უწმიდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგებები (2009 წ.)
ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2009 წ.)
„მინდა დღეს დავლოცო გამთლიანებული საქართველო! მინდა დავლოცო აფხაზეთის
მოსახლეობა, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ მუდამ ვლოცულობთ
თქვენთვის. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებით! ძალა ღვთისა
გაგვაერთიანებს ჩვენ!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 თებერვალი, 2009 წ.)
„არც მე შემაძლია უთქვენოდ და არც თქვენ შეგიძლიათ უჩემოდ. მადლობა და დიდება უფალს
ამ დიდი წყალობისათვის!“
საკვირაო ქადაგება (ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 მარტი, 2009 წ.)
„...განცდა ცოდვათა და არგანკითხვა - არის ის, რაც სასუფეველში მიგვიყვანს!“
ქადაგება შენდობის კვირას
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 მარტი, 2009 წ.)
„მთავარი დაცემა კი არ არის, მთავარი ადგომაა დაცემის შემდეგ!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 მარტი, 2009 წ.)
„განსაკუთრებული ლოცვა გვმართებს, როდესაც ღვთის მადლს ვითხოვთ. ასე უნდა
შევევედროთ უფალს: „შეგვეწიე, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო,
შენითა მადლითა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 მარტი, 2009 წ.)
„ბედნიერება შვილების ყოლასა და მშობლების პატივისცემაშია“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 მარტი, 2009 წ.)
„პატრიარქი არ უნდა შეშინდეს, იმიტომ რომ უფალი მუდამ მასთან არის“
ქადაგება დიდ სამშაბათს, 7-გზის
ზეთისცხებაზე (ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 აპრილი, 2009 წ.)
„ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იგი უძლურია და რომ მიწიერი ცხოვრების გზა - ეს მისი
გამოცდაა...“
ქადაგება აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულზე (ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 აპრილი, 2009 წ.)
„ძალიან მალე, ღვთის წყალობით, დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენი მწუხარება
სიხარულად გარდაიქცევა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 აპრილი, 2009 წ.)
„მინდა მივმართო ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, მოვიდნენ ტაძარში და ყველამ
ერთად მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. ვინც უფრო მეტად სულიერია, მან უნდა დაუთმოს
სხვას...“
ქადაგება სრულიად საქართველოს
ლოცვაზე დღესა მას სინანულისასა (ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28
აპრილი, 2009 წ.)
„უპირველეს ყოვლისა, უფალია ჩვენი მფარველი, ჩვენი შემოქმედი და სიბრძნის მომცემი
და „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!“ თუ სამშობლოს სჭირდება, ადამიანმა
უნდა გაწიროს თავი!“
საკვირაო ქადაგება (სვეტიცხოვლის საპატრიარქო
ტაძარი, 3 მაისი, 2009 წ.)
„მეუფე მელქისედეკ, დღეს უფალმა გადაწყვიტა შენი კურთხევა
ეპისკოპოსად ჰერეთისა. მრავალ წმინდა ადამიანს უღვაწია და უცხოვრია ჰერეთის წმინდა
მიწაზე; მრავალი სიწმინდე არის იქ. მეუფეო, შენ უნდა აღადგინო სულიერება ამ
მხარეში, აღადგინო ეკლესია-მონასტრები“
ქადაგება პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძრის გახსნაზე
(პარიზი, 14 მაისი, 2009 წ.)
„წმინდა თამარ მეფე დღესაც ეხმარება საქართველოს!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 მაისი, 2009 წ.)
„საცოდავია ის, ვისაც მადლიერება არ გააჩნია!“
ქადაგება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 21 მაისი, 2009 წ.)
„მამულისა და სამშობლოს სიყვარულის ცნება ზოგს დაკარგული აქვს, ზოგს კი - განსაკუთრებული ძალით აღვსილი!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 მაისი, 2009 წ.)
„მინდა გთხოვოთ ყველას, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა მშვიდობა სუფევდეს საქართველოში,
სათნოება და კეთილი განწყობა ადამიანებს შორის“
ქადაგება სამშვიდობო პარაკლისზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 მაისი, 2009 წ.)
„უფრო მეტად უნდა მივენდოთ უფალს, უფრო მეტი სარწმუნოება, სასოება და მორჩილება უნდა გვქონდეს ღვთისა და ყველაფერი
თავის ადგილზე დალაგდება!“
ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28
მაისი, 2009 წ.)
„უფალი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით,
- მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და
ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 31 მაისი, 2009 წ.)
„გაჭირვებული ადამიანის სახით ხშირად უფალი მოდის ჩვენთან და ამის დანახვა უნდა
შეგვეძლოს. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, ღმერთმა მოგვცეს რწმენა, სიყვარული და
სასოება!“
ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
(ბოდბის დედათა მონასტერი, 1 ივნისი, 2009 წ.)
„წმინდა ნინო გახდა გამაგრძელებელი წმინდა მოციქულთა ქადაგებისა; იგი დღესაც
ქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“
ქადაგება მამადავითზე
(მამადავითის ტაძარი, 4 ივნისი, 2009 წ.)
„თავმდაბლობა - ეს არის ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისაკენ!“
ქადაგება სულთმოფენობის
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7 ივნისი, 2009 წ.)
„ადამიანმა უნდა განიწმინდოს თავისი სული, გული, გონება და შემდეგ დაიმკვიდრებს
მასში სულიწმინდის მადლი“
ქადაგება ყოვლადწმინდა სამების
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების ვაკის ტაძარი, 8 ივნისი, 2009 წ.)
„გეძლევათა ლოცვა-კურთხევა, ხშირად იკითხოთ სახარება“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 ივნისი, 2009 წ.)
„მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, - საქართველოს დიდების ხატი ყველა ოჯახში იქონიეთ და
შეავედრეთ ქართველ წმინდანებს ჩვენი ქვეყანა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 21 ივნისი, 2009 წ.)
„სულიწმიდის სახელობის ტაძარი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში“
ქადაგება (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 ივნისი, 2009 წ.)
„მწამს, საქართველოს გადარჩება!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 ივლისი, 2009 წ.)
ქადაგება პეტრე-პავლობის
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 ივლისი, 2009 წ.)
„წმიდა მოციქულთა ლოცვა-კურთხევა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა
გადაარჩენს საქართველოს!“
ქადაგება თორმეტი მოციქულის
ხსენების დღეს (სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 13 ივლისი, 2009 წ.)
„სვეტიცხოველი სისხლითა და ცრემლით მორწყული ტაძარია. მირიანიდან დაწყებული ყველა
ქართველი მეფე საქართველოისა აქ მოსულა, მუხლი მოუყრია ღვთის წინაშე და უფლისთვის
ჩვენი ქვეყანა მეუვედრებია, ჩვენს წინაპრებს აქ მრავალი ლოცვა აღუვლენიათ და ბევრი
ცრემლიც უღვრიათ... ამიტომ დღეს, როდესაც კვლავ უჭირს ჩვენს ერსა და ქვეყანას, -
კვლავ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვა - და ერთითა გულითა, ერთითა ბაგითა, ერთითა
გონებითა, ერთსულოვნებით შევთხოვოთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა“
ქადაგება სავედრებელ პარაკლისზე
(მიუნხენი, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული ეკლესია, 19 ივლისი,
2009 წ.)
„ყველას გელოდებით საქართველოში!“
ქადაგება ილიაობის დღესასწაულზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 2 აგვისტო, 2009 წ.)
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16 აგვისტო, 2009 წ.)
„ნიჭი ვლინდება სიყვარულში; თუ ადამიანს უყვარს, ეს ნიჭი... ეფინება ხალხს მის
გარშემო!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 სექტემბერი, 2009 წ.)
„საჭიროა, რომ ერი იყოს ღვთისმოსავი, ერი - ღვთისა უნდა იყოს და მაშინ, უფალი
გამოარჩევს და აღამაღლებს მისი წიაღიდან საკუთარ რჩეულს“
საკვირაო ქადაგება (სენაკის
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, 20 სექტემბერი, 2009 წ.)
„როგორც განუყოფელია კვართი უფლისა, ისე განუყოფელია საქართველო!“
ქადაგება ღვთისმშობლობის
დღესასწაულზე (სიონის საპატრიარქო ტაძარი, 21 სექტემბერი, 2009 წ.)
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით იდიდება საქართველოში და ეს ასეც
უნდა იყოს, რადგან არც ერთ ქვეყანას არ ხვდომია წილად ამგვარი მადლი - ეწოდებოდეს
მამული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა!“
ქადაგება ჯვართამაღლების
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი, 2009
წ.)
„თუ დავკარგავთ რწმენას, სიყვარულს და სასოებას, უბედური ხალხი ვიქნებით. ღმერთმა
მოგვცა მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეს სარწმუნოება და ეკლესია
მიგვიყვანს სასუფეველში!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 ოქტომბერი, 2009 წ.)
„დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს სახელოვან მწერალს, ბატონ ოთარ ჭილაძეს. მის
სხეულს მთაწმინდის წმინდა მიწა ჩაიხუტებს, ხოლო სული იმ ზეციურ მხედრიონს
შეუვრთდება, რომელიც საქართველოს იცავს!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11 ოქტომბერი, 2009 წ.)
„მოგმართავთ ყველას: სტუდენტებს, სკოლის მოწაფეებს, ზრდასრულ ადამიანებს - ნუ
ატარებთ დანას ჯიბით, რათა ეშმაკმა არ გაცდუნოთ და თავის ბრმა იარაღად არ გაქციოთ!“
ქადაგება სვეტიცხოვლობას
(სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 14 ოქტომბერი, 2009 წ.)
„ახალი ტრაქტატით გამოვხატავთ ჩვენს ერთობას“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 ოქტომბერი, 2009 წ.)
„საქართველო განუყოფელია, როგორც კვართი უფლისა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 ოქტომბერი, 2009 წ.)
„ჭეშმარიტი სარწმუნოება რომ არ გვქონოდა ქართველებს, ჩვენი ერი ვერ გაუძლებდა ამდენ
წინააღმდეგობას!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 ნოემბერი, 2009 წ.)
„გეძლევათ ლოცვა-კურთხევა: ყოველმა ადამიანმა წელიწადში უნდა დარგოს 12 ნერგი,
ქრისტეს 12 მოციქულის სახელზე“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 ნოემბერი, 2009 წ.)
„გონიერი ადამიანი მუდამ მზად არის ბავშვსაც მოუსმინოს და მით უმეტეს, იგი მუდამ
უგდებს ყურს ზრდასრულო ადამიანის მოსაზრებებს...“
ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე
(წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ტაძარი, 23 ნოემბერი, 2009 წ.)
„ადამიანმა უნდა იპოვოს გზა ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა, სასუფეველში მიმყვანებელი
და სამკვიდრო“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 ნოემბერი, 2009 წ.)
„ნარკომანი ოჯახში - უდიდესი სირცხვილია!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 6 დეკემბერი, 2009 წ.)
„...ადამიანი, რომელიც ბოროტებას და ღვარძლს ატარებს თავის გულში, საკუთარ თავს
ვნებს“
ქადაგება წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმორწმუნე
მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს (რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის საკათედრო ტაძარი, 13 დეკემბერი, 2009 წ.)
„საქართველოს ეკლესია არის სვეტი, რომელიც ანათებს არა მარტო საქართველოში, არამედ
საქართველოს საზღვრებს გარეთ“
ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი, 2009 წ.)
„მრავალი წყალობა და მადლი მოუღია ჩვენს ერს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, ამიტომ
ვუწოდე მას ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 20 დეკემბერი, 2009 წ.)
„მუდამ სხვაგან, სადღაც ჩვენს გარშემო ვეძებთ ღმერთს, - სინამდვილეში კი უფალი
ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ!“
ქადაგება ინტრონიზაციის დღეს
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 დეკემბერი, 2009 წ.)
„კიდევ ერთხელ გწირავთ მადლობას თქვენი ლოცვებისა და თანადგომისათვის და შევთხოვ
უფალს, რომ ღვთის ძალითა და მადლით დალოცვილი და გამთლიანებული იყოს საქართველო!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 დეკემბერი, 2009 წ.)
„ბოლო ჟამს, როცა მთელი მსოფლიო დაკარგავს რწმენას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას,
საქართველო გაძლიერდება რწმენაში, დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ეს იქნება
ქართველი ერის ჯილდო ქრისტეს რწმენის ერთგულებისთვის!“
|