და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი. |
კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე. |
იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითს მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ არღვევს სჯულის ისიც, ვინც შაბათ დღეს რაიმე ცუდს არ აკეთებს. ამიტომაც უფალი ეკითხება იუდეველბს: „ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე?“ ამხელს რა ამით იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მას სიკეთის ქმნაში. გადატანითი მნჲშვნელობით გამხმარი აქვს ხელი ყველას, ვინც მარჯვენა მხარის საქმეებს არ აკეთებს, ასეთი ადამიანის მიმართ ამბობს ქრისტე: „აღსდეგ“, ანუ აღსდეგ ცოდვისაგან, „წარმოდეგ შორის“, ანუ სათნოებათა შუალედში, რამეთუ ყოველი სათნოება არის შუალედი, რომელიც არც ნაკლოვანებისკენ იხრება და არც ზედმეტობისკენ. ამრიგად, როდესაც იგი ამ შუალედში წარმოსდგება, მაშინ მისი ხელი კვლავ ჯანმრთელი შეიქმნება. დააკვირდი სიტყვასაც: „კუალად მოიგო“; იყო დრო, როდესაც ჩვენ ჯანმრთელი ხელები, ან ქმედითი ძალები გაგვაჩნდა, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ არ იყო ჩადენილი. მას შემდეგ კი, რაც ხელი აკრძალული ხილისაკენ გავივდინეთ, ის გახმა სიკეთის ქმნის მიმართ. მაგრამ ის კვლავ ჯანმრთელ მდგომარეობას დაუბრუნდება, როდესაც სათნოებათა შუალედში წარმოვსდგებით.
და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს
მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი. |
გამოვიდნენ თუ არა
ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო. |
ვინ იყვნენ ჰეროდიანელნი? ან ჰეროდეს მეომარნი, ან რაღაც ახალი სექტა, რომელიც ჰეროდეს ქრისტედ აღიარებდა იმ მიზეზით, რომ მასზე შეწყდა იუდეველ მეფეთა მემკვირდეობითობა. იაკობის წინასწარმეტყველებით დგინდებოდა, რომ „როდესაც მოაკლდებიან მთავარნი იუდასგან, მაშინ მოვა ქრისტე“ (შესაქმ. 49). ამრიგად, რამდენადაც ჰეროდეს დროს არავინ აღარ იყო იუდეველ მთავართაგან, არამედ მართავდა ჰეროდე, უცხოტომელი (იგი იდუმიელი იყო), ზოგიერთმა იგი ქრისტედ მიიღო და შექმნა სექტა. სწორედ ამ ადამიანებს სურდათ უფლის მოკვლა. მაგრამ იგი განეშორება, რამდენადაც ჯერ არ მოწეულა ჟამი ვნებისა, განეშორება იგი უმადურებს, იმიტომაც, რომ კეთილი უყოს ადამიანთა უფრო დიდ ნაწილს. მას მართლაც მრავალნი გაჰყვნენ და იგი კურნავდა მათ; ტვიროსელებმა და სიდონელებმაც კი მიიღეს სარგებელი, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ტომელები იყვნენ. ამასთანავე, მისივე თანატომელები სდევნიდნენ. ასეა, არავითარი სარგებელი არ არის ნათესაობისაგან, თუკი არ არის კეთილზნეობრიობა! უცხოებიც კი მოდიოდნენ შორიდან ქრისტესთან, იუდეველები კი მათტან მოსულს, აგდებდნენ მას. შეხედე, რაოდენი უცხოა ქრისტესთვის დიდებისმოყვარეობა, ხალხმა რომ არ შეავიწროვოს, იგი ნავს მოითხოვს, რათა მასში მყოფი შორს იყოს ხალხისაგან. „უძლუ-რებების“ მახარებელი ავადმყოფებს უწოდებს, რამეთუ ავადმყოფობები მართლაც დიდად გვიწყობენ ხელს იმაში, რომ გონს მოვეგოთ. ასე რომ უფალი გვსჯის ამ უძლურებებით, როგორც მამა შვილებს. გადატანითი მნშივნელობით ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ იესოს მოკვლა სურთ ჰეროდიანელებს, ამ ხორციელ და უხეშ ადამინებს (ჰეროდე ნიშნავს ტყავისას) და პირიქით, ისინი ვინც გამოვიდნენ თავიანთი სახლებიდან და სამშობლოდან, ანუ ხორციელი ცხოვრების წესიდან, ისინი მას გაჰყვებიან; რის გამოც განიკურნებიან სნეულებათაგან, ანუ სინდისის მომწყვლელი ცოდვებისაგან და არაწმიდა სულები განიდევნებიან. ჩასწვდი ბოლოს და ბოლოს იმას, რომ იესო უბრძანებს მოწაფეებს ნავი განუმზადონ, რათა ხალხმა არ შეავიწროვოს იგი. იესო არის სიტყვა ჩვენში, რომელიც გვიბრძანებს, რომ ჩვენი ნავი, ანუ სხეული, განმზადებული იყოს მისთვის და არ მიეცეს ყოფით საქმეთა ქარიშხალს, რამეთუ საქმეების შესახებ საზრუნავთა სიმრავლემ არ შეაწუხოს ჩვენში მცხოვრები ქრისტე.
და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი. |
მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც
თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნე-ბისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. |
ადის მთაზე იმისთვის, რომ ილოცოს. რამდენად ამის წინ სასწაულებს იქმოდა, სასწაულთა ქმნის შემდეგ ლოცულობს, რაღა თმა უნდა გაკვეთილი რომ გვიჩვენოს რათა ვმადლობდეთ, და ღმერთის ძალას ვაწერდეთ. ანდა რამდენადაც უფალი აპირებდა ხელი დაესხა მოციქულთათვის, ამასთან დაკავშირებით ადის მთაზე, რომ ილოცოს ჩვენდა დასამოძღვრა, რადგანაც ჩვენც, როდესაც დავაპირებთ ვინმეს ხელი დავასხათ, ჯერ უნდა ვილოცოთ, რათა გამოგვიჩნდეს ღირსეული და არ შექმნათ ზიარნი „სხვისი ცოდვათა“ (1. ტიმ. 5. 22). ხოლო იქიდან, რომ იუდასაც გამოირჩევს მოციქულად, უნდა მივხვდეთ, რომ უფალი არ უკუიქცევა ადამიანისაგან, რომელმაც ბოროტება უნდა ჩაიდინოს, მისი მომავალი ბოროტი საქმის გამო, არამედ მისი ახლანდელი სათნოების გამო ხდის პატვის ღირსად, თუნდაც შემდგომში იგი ცუდი ადამინი შექმნას. მახარებელი ჩამოთვლის მოციქულთა სახელებს ცრუ მოციქულთა შემთხვევისათვის, რათა იცნობდნენ ჭეშმარიტ მოციქულებს. ძენი ქუხილისანი უწოდა ზებედეს ძეებს, როგორც განსაკუთრებით დიდ მქადაგებლებსა და ღმრთისმეტყველებს.
და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ
ვერცაღა პურისა ჭამად. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. |
მივიდა სახლში,
და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. |
„და ესმა მის კერძოისათაო“, ამბობს, შესაძლოა ადამინები მისი მშობლიური ქალაქიდან ან იქნებ ძმებიც კი გამოვიდნენ მის შესაპყრობად; ვინაიდან ამბობდნენ, რომ „განკრთომილ არს“, ანუ ეშმაკი ჰყავსო. რამდენადაც სმენოდათ, ეშმაკებს განასხამდა და კურნავდა სნეულებათაგან, შურის გამო ფიქრობდნენ, რომ ეშმაკეული და „შეშლილია“ რის გამოც სურდათ კიდეც შეეპყროთ იგი, რათა შეეკრათ როგორც ეშმაკეული. ასე ფიქრობდნენ მასზე და ასე სურდათ მოქცეოდნენ მისიანებსაც კი. ამის მსგავსად, იერუსალიმელი წმიგნობრებიც ამბობდნენ, რომ ეშმაკეულია. რამდენადაც მათ არ შეეძლოტ მათივე თვალწინ აღსრულებულ სასწაულთა უარყოფა, სხვა მხრივ მოისხეიებენ აუგად, როგორც ეშმაკთაგან მომდინარეთ.
და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს. |
მაშინ
მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. |
მოძულეთა იუდეველთა ბრალდებებს უეჭველი მაგალითებით უარყოფს. როგორ შეუძლია ეშმაკს ეშმაკების განდევნა, როცა ჩვეულებრივ სახლებშიც კი ვხედვათ, რომ სანამ მასში მცხოვრები მშვიდობიანად არიან, კეთილად დგანან ეს სახლები, ხოლო როგორც კი მათში დაყოფა მოხდება - დაეცემიან? როგორ არის შესაძლებელი, ამბობს ის, რომ ვინმემ ძლიერის ჭურჭელი გაიტაცოს, თუკი უწინ ძლიერს არ შეკრავს? ეს სიტყვები შემდეგი მნიშვნელობისაა: „ძლიერი“ არის ეშმაკი; მისი „ჭურჭელნი“ არიან ადამიანები, რომლებიც მის სამკვიდრებელს წარმოადგენენ. ამრიგად, თუკი ვინმე წინდაწინ არ შეკრავს და არ დაამხოობს ეშმაკის მეუფებას, როგორღა შეძლებს გაიტაცოს მისი ჭურჭელი, ანუ ეშმაკეულნი? ამიტომ, თუკი მე გავიტაცებ მის ჭურჭელს, ანუ ვათავისუფლებს ადამინებს ეშმაკების ძალადობისაგან, მაშასადამე, მე წინდაწინ შევკარი და დავამხე ეშმაკთა მეუფება და მათი მტერი გამოვდივარ. მაშ, როგორღა ამბობთ, რომ ბელზებულია ჩემთან, ანუ მე განვასხამ ეშმაკებს, ვარ რა მათი მეგობარი და ჯადოქარი?
ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი,
რაოდენსაცა ჰგმობდენ; ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა. |
ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ.
მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო. |
ის რასაც უფალი ამბობს აქ, ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს, რომლებიც სცოდავენ სხვა დანარჩენში, კიდევ შეუძლიათ მოუბოდიშონ როგორმე და მიიღონ პატიება ღვთის შემწყნარებლობის გამო ადამიანური სისუსტეების მიმართ. მაგალითად ისინი, ვინც უფალს უწოდებენ გემოთმოყვარეს და ღვინისმსმელს, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, მიიღებენ შენდობას ამის გამო. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომელი იგი უეჭველი სასწაულებს იქმს და მიუხედავად ამისა, სულიწმინდას გმობენ, ანუ სასწაულქმედებებს სულიწმინდისაგან მომდინარეს, როგორღა მიიღებენ შენდობას, თუკი არ შეინანებენ? როდესაც ქრისტეს ხორციელი შესახედაობა აცდუნებდათ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ცდუნდნენ; მაგრამ ხედავდნენ რა მას ღვთაებრივ საქმეთა მოქმედს და მაინც გმობდნენ, როგორღა მიეტევებათ, თუკი უნანელნი დარჩებიან?
მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და
გამოხადოდეს. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი. |
მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები? თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც. |
ძმები უფლისა შორის გამომოვიდნენ მის შესაპყრობად, როგორც შეშლილისა და ეშმაკეულის. დედა კი, როგორც ჩანს, პატივის მიღების გრძნობის კარნახით, მოვიდა მოეწყვიტა სწავლებისაგან, რათა ამით ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ მას, ვისითაც ასე გაოცებულნი არიან, იგი თავისუფლად განაგებს და შეუძლია მოსწყვიტოს სწავლებას. მაგრამ უფალი პასუხობს: ჩემს დედას არავითარი სარგებელი არ ექნება. იყოს ჩემი დედა, თუკი იგი თავისში ყველა სათნოებას არ გააერთიანებს. ზუსტად ასევე, ნათესაობა უსარგებლო იქნება ჩემი ძმებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ახლობლები ქრისტესი, ვინც ღმრთის ნებას ასრულებს. ამრიგად, ამბობს რა ამას, ის უარს კი არ ამბობს დედაზე, არამედ უჩვენებს, რომ იგი ღირსი იქნება პატივისა არა მხოლოდ შობის გამო, არამედ ყველა სხვა კეთილის საქმისა გამო: თუკი მას ეს არ ექნებოდა, პატივის ნათესაობისა სხვები დაასწრებდნენ.