უწმიდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგებები (2008 წ.)
ქადაგება ძველი სტილით ახალ წელს
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14
იანვარი, 2008 წ.)
„ჩვენ გვმართებს სიფხიზლე და უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება, რომელიც ცდილობს,
მოიცვას მთელი სამყარო, - ბოროტებით არ იკურნება, იგი იძლევა მხოლოდ სიკეთით!“
ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე
(ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2008 წ.)
„ნაკურთხი
წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს“
ქადაგება საჯარო ნათლობაზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19
იანვარი, 2008 წ.)
„დღეს ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს, რადგან უფალმა ინება და გვიბოძა ეს დიდი
ზეიმი“
საკვირაო ქადაგება წმინდა ნინოს დღესასწაულზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარი, 27 იანვარი, 2008 წ.)
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი და ჩვენთან ერთად ჩვენი
მასმედიაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვფიქრობდეთ სამშობლოზე, უნდა ვფიქრობდეთ იმის
შესახებ, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ერს და სწორედ აქეთკენ
მივმართოთ ჩვენი ყურადღება“
საკვირაო ქადაგება წმინდა
კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8
თებერვალი, 2008 წ.)
„ჩემი გული, ჩემი გონება, მთელი ჩემი სულიერი სამყარო ეკუთვნის ქართველ
ხალხს...“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 10
თებერვალი, 2008 წ.)
„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის გულის განწმედა, რადგან სიკეთე და მადლი
ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა“
ქადაგება მირქმის დღესასწაულზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15
თებერვალი, 2008 წ.)
„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის გულის განწმედა, რადგან სიკეთე და მადლი
ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17
თებერვალი, 2008 წ.)
„ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა და თქვენთან ერთად მთელ საქართეელთს:
გავაძლიეროთ ლოცვა და მარხვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24
თებერვალი, 2008 წ.)
„...ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ დაცული იყოს ერის ღირსება და მისი
ძირითადი ფასეულობანი - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, თავისი ღირსებით...“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 მარტი,
2008 წ.)
„საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და
ერთსულოვნება სუფევდეს ჩვენ ქვეყანაში. ასეთი სულისკვეთებით მოვდივართ ჩვენ პირველი
საუკუნიდან“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16
მარტი, 2008 წ.)
„ეკლესია დგას ჩვენი ერის სადარაჯოზე: სადაც ქართველი ერია, - იქ არის ეკლესიაც“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23
მარტი, 2008 წ.)
„ზოგჯერ გვგონია, თითქოს ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობას, სინამდვილეში კი ჩვენი
სარწმუნოება იცავს ჩვენს ერსა და ჩვენს ქვეყანას!“
ქადაგება საქართველოს სამოციქულო
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 მარტი, 2008 წ.)
„ეკლესიის დამოუკიდებლობა მუდამ წინ უსწრებდა ერის და ქვეყნის დამოუკიდებლობას!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 30
მარტი, 2008 წ.)
„წარსულშიც ბევრი ჰქონია მძიზე განსაცდელი ჩვენს ქვეყანას, მაგრამ როცა
გაჭირვება მოადგებოდა საქართველოს, მთელი ერი ერთ მუშტად იკვრებოდა და ასე
უმკლავდებოდა მტერს!“
ქადაგება ხარების დღესასწაულზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7
აპრილი, 2008 წ.)
„ხარების დღესასწაული - ეს არის დღე, როცა ღმერთი შეუერთდა ადამიანს, როცა დედის
წიაღში ჩაისახა განხორციელებული უფალი!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13
აპრილი, 2008 წ.)
„...ცოდვა - არის მძიმე ტვირთო, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს
ადამიანი!“
საკვირაო ქადაგება ბზობის
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარი, 21 აპრილი, 2008 წ.)
„...ადამიანს უნდა სძულდეს ცოდვა და მისთვის ახლობელი უნდა იყოს მადლი ღვთისა...“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 მაისი,
2008 წ.)
„ქართველი ერის მოქცევა - ეს არ არის არც პირადად ჩემი და არც ჩვენი
სამღვდელოების დამსახურება, - ეს არის ღვთის დიდი წყალობა!“
ქადაგება წმინდა გიორგის ხსენების
დღეს (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი,
6 მაისი, 2008 წ.)
„ბედნიერია ადამიანი, რომელიც რწმენით, სიყვარულით, სიხარულით და მოთმინებით
ბოლომდე იტვირთავს თავის ჯვარს; და ის, ვისაც გააჩნია განცდაი თვისთა ცოდვათა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11
მაისი, 2008 წ.)
ქადაგება წმინდა ანდრია
პირველწოდებულის ხსენების დღეს (ყოვლადწმინდა
სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 მაისი, 2008 წ.)
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18
მაისი, 2008 წ.)
„ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ცხოვრობს, ღმერთი ანიჭებს დღეგრძელობას და
განსაკუთრებულ ძალას!“
ქადაგება წმინდა იოანე
ღვთისმეტყველის ხსენების დღეს (წმინდა იაონე
ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, 21 მაისი, 2008 წ.)
„ყველაზე დიდი ძალა დედამიწაზე და მთელ ქვეყანაზე ხილულსა და უხილავზე - არის
სიყვარული!“
ქადაგება ნოკოლოზობისა და
შიომღვიმელობის დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა
სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 მაისი, 2008 წ.)
„როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინასე მისთვის
ლოცულობს!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25
მაისი, 2008 წ.)
„ეს არის უდიდესი თვისება ადამიანისა, როდესაც გრძნობს, რომ უფალია მასში და
უფალი მეფობს მისი საშუალებით!“
საკვირაო ქადაგება ნინოობის
დღესასწაულზე
(ბოდბის მონასტერი, 1 ივნისი, 2008 წ.)
„წმინდა ნინო არ არის მარტო ისტორიული პიროვნება, იგი დღესაც ქადაგებს
საქართველოში, ლოცულობს და იღწვის ჩვენი ერის მოსაქცევად!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8
ივნისი, 2008 წ.)
„უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთის ქმნა უნდა ვიჩქაროთ!“
ქადაგება სულთმოფენობის
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარი, 15 ივნისი, 2008 წ.)
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით სულ ერთად არიან“
საკვირაო ქადაგება ყოველთა წმიდათა
ხსენების დღეს (ყოვლადწმინდა სამების
საპატრიარქო ტაძარი, 22 ივნისი, 2008 წ.)
„დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!“ ამით ჩვენ უფლის წინაშე ვაცხადებთ:
აღარ შეგვწევს ძალა, მოგიახლოვდეთ შენ, უფალო, ამიტომ შენ თავად მოდი ჩვენთან!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29
ივნისი, 2008 წ.)
„საქართველოს ეკლესია დგას ერის სამსახურში და იგი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს
იმისათვის, რომ განამტკიცოს, გაამთლიანოს, შეკრას ჩვენი ერი და გააძლიეროს იგი
სულიერად თუ ფიზიკურად!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 6
ივლისი, 2008 წ.)
„მოწყალების საქმე გადაარჩენს სრულიად საქართველოს“ (თანადგომის დღედ 1 ივლისი
დაწესდა)
ქადაგება პეტრე-პავლობის
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარი, 12 ივლისი, 2008 წ.)
„რწმენა, სამშობლო და ადამიანი, - ეს არის ჩვენი სამი საზრუნავი, სამი
უძვირფასესი საუნჯე, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ! ღმერთმა დაგვაჯილდოვა მადლით და
ქართველი ერი სიხარულითა და სიყვარულით ღებულობს მას!“
ქადაგება ქრისტეს 12 მოციქულის
ხსენების დღეს (სვეტიცხოვლის საპატრიარქო
ტაძარი, 13 ივლისი, 2008 წ.)
„სასწაულმოქმედების უნარი არ ნიშნავს ადამიანის ღვთის შვილობას, მის რჩეულობას“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27
ივლისი, 2008 წ.)
„რწმენის გარეშე, ღვთის გარეშე ვერაფერს გააკეთებს ადამიანი“
ქადაგება ილიაობას
(სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 2 აგვისტო, 2008
წ.)
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესთაგანია,
რომელსაც არასდროს გადაუხვევია ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან და არასოდეს ჩავარდნილა
მწვალებლობაში!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 3
აგვისტო, 2008 წ.)
„...არ არსებობს ისეთი შიდა თუ გარეშე ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს
დანაწევრება!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17
აგვისტო, 2008 წ.)
„დღეს, როგორც არასდროს, ერი უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული. გვჭირდება ერთი
ძალა, ერთი ნება, რომ ვსძლიოთ მტერს!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24
აგვისტო, 2008 წ.)
„თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ძალაც ჩვენთანაა, მადლიც, სიყვარულიც, სასოებაც
და ყოველივე სიკეთეც!“
ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე
(სიონის საპატრიარქო ტაძარი, 28 აგვისტო, 2008 წ.)
„ყოველდღე ილოცეთ: უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი
და სამაჩაბლო!“
ქადაგება ანჩისხატობის
დღესასწაულზე (ანჩისხატის საპატრიარქო ტაძარი,
29 აგვისტო, 2008 წ.)
„მჯერა, განსაცდელი, რომელიც უფალმა მოგვივლინა, სიხარულით და მშვიდობით
შეიცვლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჩვენი ლოცვა, ჩვენი დაუღალავი ვედრება და
აუცილებელია, გვქონდეს იმედი!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 31
აგვისტო, 2008 წ.)
„7-გზის ლოცვით ასობით, ათასობით და მილიონობით ადამიანი გაერთიანდება და ამიტომ
უფალი იქნება ჩვენ შორის. და შეგვეძლება თქმა: „უფალი ჩვენთანაა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7
სექტემბერი, 2008 წ.)
„არა მარტო ქართველნი, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ერები ჩვენთან ერთად
ერთ მუშტად შეკრულნი, ერთად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი ქვეყნის მმვიდობასა და
კეთილდღეობაზე. ჩვენ ყველანი უნდა ვიქცეთ ერთ ძალად და ყველაფერი გავაკეთოთ
იმისათვის, რომ საქართველო გამთლიანდეს!“
ქადაგება არქიმანდრიტ იოანეს
ეპისკოპოსად სახელდებისას (სიონის საპატრიარქო
ტაძარი, 13 სექტემბერი, 2008 წ.)
„წმინდა სინოდმა იგი ერთხმად აირჩია ცურტავის ეპისკოპოსად!“
საკვირაო ქადაგება
(სიონის საპატრიარქო ტაძარი, 14 სექტემბერი, 2008
წ.)
„ყოვლადუსამღვდელოესო იოანე, შევთხოვეთ უფალს, რომ სული ღვთისა სახიერი იყოს აწ
და მარადის წინამძღოლი თქვენი!“
ქადაგება ღვთისმშობლის შობის
დღესასწაულზე (ბათუმის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, 21 სექტემბერი, 2008 წ.)
„ვადიდებთ და თაყვანსა ვსცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც ინება
მირქმა საქართველოსი!“
საკვირაო ქადაგება
(მარტვილი, ჭყონდიდობა, 25 სექტემბერი, 2008 წ.)
„სამეგრელო მუდამ უნდა იყოს დარაჯი საქართველოს მთლიანობისა!“
ქადაგება ჯვართამაღლების
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარი, 27 სექტემბერი, 2008 წ.)
„სიმართლე ჩვენთანაა, ე.ი. ღვთის მადლიც ჩვენთანაა და მჯერა, აფხაზები, ოსები და
სხვებიც იგრძნობენ ამას!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28
სექტემბერი, 2008 წ.)
„სიძულვილი არ უნდა ჩავიდოთ გულში, ჩვენ უნდა განვმტკიცდეთ რწმენით, სასოებით და
სიყვარულით!“
ქადაგება საჯარო ნათლობაზე
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28
სექტემბერი, 2008 წ.)
„ღმერთმა აღზარდოს ჩემი ნათლულები თავდადებულ მამულიშვილებად!“
ქადაგება სასწავლო წლის დაწყების
პარაკლისზე (სიონის საპატრიარქო ტაძარი, 1
ოქტომბერი, 2008 წ.)
„ჩვენს აზროვნებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მართლმადიდებელი ჭეშმარიტი
სარწმუნოება, დაფუძნებული საღმრთო წერილზე, საღმრთო გადმოცემებზე, წმინდა მამებზე,
მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე და ამ მემთხვევაში ადამიანი აღარ დაუშვებს
შეცდომას!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 5
ოქტომბერი, 2008 წ.)
„ვფიქრობ, ეს განსაცდელი ჩვენს მოსაქცევად, სარწმუნოების განსამტკიცებლად დაუშვა
უფალმა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12
ოქტომბერი, 2008 წ.)
„ეს არის ჩვენი ჯვარი და იგი ჩვენ ღვთის დიდებითა და მადლიერებით უნდა ვატაროთ.
დიდება და მადლობა უფალს ამ განსაცდელისათვის! ...დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის
განსაცდელი, რომელიც ჩვენი საერთო სიხარულით შეიცვლება!“
ქადაგება სვეტიცხოვლობის
დღესასწაულზე (სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი,
14 ოქტომბერი, 2008 წ.)
„ბევრჯერ თქმულა, თითქოს მე ჩავიბარე სუდარაგადაფარებული ეკლესია, მაგრამ ეს არ
არის სწორი. სურადაგადაფარებულ ეკლესიაში იყო ძლიერი სული და მადლი სულისა წმიდისა,
მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა. ამ სულმა წმინდამ გამოაცოცხლა საქართველოს ეკლესია
და იგი გახდა უდიდესი და უძლიერესი ძალა ჩვენი ერისა!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19
ოქტომბერი, 2008 წ.)
„თქვენში ის გენებია, ის სისხლი და ხორცია, რომელიც იყო ჩვენს დიდ წინაპრებში -
დავით აღმაშენებელში, თამარ მეფესა და შოთა რუსთაველში. სწორედ ეს სისხლი და ხორცი,
ეს გენები გვაერთიანებს!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16
ნოემბერი, 2008 წ.)
„რწმენას ადამიანმა უნდა მიაღწიოს ან დიდი ცოდნით, დიდი განათლებით, ან თავისი
უბრალოებით...“
საკვირაო ქადაგება გიორგობის
დღესასწაულზე (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარი, 23 ნოემბერი, 2008 წ.)
„ხმა უფლისა მუდამ ესმის ყოველ მორწმუნე ადამიანს, როცა მას უჭირს. დღეს ეს ხმა
ესმის ჩვენს ქვეყანასაც: „ნუ გეშინია, საქართველო, მე შენთანა ვარ!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7
დეკემბერი, 2008 წ.)
„ჩვენი მრევლისა და მთელი ქართველი ერის სახელით გვინდა განვუცხადოთ რუსეთის
ხელისუფლებას, რომ ქართველი ერი ვერასდროს შეურიგდება იმას, რომ აფხაზეთი და
ცხინვალის რეგიონი საქართველოს ფარგლებს გარეთ იყოს“
ქადაგება წმინდა ანდრია
პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს
(წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის
საკათედრო ტაძარი, 13 დეკემბერი, 2008 წ.)
„...ამ წმინდანთა დასი არის დიდება საქართველოსი!“
საკვირაო ქადაგება
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14
დეკემბერი, 2008 წ.)
„...მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელი ბევრია ჩვენს ქვეყანაში, წყალობა ღვთისა
დღესაც სუფევს ჩვენს ერზე!“
ქადაგება სავედრებელ
პარაკლისზე (თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ
გორგასლის სახელობის ტაძარი, 14 დეკემბერი, 2008 წ.)
„...ამ დიდი მეფის წყალობით ჩვენს ქვეყანაში აღორძინდა ეროვნული და კულტურული
ფასეულობები“
|