ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი მეთექვსმეტე

(თ. 16, მ. 1-8)

და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.

და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოს-ლვასა ოდენ მზისასა.

და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?

და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდა-გორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.

და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.

ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.

არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.

და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუ-ნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.

კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.

და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?

მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებ-ულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.

შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.

ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.

მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.

გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.

არაფერ დიდებულსა და იესოს ღმრთაებრიობის შესაფერისს არ ზრახავენ ქალები, როდესაც სხედან სამარხთან და ყიდულობენ ნელსაცხებელს იმისთვის, რომ იუდაური ჩვეულების მიხედვით, სცხონ, რამეთუ იგი კეთილსურნელოვანი იყოს და არ გამოსცემდეს უსიამოვნო სუნს ხრწნისაგან, არამედ ნელსაცხებელის ძალით, რომელიც აშრობდა და ისრუტავდა სხეულის სინოტოვეს, უვნებლად შეინახოს. აი რას განიზრახავდნენ ქალები. ადგნენ რა „კვირის პირველ დღეს ძალიან ადრე“ სამარხთან მისულები ფიქრობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს? თუმცა ქალებს ეს არ შეუნიშნავთ. ასევე მათეც ამბობს, რომ ანგელოზმა გადააგორა ლოდი მას შემდეგ, რაც ქალები მივიდნენ. მაგრამ მარკოზი გაჩუმდა ამის შესახებ, რადგანაც მათემ უკვე თქვა, ვინ გადააგორა ლოდი. თუკი მათე ამბობს, რომ ანგელოზი ლოდზე იჯდა, ხოლო მარკოზი, რომ ქალებმა სამარხში შესვლის შემდეგ იხილეს იგი შიგნით მჯდომარე, ამან არ უნდა შეგვაცბუნოს. ვინაიდან მათ შეეძლოთ ეხილათ ანგელოზი გარეთაც, ლოდზე მჯდომარე, როგორც მათესთანაა ნათქვამი, შეეძლოთ ეხილათ იგი აგრეთვე სამარხის შეიგნითაც, როგორც მათზე უწინ შესული იქ. თუმცა, ზოგიერთები ამბობენ, რომ მათესთან ერთნი, ხოლო მარკოსზთან მეორე ქალები არიან მოხსნებულნი, მაგდელინელი კი ყველას თანამგზავრი იყო, როგორც ყველაზე უფრო გულმოდგინე და მოშურნე. ანგელოზმა, რომელიც ქალებს გამოეცხადა, უთხრა: „ნუ განა კრთებით“. დასაწყისში ის თაქვაისუფელბს მათ შიშისაგან, ხოლო შემდეგ ახარებს აღდგომას. იგი უწოდებს იესო ქრისტეს „ჯვარცმულს“, რადგანაც არ რცვენია ჯვრისა, რომელიც არის კაცობრიობის ხსნა და ყოველგვარ სათნოებათ საფუძველი. იგი „აღდგა“. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ იგი „არა არს აქა“ და გსურთ დარწმუნდეთ? „აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი“. იმიტომაც გადააგორა ლოდი, რომ ეჩვენებინა ეს ადგილი. „არამედ წარვედით და უთხარით მოწაფეთა მისთა და პეტრეს“. პეტრეს გამოყოფს მოწაფეებისგან ან როგორც უპირატესს, მოიხსენებს რა მას მათგან გამორჩეულად, ან აი რატომ: რამდენადაც პეტრემ უარყო, ქალებს რომ ეთქვათ, ნაბრძანები ჰქონდათ ეცნობებინათ მხოლოდ მოწაფეებისთვის, იგი იტყოდა: მე უარვყავი, შესაბამისად აღარც მისი მოწაფე ვარ, ამიტომაც უფალმა უარმყო მე და განმირისხდა. ამიტომაც დაუმატა ანგელოზმა: „და პეტრეს“, რათა გაურკვევლობას არ მოეცვა პეტრე იმის გამო, რომ იგი სიტყვის ღირსიც კი არაა, როგორც უარმყოფელი და ამიტომ უკვე არც იმის ღირსია, რომ მოწაფეთა რიცხვში ერიოს. ხოლო აგზავნის „გალილეაში“, რათა განაშოროს ღელვასა და იმ დიდ შიშს, რომლსაც იუდეველთა მიმართ განიცდიდნენ. მაშინ დედები „შეძრწუნებულ იყვნეს და დაკვირვებულ“, ანუ ისინი შეძრულნი იყვნენ როგორც ანგელოსის ხილვით, ისე აღდგომის შიშით და „არარაი ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“. მათ ან იუდეველბის ეშინოდათ, ან ხილვისგან იმდენად იყვნენ შეპყრობილნი შიშით, რომ თიტქოსდა გონება დაკარგეს. ამიტომაც არავის არაფერი უთხრეს, დაივიწყეს რა ყველაფერი, რაც გაიგონეს.

(თ. 16, მ. 9-14)

ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალე-ნელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.

იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.

და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.

ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.

და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.

უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.

ხოლო კვირის პირველ დღეს დილაად-რიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.

ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.

მათ კი, თუმცა გაიგეს, რთმ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.

ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.

ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.

დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.

„ხოლო აღ-რაი დგა“ - აქ გაჩერდი, სემდეგ წაიკითხე: „განთიად, პირველსა მას საბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალინელსა“. ვინაიდან განთიადისას კი არ აღდგა )ვინ ნახა როდის აღდგა ის? - არამედ განთიადისას ეჩვენა, კვირა დღეს (რამეთუ ეს არის პირველი დღე შაბათისა, ანუ შვიდეულისა). მარიამ მაგდალინელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვი-დნი ეშმაკნი“, ანუ მრავალნი (რამეთუ წმიდა წერილი იყენებს ზოგჯერ რიცხვს „შვიდს“ სიმრავლის აზრით), ანდა შვიდი ეშმაკი, რომელსაც შიშის არმქონე, ანუ სული არაღმრთისმოშიშებისა, სული უგუნურებისა, სული უმეცრებისა, სული სიცრუისა და სხვა;რომელიც სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს სვლისას, როცა სოფელში მიდიოდნენ“. ამ ორზე ლუკაც საუბრობს (24; 13-35). და ისინი მოვიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათ დაუჯერეს“. მაშ როგორღა ამბობს ლუკა, რომ ისინი „დაბრუნდნე იერუსალიმს, მონახეს შეკრებულნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა“ (ლუკა 24), მაშინ, როდესაც მარკოზის მოწმობით, არც იმათ დაუკერეს, ვინც სოფლიდან მოვიდნენ. ვპასუხობთ: „როდესაც მახარებელი ამბობს, რომ „სხვებს შეატყობინეს“, გულისხმობს არა თერთმეტ მოციქულს, არამედ ზოგიერთ სხვას. სწორედ მათ უწოდა მან „სხვები“, რამდენადაც თერთმეტმა იხილა იგი (ქრისტე) იმავე დღეს, როცა სოფლიდან დაბრუნებულებმა ნახეს ისინი მოსაუბრენი იმის შესახებ, რომ „უფალი ჭეშმარიტად აღდგა“.

(თ. 16, მ. 15-20)

და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.

რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.

ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხ-მიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,

გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდი-ნე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.

ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.

ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.

და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.

ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.

ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნე-ბიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.

აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ.

ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამ-ტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაუ-ლებით, ამინ.

დააკვირდი უფლის მცნებას: „ყოველ ქმნილებას უქადაგეთ“. არ უთქვამს უქადაგეთ მხოლოდ მათ ვინც შეისმენს, არამედ ყოველ ქმნილებას - შეისმენე თუ არა. „ვინც ირწმუნებს“ და ეს არ არის საკმარისი, არამედ „მოინათლება“ კიდეც; რამეთუ ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მონათლულა, არამედ რჩება კათაკმეველად, ის ჯერ კიდევ ვერ გადარჩება. მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ეშმაკებს განასხამენ, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ, ანუ დასთრგუნავენ გველებს, როგორც გრძნობადს, ისე აზრობრივს, როგორც სხვა ადგილას არის ნათქვამი: „აი, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველებისა და მორიელების დასათრგუნავად. (ლუკა. თ. 10. მ. 19). თუმცა, გამოთქმა „გველებს აიყვანენ“, შეიძება გავიგოთ სიტყვასიტყვითაც, რამდენადაც პავლემ, მაგალითად, აიყვანა ხელში გველი საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ზიანის გარეშე (საქმე მოც. 28, 35). „და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ“. ეს ბევრჯერ მომხდარა, როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ, რამეთუ მრავალნი, შხამის მიღებისას, ჯვრის გარდასახვის ძალით უვნებალნი რჩებოდნენ. „ამრიგად, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან: „უფალი ეწეოდა მათ და ამტკიცებდა სიტყვას მომდევნო ნიშნებით“ (ცუდი თარგმანი) ხედავ? ყველგან თავდაპირველად ჩვენი ქმედებაა, ხოლო როდესაც უმოქმედონი ვართ, ის არ თანამოქმედებს. დააკვირდი იმასაც, რომ სიტყვას საქმე მოჰყვვება და სიტყვა საქმეებით დაემტკიცება, ისევე როგორც მაშინ, მოციქულებთან სიტყვა დაემტკიცებოდა მისი შემდეგი საქმეებითა და ნიშნებით. ჰოი, ქრისტევ სიტყვაო, ჩვენი სიტყვებიც, რომელსაც ჩვენ სათნოებათა შესახებ წარმოვსთქვამთ, საქმეებითა და საქციელებით, რომ დაემტკიცებოდეს, რათა ჩვენ სრულქმნილნი წარმოვმდგარიყავით შენი, ჩვენი ყველა სიტყვასა და საქმეში, თანამოქმედის წინაშე! რამეთუ შენდა შვენის დიდება, როგორც სიტყვითა, ისე საქმეთა შინა ჩვენთა, ამინ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16