეათა გახსენებაა. იგი ღრღნის, როგორც მატლი და წვავს, როგორც ცეცხლი. ყოველივე, - ამბობს, - ცეცხლითა დაიმარილოს, ანუ გამოიცადოს, როგორც პავლე ამბობს, რომ ყოველივე ცეცხლმან გამოცადოს. (1, კორ. 3, 13) „და ყოველი შესაწირავი მარილით დაიმარილოს“ - ეს სიტყვები იესუმ ლევიტელთა წიგნიდან მოიყვანა (2, 13). ამრიგად, ჩვენი შესაწირავი ღვთაებრივი მარილით უნდა დავამარილოთ, ანუ შევწიროთ შესაწირავი არა მჭკნარი და სუსტი, არამედ მაგარი და ჯანმრთელი. მარილს, უფალი უწოდებს მოციქულებს და ყველა იმათ, ვისაც აქვთ მფარველი და შემაკავებელი ძალა. ვინაიდან, როგორც მარილი იცავს ხორცს და არ უშვებს, რომ მასში მატლებმა დაისადგურონ, ასევე მოძღვრის სიტყვა , თუკი იგი მტკიცე და შემადუღებელია, აკავებს რა ადამიანებს ხორციელ ვნებათაგან, არ ტოვებს მათში ადგილს დაუძინებელი მატლისათვის. თუკი თავად მოძღვარი იქნება უმარილო და არ ატარებს თავისში აღმძვრელ და შემაკავშირებელ ძალებს, მაშინ „რაითაღა დაიმარილოს“, ანუ რითიღა გამოვსწორდეთ? ამრიგად, გქნოდეთ თქვენში მარილი, ანუ განმამტკიცებელი და შემაკავშირებელი მადლი სულისა, რათა მშვიდობით იცხოვროთ ერთმანეთთან, დაუკავშირებთ, რა მოყვასს სიყვარულის კავშირით აი, რას ნისანვს გქნოდეს მარილი და აი რისთვისაა ნატქვამი სიტყვები: მშვიდბით იყვენით მოყვასთა მიმართ. ამგვარ ხალხზე სოლომონმა თქვა.