და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ. |
წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. |
უფალი მოდის მშობლიურ მხარეში იმიტომ, კი არა, თიტქოს არ იცოდა უყურადღებობას რომ გამოიჩენდნენ, არამედ იმიტომ, რომ შემდგომში არ ეთქვათ: ის რომ მოსულიყო, ვირწმუნებდითო. მოდის აგრეთვე, რათა ამხოლოს შურიანი ზნე თავისი თანამემამულეებისა; რამეთუ მაშინ, როდესაც ასე ამკობდა მათ სამშობლოს როგორც მოძღვრებით, ისე სასწაულებით, ამის ნაცვლად ამცირებდნენ უფალს მისი რარიბული წარმომავლობის გამო. აი როგორი ბოროტებაა შური! ის ყოველთვის ცდილობს დააბნელოს კეთილი და არ აძლევს საშუალებას მოშურნეებს დაინახონ იგი. მსგავსად ამისა, ახლაც მრავალნი თავიანთი კეთილგანწყობისა და უკიდურესი არა კეთილშობილების გამო, სახელს უტეხენ ზოგიერთებს მათი მდაბიო წარმომავლობის გამო, თუმცა ისინი ყოველგვარი პატივის ღირსნი არიან.
ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და
ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა. და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი. |
ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა
თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა. |
უფალი საუბრობს საერთოდ ყველა წინასწარმეტყველზე, რომ ისინი არ სარგებლობენ პატივით თავიანთ სამობლოში, ნათესავებსა და შინაურებს შორის. ყავთ მათ გამოჩენილი ნათესავები? ამ შემთხვევაში ამ ნათესავებს შურთ მათი და ამიტომ შეურაცხყოფენ. ღარიბულნი წარმომავლობისანი არიან? ისევ ამცირებენ მათ მათი რარიბული წარმომავლობის გამო. უფალს არ შეეძლო იქ არესრულებინა საწსაულები არა იმიტომ, რომ უძულური იყო, არამედ იმიტომ, რომ ისინი ურწნუმო ადამიანები იყვნენ. ინდობს რა მათ, იგი არ აღასრულებს სასწაულებს, რათა კიდევ უფრო მეტად არ განისაჯონ ეს ადამიანები, როგორც ისინი, ვინც არ ირწმუნეს, სასწაულის ხილვითაც კი. მეორე მხრივ სასწაულთა აღსრულებისთვის საჭიროა, ჯერ ერთი, აღმასრულებლის ძალა, მეორეც, რწმენა იმათი, ვისზეც იგი აღესრულება. რამდენადაც აქ ამ პირობათაგან მეორე აკლდა, ანუ განკურნების საჭიროების მქონეთა რწმენა, უფალმა არაკეთილინება აღესრულებინა სასწაულები. ასეც უნდა გავიგოთ, რომ მახარებლის გამოთქმა „ვერ მოახდინა“ ნახმარია - „ვერ გადაწყვიტას“ ნაცვლად. 1 (შენიშვნა: ამ ადგილის განმარტება აზრობრივად კვლავაც სახარების ახალი ქართულით დაწერილ ტექსტს უფრო შეესაბამება, ამიტომაც მას ვიმოწმებთ)
და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა
მათ. და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის. |
უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. |
უფალი ასწავლებდა არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, რათა გცოდნოდათ, რომ ჩვენც არ უნდა უგულვებელვყოთ პატარა ქალაქები, არც მუდმივად დიდ ქალაქებში ვიაროთ, არამედ უნდა ვთესოთ სიტყვა უმნიშვნელო ადგილებშიც. შემდგომში, ის არა მხოლოდ თავად ასწავლის, არამედ გზავნის ტავის მოწაფეებსაც, ამასთან ორ-ორს, რათა უფრო თამამნი იყვნენ. სხვაგვარად, მას რომ ისინი თითო-თითო გაეგზავნა, ერთი ისე თამამად ვერ იმოქმედებდა, ხოლო ორ-ორზე მეტი რომ გაეგზავნა, მოციქულთა რაოდენობა არ იქნებოდა საკმარისი ყველა სოფლისათვის. ამრიგად, გზავნის ორ-ორს: „უმჯობეს არიან ორნი ერთისა“ - ამბობს ეკლესიაისტე (4,9). ამცნებდათ მათ, თან არაფერი წაეღოთ - არც ფუთა, არც ფული სარტყელით, არც პური, რათა ამ გზით ესწავლებინა არამომხვეჭელობა და რომ სხვებს, მათ შემხედვარეს გული მოლბობოდათ, როდესაც ისინი არამომხვეჭელობის სწავლებას დაიწყებდნენ იმითი, რომ თავად არაფერი გააჩნდათ. მართლაც და ვის არ მოულბება გული და არ წახალისდება, არ იყოს მომხვეჭელი, როდესაც ხედავს, რომ მოციქულს არ მიაქვს თან არც ფუთა, არც პური, რომელიც ყველაზე უფრო საჭიროა ჩვენთვის? უბრძანებს მათ იყვნენ ერთ სახლში, რათა არ იფიქრონ მათზე, ტიტქოს ისინი ადგილს იცვლიან გემოთმოყვარეობის გამო, დაეხეტებიან რა ერთიდან მეორესთან. მათგან, ვინც მათ არ შეიწყნარებდათ, უფლის სიტყვებით უნდა გაეყარათ მტვერი ფერხთაგან თვისთა, იმის ნიშნად, რომ დიდი გზა გამოიარეს მათი გულისთვის, თუმცა მათ სარგებელი ვერ ჰპოვეს; ანდა ნიშნად იმისა, რომ არაფერი წაუღიათ მათგან, მტვერიც კი, პირიქით, ისინიც კი განიყარეს, რათა ეს ქცეულიყო დასამოწმებლად მათდა, ანუ სამხილებლად. „ამენ, გეტყვი“ თქვენ: უმოლხინეს იყოს სადღომისა და გომორისა დღეს მას სასჯელი, ვიდრე ქალაქსა მას“. რამეთუ სოდომელები დასჯებიან რა აქ, იქ უფრო იოლ სასჯელს მიიღებენ, ამასთან მოციქულები არ ყოფილან გაგზავნილნი მათტან, წინააღმდეგ ამისა, ისინი ვინ არ მიიღო მოციქულები, მათზე უფრო უძვირეს სატანჯველს დაითმენენ.
და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს. |
და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს. |
იმაზე, რომ მოციქულები ზეთს სცხებდნენ, მხოლოდ მარკოზი საუბრობს და იაკობი, ძმა უფლისა, თავის კათოლიკე ეპისტოლეში „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა“ (იაკობ. 5, 14). ზეთი სასარგებლოა სნეულებათა წინააღმდეგაც, იგი მიდის განსანათლებელად, იხმარება მხიარული სულიერი განწყობილების დროს და აღნიშნავს ღმრთის მოწყალებასა და სულიწმინდის მადლს, რითაც სნეულებებს განვეშორებით და რომლისგანაც ვიღებთ სინათლეს, სიხარულს და სულიერ ნხიარულებას.
და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ:
იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი
თანა. და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ. ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით. |
ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და
თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში. სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა. |
ეს ჰეროდე იყო ვაჟიშვილი ჰეროდესი, რომელმაც მოსწყვიტა ყრმები. როგორც მეოთხედ მთავარას მარკოზი მას მეფეს უწოდებს და ამ სახელს მკაცრი მნიშვნელობით არ ხმარობს. გაიგო რა უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულთა შესახებ და აღიარებდა რა, რომ უმიზეზოდ მოკლა მართალი იოანე, ჰეროდემ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, რომ იგი აღსდგა მკვდრეთით და მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მიიღო ძალა სასწაულთა ქმნისა. მანამდე იაონეს არცერთი სასწაული, არ უქმნია მაგრამ აღდგომის შემდგომ - ასე ფიქრობდა ჰეროდე - მიიღო ძალა სასწაულთა ქმნისა. თუმცა სხვები ქრისტეზე ამბობდნენ, რომ ეს ელიაა, რადგან მრავალს ამხელდა, როდესაც ამბობდა:“ ჰოი, ნათესავი ურწმუნო!“ ჰეროდეს კი ეშინოდა. რაოდენ საცოდავი იყო ეს ადამიანი, რომ მკვდრისაც კი ეშინოდა.
რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა
საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო
ცოლად. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. |
ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და
საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ
შეერთო მას. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი. ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას. |
სარგებლობს რა შემთხვევით, მარკოზი ათავსებს აქ ჩართულ სიტყვას ნათლისმცემლის სიკვდილზე. ერთნი ამბობდნენ, რომ ჰეროდემ შეირთო ჰეროდია ჯერ კიდევ ფილიპეს სიცოცხლეში და ამისთვის ამხილებდა, როგორც უკანონობის მოქმედი, რომელიც დაქორწინდა თავისი ცოცხალი ძმის ცოლზე. პირიქით, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ფილიპე უკვე მკვდარი იყო,მაგრამ თავის შემდეგ დატოვა ქალიშვილი. ხოლო რამდენადაც ფილიპეს დარჩა ქალიშვილი, ჰეროდეს არ მართებდა ძმის ცოლზე დაქორწინება მისი სიკვდილის შემდგომაც, რამდენადაც სჯული ბრძანებდა ძმას შეერთო თავისი ძმის ცოლი იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი უშვილო მოკვდებოდა. მაგრამ შემთხვევაში დარჩა ქალიშვილი, მაშასადამე, ჰეროდეს ქორწინება უკანანო იყო. შეხედე რა ძლიერია ხორციელი სიყვარული ვნება! აი, ჰეროდემ, რომელსაც ამხელა პატივისცემა და შიში ჰქონდა იოანესი, არაფრად ჩააგდო ეს, რათა მხოლოდ დაეკმაყოფილებინა თავისი ვნება.
და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა
მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა, და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის. და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა. და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა. |
მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა
თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს; გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო. და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო. ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი. მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი. მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი. ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს. ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში. |
ნადიმი მხიარულად მისი: სატანა ცეკვავს ქალაქში და იდება ფიქი, უკანონო და უღმერთო, ყველაზე მეტად კი უგუნური. „რას მომცემდი, - ამბობს ბოროტი დედაკაცი, - ახლავე, ამ წუთას“. უგუნურ და ავხორც ჰეროდეს შეეშინდა ფიცის დარღვევის და ამიტომ კლავს მართალ კაცს, მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში უნდა დაერღვიათ ფიცი და არ უნდა ჩაედინა ასეტი საშინელი დანაშაული (ფიცის შესრულება ყოველთვის არ არის კარგი). საჭურველთმტვირთველს ეზახდნენ ისეთ სამხედრო პირს, რომელიც საზოგადოების მიერ დადგენილი იყო, რათა დაესაჯა და მოეკლა დამნაშავეები. ხსენებული ადგილი შესაძლოა გადატანითი სულიერი მნიშვნელობითაც გავიგოთ.ასე, ჰეროდე წაროადგენს ტლანქი ხორციელი მისწრაფებების მქონე იუდეველ ხალხს: მან შეირთო ცოლი - ცრუ და უაზრო დიდება, რომლის ქალიშვილი ახლაც როკავს და მოქმედებაშია იუდეველბთან, - ეს არის მათივე მაცდუნებელი ცოდნა წერილისა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იციან წერილი, მაშინ, როდესაც არ იციან, ვინაიდან მათ თავი მოჰკვეთეს იოანეს, ანუ წინასწარმეტყველურ სიტყვას, რადგან არ მიიღეს თავი წინასწარმეტყველებისა, ვგულისხმობ ქრისტეს. ამიტომ, თუკი მათ აქვთ კიდეც წინასწარმეტყველური სიტყვა, აქვთ იგი უთავოდ, ანუ ქრისტეს გარეშე.
და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და
ასწავეს. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს. და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა. |
შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან
და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ. ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ. და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ. |
თავიანთი ქადაგების შემდგომ, მოციქულები იესოსტან იკრიბებიან. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რათა ჩვენც გამოგვირჩევენ რა რაიმე სახის მსახურებისთვის, არ გამოვიდეთ ჩვენი გამომრჩევის მორჩილებიდან და თავი არ აღვიმაღლოთ მის წინაშე, არამედ ვაღიაროთ იგი წინამძღოლად, მას მივმართავდეთ და ვაუწყებდეთ ყველაფერს, რაც კი გავაკეთეთ და ვასწავლეთ (მხოლოდ კი არ უნდა ვასწავლიდეთ, არამედ ვაკეთებდეც კიდეც). ქრისტე თავის მოწაფეებს დასვენების საშუალებას აძლევს; ეს უკვე გაკვეთილია წინამძროლთათვის, რათა მათ შეეძლოთ დაასვენონ კიდეც მოქმედნი სიტყვითა და სწავლებით და მუდმივ დაძაბულობასა და შრომაში არ ამყოფონ ისინი. შემდეგ, უფალი, რა არ არის დიდების მოყვარე, უაკცრიელი ადგილისკენ მიეშურება. თუმცაღა აქაც ვერ დაემალა მის მეძიებელთ. პირიქით, ხალხი იმენად ყურადღებით აკვირდებოდა, როგორმე უფალი არ მიფარებოდა თვალს, რომ დაასწრო, ანუ თავად მოციქულებს გაასწრო და იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც იესო დასვენებას აპირებდა. ასევე შენც დაასწარი იესოს: ნუ დაელოდები, რომ მან თავად გიხმოს, არამედ უმჯობესია ტავად ისწრაფვოდე, რათა წინ უსწრო მას.
და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს,
ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად. და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად. განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი. და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა. და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი. |
გამოვიდა იესო, დაინახა
დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და
დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება. და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად? მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი. |
ფარისევლები, იყვნენ რა მტაცებელი მგლები, ერის გადარჩენაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ ნთქავდნენ მას. ამიტომაც ერი მათი გვერდის ავლით იკრიბება ქრისტესთან, ჭეშმარიტ მწყემსთან. და ქრისტე აძლევს მას საზრდელს, თავიდან უფრო სასარგებლოს და ფასუელს - სიტყვის სახით, შემდეგ კი ხორციელსაც. მაგრამ შეხედე მოწაფეებს, როგორი კაცთმოყვარეობით გამოირჩევიან ისინი! ეცოდებათ რა ერი, მიდიან ქრისტესთან და უწყებენ მუდარას მასზე. უფალი კი მოუვლენ რა საცდურს და სცდის მათ, შეიცნეს თუ არა მისი ძალა, რომ მას შეუძლია გამოკვებოს ერი, ამბობს: ეცით თქვენ მაგათ ჭამადი! ამაზე მოწაფეები საყვედურის სახით, უჩვენებენ ერთი მხრივ სიდიდეს თავინათი სიმწირისა, მეორე მხრივ კი ერის სიმრავლეს, თითქოს და მან არ იოცდეს ეს. ამ გასაჭირში მყოფნი ისინი ამბობენ: „წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკანისა და ვსცეთ მათ ჭამადი“. საბოლოოდ უფალი აიძულებს ყველას დასხდნენ ბალახზე რიგებად, ანუ თითქოსდა სხვადასხვა მაგიდებთან.
და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური
იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე
განუყო ყოველთა. და ჭამეს ყოველთა და განძღეს. და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა. და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი. |
აიღო ხუთი პური და ორი
თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს,
რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას. ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი. |
უფალი აღიხილავს ზეცად, ჯერ-ერთი იმიტომ, რომ გვასწავლის ვითხოვოთ საზრდელი ღმერთისაგან და არა ეშმაკისაგან, როგორც ამას აკეთებენე უკანონო შემოსავლების მქონე ადამიანები; მეორეც იმიტომ, რომ უჩვენოს ერს, ქრისტე ღმერთის მოწინააღმდეგე კი არაა, პირიქით, ტავად მოუხმობს უფალს. აძლევს პურს მოწაფეებს, რათა მათ არ დაივიწყონ სასწაული. მას შემდეგ, რაც საკუთარი ხელით იხმიეს პური, თორმეტი გოდორი ნამუსრევი რჩება ისევ იმიტომ, რომ თითოეულმა მოციქულმა, მხრებით ატარებს რა გოდორს, არ დაივიწყოს სასწაული. ის, რომ არა მხოლოდ განძრა ამხელა სიმრავლე ხალხისა, არამედ ზედმეტიც დარჩა, არის ნიშანი გარდამეტებული ძალისა ქრისტეში. მოსე მართალია აძლევდა მანანას, მაგრამ მხოლოდ საჭიროებისათვის თოთოეულისა, ვინაიდან იმას, რაც რჩებოდა მატლები, უჩნდებოდა. ილიასაც, ცნობილი დედაკაცის გამოსაკვებად, მხოლოდ იმდენი მოჰქონდა, რამდენიც საკმარისი იქნებოდა კვებისათვის. პირიქით, იესო, როგორც მეფე წარმოქმნის იმას, რაც გარდამეტებული აღმოჩნდება. ეს ისტორიული საზრისია. გადატანითი მნიშვნელობით ხუთი პური ნიშნავს მოსეს წიგნებს, რომელიც ხუთია: „შესაქმისაი“, „გამოსვლათაი“, „ლევიტელთაი“, „რიცხუათაი“, „მეორისა სჯულისაი“. ორი თევზი ნიშანია მეთევზეთა „სიტყვისა - მოციქულისა სა სახარებისა. სწორედ მისით იკვებება ჩვენი ხუთი გრძნობა, რომელიც ხუთი ათასი კაცით არის აღნიშნული. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის შეჭმა, არამედ მრავალი რამ დარჩება გარდამეტებული, რომლის წაღებასაც მხოლოდ მოციქულები შეძლებენ. ასე, სჯულისა და სახარების უძნელეს მხარეთა გულისხმისყოფა, ჩვენ ჯერ ისევ ხუთ გრძნობას დამონებულთ, არ ზალგვიძს ვზიდოთ, არამედ მხოლოდ მოციქულებს შეუძლიათ.
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო
ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი. და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა. და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან. ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ! და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა. რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ. |
მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ
გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი. ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს; რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი. რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული. |
„აიძულა მოწაფეთა“. მოწაფეები მხოლოდ იძულებით განეშორებიან მას, თავისთავად კი არ სურთ განშორება, ნაწილობრივ მისდამი სიყვარულის, ნაწილობრივ იმის გამო, რომ საგონელებში იყვნენ ჩავარდნილნი, თუ როგორ მოვიდოდა ის მათთან ნავის გარეშე. ის კი, გაუშვა რა ერი, ადის მთაზე, რათა განმარტოებით ილოცოს, რამდენადაც ლოცვის განმარტოება და უშფოთველი მდგომარეობა ესაჭიროება. უფალი უშვებს, რომ მოწაფენი ზღვაზე ქარიშხლით იძლიონ, რათა მათ მოთმინება ისწავლონ. ამიტომაც ის მაშინვე კი არ მიდის მათთან, არამედ დაუშვებს, რომ ქარიშხლის გამო მთელი ღამე საფრთხეში იყვნენ, რათა ასწავლოს მათ იყვნენ მომთმენნი და თავიდანვე არ ელოდონ ხსნას განსაცდელთაგან. მაგრამ დააკვირდი სხვა გარემოებებსაც: მანამ, სანამ საფრთხისგან დაიხსნის, იგი კიდევ უფრო მეტ ძრწოლას ჰგვრის მათ; რამეთუ როდესაც იგი დაინახეს, შიშისაგან შეჰყვირეს, ფიქრობდნენ რა, რომ ეს მოჩვენებაა. მაშინ უფალი მყისვე ამხნევებს თავისი შეძახილით: „ნუ გეშინინ“; შემდეგ ნავში შესული, სრულიად ამშვიდებს მათ, რამდენადაც ქარი უეცრად ჩადგა. ზღაზე სიარული უდიდესი სასწაულია და დამახასიათებელია ერთარსება ჭეშმარიტი ღმერთისათვის; ხოლო იმით, რომ შეძრწუნებულნი იყვნენ მოწაფეები და პირქარი იყო, სასწაული კიდევ უფრო მარლდება, რაც შეეხება მოციქულებს, მათ ვერ შეიცნეს რა ქრისტე, სასწაულით პურის გამრავლებისა, შეიცნეს იგი ამ სასწაულით ზღვაზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტემ დაუშვა, საფრთხეში ყოფილიყვნენ ისინი იმიტომაც, რომ მათ, ვერ შეიცნეს რა იგი სასწულით პურის გამრავლებისა, შეეცნოთ ახალი სასწაულით ზღვაზე და აქედან ეპოვათ სარგებელი თავისთვის.
და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესა-რეთად. და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგი-ლისათა. და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს. და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდე-ბოდეს. |
გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის
მხარეს. ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი. სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა. |
უფალი მივიდა იმ ადგილას, როგორც ჩანს, მცირედი დროის შემდეგ (არყოფნისა), ამიტომაც მახარებელი ამბობს: „მეყვსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილსათა. და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად“. სახლებში ჯერ კიდევ არ ეძახდნენ მას, მაგრამ თავად მოჰყავდათ ავადმყოფები, ევდრებოდნენ რა რომ ისინი თუნდაც კიდეს შეხებოდნენ მისი სამოსლისა. ვინაიდან სისხლმდინარე დედაკაცზე აღსრულებული ნათ ყურამდეც მივიდა და ამან დიდი რწმენა გამოიწვია მათში.